26 სექტემბერი 2022, 10:52 / სანდო წყარო

უკრაინის ვიცე-პრემიერი: დაახლოებით 1,5 მილიონი უკრაინელი რუსეთიდან სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს

ოლგა სტეფანშინა

ოლგა სტეფანშინა

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ უკრაინის დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქე, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვია, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რჩება და სახლში დაბრუნების საშუალება არ აქვს. მისივე თქმით, ამ ადამიანებთან ახლობლებსაც კი ვერ აქვთ კომუნიკაცია.

„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და გავაორმაგოთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის მოქალაქეების ძალადობრივი ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2022, 15:23

პოლიტიკა

ირანში საპროტესტო ტალღა გრძელდება

საპროტესტო ტალღა გრძელდება ირანში. ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაშჰადში, აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს და ინფრასტრუქტურას ცეცხლი წაუკიდეს, - ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2022, 15:16

COVID19

მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან 1 კვირის თავზე ჩინეთში მკაცრი კოვიდრეგულაციები მოხსნეს

მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან 1 კვირის თავზე, ჩინეთში მკაცრი კოვიდ რეგულაციები მოხსნეს. კორონავირუსის სიმტპომების მქონე მოქალაქეებს იძულებით საკარანტინო ბანაკებში აღარ განათავსებენ. ინფიცირებულებს თვითიზოლაციის უფლება ექნებათ.

07 დეკემბერი 2022, 15:14

საზოგადოება

პარლამენტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ მსჯელობენ

პარლამენტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ მსჯელობენ. დისკუსია კულტურის კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებს განიხილავენ.

07 დეკემბერი 2022, 15:08

ეკონომიკა

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა

აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებლისთვის ერთ ობიექტში ქეშბექის ლიმიტი 300 ლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია სასურველი ობიექტის შეთავაზების გააქტიურება www.cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში და ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

ზურაბ ქადაგიძე

07 დეკემბერი 2022, 15:04

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს: იქნებ აიღოთ იარაღი ხელში და თქვენი გზა სამოთხისკენ თავად გაიკვალოთ, ქართველი ხალხი კი გადავწყვიტეთ, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია“.

07 დეკემბერი 2022, 14:54

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს

ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაირკვევა. იმისათვის, რომ კანდიდატმა ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა ხუთი წლის ვადით დაიკავოს მან პარლამენტის წევრთა არანაკლებ 90 ხმა უნდა მოიპოვოს.

ანრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:51

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ - არა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვინმეს ეს მოსწონს თუ - არა,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:41

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე: რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება - რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ ვერ სთავაზობენ?

ეს არის სამართლებრივ ჭრილში და სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

07 დეკემბერი 2022, 14:40

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: უკრაინას რომ საავადმყოფოებისთვის და სამშობიაროებისთვის გენერატორები გავუგზავნოთ, ვფიქრობ, ამის თავისუფლება სუვერენულ ქვეყანას ნამდვილად აქვს

საქართველომ რომ უკრაინას გენერატორები გაუგზავნოს, რომელიც მას სჭირდება საავადმყოფოებისთვის და სამშობიაროებისთვის, ვფიქრობ, ამის თავისუფლება სუვერენულ ქვეყანას ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ვასილ კაკაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:38

პოლიტიკა

გამომძიებლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა

„ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო ნიმუშის აღების მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას ნიმუშის აღება, თუმცა, უარი განაცხადა მან დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ სურდა ნიმუშის აღება. მას საბოლოოდ ნიმუშის აღებაზე უარი არ უთქვამს, ამიტომ მომდევნო დღეებში ჩატარდება“,- აღნიშნა კაკაშვილმა.

გიორგი ბოტკოველი

07 დეკემბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი: ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში 9 დეკემბრისთვის ადამიანების მობილიზებით არიან დაკავებული

„ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში არიან წასულები, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ისინი იმყოფებიან იქ ზუსტად 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა ჩატარდეს. იქ არიან დაკავებულები ჩვენს აქტივთან შეხვედრითა და ადამიანების მობილიზებით. რა თქმა უნდა, აქცია უნდა გაიმართოს“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

პაატა მანჯგალაძე

07 დეკემბერი 2022, 14:27

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ანდრი ოხანაშვილი

07 დეკემბერი 2022, 14:26

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გააგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ, ჩაატარონ აქციები - ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა

გაგრძელონ აქციები, დაორგანიზდნენ და სადაც სურთ, ჩაატარონ აქციები - ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

07 დეკემბერი 2022, 14:25

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მიმართავს პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს:

07 დეკემბერი 2022, 14:23

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცებაზე.

ნანა კაკაბაძე

07 დეკემბერი 2022, 14:23

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილს აქვს ძალაუფლების ნოსტალგია, არ მოსწონს დღევანდელი სტატუსი და ამ ნიადაგზე აქვს სტრესი და დეპრესია, მისი გარემოცვის სურვილია, ის ამ სტრესულ გარემოს განარიდონ

სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ძალაუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლის მიუღებელი მეთოდებისა და საშუალებების მრავალფეროვან პალიტრაში გაჩნდა ახალი-სააკაშვილის წნევის, ჭამის მადის თუ კუჭის მოქმედების ამსახველი „დრამატული“ ინფორმაცია, რომელიც, ბოლო ერთი წელი განაპირობებს პოლიტიკურ დღის წესრიგს. წელიწადია სამედიცინო დასკვნის გარეშე გვესმის სააკაშვილის, გაუგებარი, ხელოვნურად დამძიმებული დაავადებების (სუნი ასდის, ვერ ჭამს, ვერ მეტყველებს და ა.შ) შესახებ - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

ალუდა ღუდუშაური

07 დეკემბერი 2022, 14:19

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე კაციანი აქცია არ მგონია საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დასრულების რეჟიმში აქტიურად გადასული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე კაციანი აქცია არ მგონია საზოგადოებაში ინტერესს იწვევდეს“, - განაცხად ალუდა ღუდუშაურმა.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 14:18

სამართალი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები რეანიმაციაში გადაყვანის მდგომარეობას არ შეესაბამება

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ ის გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

გია გაბრიჭიძე

07 დეკემბერი 2022, 14:12

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება

როგორც გაბრიჭიძემ აღნიშნა, მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება და ტელეეკრანებიდან აფრქვევენ მოწოდებებს, რითაც ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი მოსცხონ.

ანა წითლიძე

07 დეკემბერი 2022, 14:11

პოლიტიკა

ანა წითლიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.