imedi /  10 სექტემბერი 2017, 11:39 / სანდო წყარო

კიევი გაეროსგან დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსებას ითხოვს

დონბასი
უკრაინა

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს დონბასში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინ ელისეევის თქმით, კიევმა მსგავსი რეზოლუციის პროექტი გაეროს 2016 წელს წარუდგინა, თუმცა მაშინ გაეროში ამით არ დაინტერესებულან. 

5 სექტემებრს, ვლადიმერ პუტინის რეკომენდაციის შემდეგ, რუსეთმა გაეროში წარადგინა პროექტი, დონბასის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, მშვიდობისმყოფელების განლაგებას შეეხებოდა, რათა ისინი ეუთოს მისიის წარმომადგენლებს საქმიანობის შესრულებაში დახმარებოდნენ. ამაზე ურაინამ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, პეტრო პოროშენკომ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელები არა დონბასში, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უნდა განლაგდნენ.

23 აპრილს უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის სოფელ პრიშიბთან ეუთო-ს ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა.

9 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც მინსკში მიმდინარეობს, „უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

მანამდე, 7 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოულიცია, რომელშიც რუსეთს, ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი რუსეთს მოუწოდებს, შეცვალოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილება და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყოს. პროექტის ავტორი, შვედეთის დელეგაციის წარმომადგენელი მარგრეტა სადელფილტია. 

კომენტარები ()