imedi /  08 სექტემბერი 2017, 19:44 / სანდო წყარო

ფრანგ მოზარდს ძილის დროს თავს თაგვები დაესხნენ

საფრანგეთში პარალიზებული გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას თავს თაგვები დაესხნენ. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც 14 წლის ფრანგს, რომელსაც ქვედა კიდურების დამბლა აქვს, ნაქირავები სახლის პირველ სართულზე ეძინა. დილით მამამ საკუთარი შვილის საწოლზე სისხლი აღმოაჩინა. ინფორმაციას ავრცელებს BBC. 

"მას ყურებიდან სისხლი სდიოდა. შემეშინდა - მეგონა, რომ ტვინში სისხლჩაქცევა დაემართა", - ჰყვება კაცი. გამოძახებულმა ექიმებმა გოგოს სხეულზე 200-მდე ნაკბენი იპოვეს. კერძოდ ცხოველებმა მოზარდს ფეხისა და ხელის თითებზე ხორცი მოაჭამეს. 

გოგოს მამამ, სახლის მეპატრონეს სასამართლოში უჩივლა. მას არაერთხელ უთქვამს მეპატრონესთვის, რომ სახლთან ახლოსმდებარე ნაგავსაყრელი როგორმე გაეტანა, რადგან ის თაგვებს იზიდავს. საავადმყოფოში ექიმებმა გოგოს ანალიზი ჩაუტარეს. ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი თავდასხმები ადამიანებზე იშვიათია, თუმცა ძალიან მშიერი თაგვები, ლეშით იკვებებიან. 

კომენტარები ()