imedi /  09 სექტემბერი 2017, 18:42 / სანდო წყარო

რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობის ფინალშია

რაფაელ ნადალი

ტურნირის ფავორიტმა რაფელ ნადალმა, არგენტინელი მეტოქე ხუან მარტინ დელ პოტრო ოთხ სეტში, ანგარიშით 4-6, 6-0, 6-3, 6-2 დაამარცხა. ფინალში ის პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდება.

ფინალი კვირას, არტურ ეშის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია რომ ესპანელს 2013 წლის შემდეგ ამერიკის ღია პირველობის ფინალში არ უთამაშია. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში რაფაელ ნადალისთვის ეს ამერიკის ღია პირველობის მეოთხე ფინალი იქნება.

კომენტარები ()