15 ნოემბერი 2022, 13:09 / სანდო წყარო

ჟოზეფ ბორელი: უკრაინის ჯარი იბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს - ეს არის მოვლენების ისეთი განვითარება, რასაც რუსეთი ნამდვილად არ ელოდა

ჟოზეფ ბორელი

ჟოზეფ ბორელი

ევროპის უსაფრთხოების გარემო იცვლება. აშკარაა ყველასთვის ის გამოწვევები, რომლებიც ევროპის წინაშეა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვა და უსაფრთხოება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესიმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„განვიხილავთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას უკრაინის შეირაღებული ძალების დახმარების გასაძლიერებლად. 3 თვეში შევძელით მისიის ჩამოყალიბება უკრაინელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად, რაც ევროპელებისთვის რეკორდულად მცირე დროა. ევროკავშირის მისია გადაამზადებს 15 000 უკრაინელ ჯარისკაცს. მისიის მიზანი უკრაინის შეირაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდა. გადამზადება ევროკავშირის სხვადახვა ქვეყანაში მოხდება. უკრაინის ჯარი იბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არის მოვლენების ისეთი განვითარება, რასაც რუსეთი ნამდვილად არ ელოდა. ომი არ მიდის ისე, როგორც ვლადიმერ პუტინს წარმოედგინა“, - განაცხადა ბორელმა.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი სი ძინპინი

01 დეკემბერი 2022, 19:40

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

01 დეკემბერი 2022, 19:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს“.

01 დეკემბერი 2022, 19:25

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ოლექსი დანილოვი

01 დეკემბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 18:58

საზოგადოება

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 18:44

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 18:25

საზოგადოება

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ერთი წელია იძახიან, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, მაგრამ როდესაც ვითხოვთ, გვითხარან, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც სჭირდება ამ კაცს, ამ დრომდე ამას ვერავინ ამბობს

დღეს გაჩნდა უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: როდესაც დევნილთა სახლებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ 2023 წლისთვის არ უნდა შემოვიფარგლოთ - მალე, 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება

„მომდევნო წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით 220 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა წელს, ჩვენ ნაწილობრივ გამოვყოფთ თანხებს, დაახლოებით 50 მილიონ ლარს იმისათვის, რომ ამ პროექტისთვის სამუშაოები დღესვე დაიწყოს და მომდევნო წელს აქტიურ ფაზაში იყოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, პროექტის ღირებულება ჯამურად 700 მილიონ ლარს აჭარბებს.

ინგრიდა შიმონიტე

01 დეკემბერი 2022, 18:17

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:16

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: რაც საბოლოო ვარიანტში გვაქვს სიახლე, ეს არის ბავშვთა სოციალური დახმარების დაფინანსების ზრდა

წელს ჩვენ უკვე ერთხელ გავზარდეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როდესაც სექტემბერში ცვლილებები შევიტანეთ ბიუჯეტში - 8,5% შეადგინა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგინა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:14

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: პანდემიის შემდგომ დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო, ვალმა 60%-ს გადააჭარბა. წელსვე ვახერხებთ რომ 40%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ ვალის მაჩვენებელი და 3%-ს დავუახლოოთ დეფიციტის მაჩვენებელი

„ბოლო 2 წელიწადში ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო, ვალმა 60%-ს გადააჭარბა, რაც უკვე კრიტიკული ზღვრები იყო და არ შეიძლებოდა ამ მაჩვენებლების შენარჩუნება. ამიტომ ბოლო 2 წელიწადში, მათ შორის 2023 წელსაც მთავარ პრიორიტეტად ვასახელებთ ვალისა და დეფიციტის შემცირებას. ნათლად ჩანს რიცხვებში, რომ უკვე წელსვე ვახერხებთ რომ 40%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ ვალის მაჩვენებელი და წელსვე ვახერხებთ, რომ დავუახლოოთ 3%-ს დეფიციტის მაჩვენებელი. მომდევნო წელს ორივე პარამეტრი კიდევ უფრო მცირდება - 2,8%-ის ფარგლებშია დეფიციტია და ვალის მაჩვენებელი ჩამოდის 38%-ზე დაბალ ნიშნულზე, რაც შეიძლება ითქვას, ნიშნავს იმას, რომ პანდემიამდელ ზღვარზე ჩამოვედით და ის დიდი დანაკარგი, რაც პანდემიის დროს იყო, რეალურად აღმოფხვრა იმ ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ბოლო 2 წელიწადში გვაქვს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2022, 18:04

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების წრეს, რომელიც სააკაშვილს უსურვებს ისეთ დაავადებას, რაც სასჯელისგან გაათავისუფლებს. ღმერთმა არ ქნას ასეთი დაემართოს

სასიკვდილო სარეცელზე გადადებული ადამიანი, როდესაც ითხოვს სასჯელისგან გათავისუფლებას, შესაძლოა, ასეთი დაკმაყოფილდეს, მაგრამ იქ კონკრეტულადაა გაწერილი, რა კატეგორიის ავადმყოფობა შეიძლება იყოს ის შემთხვევა, რომელიც გათავისუფლების საფუძველს წარმოშობს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

01 დეკემბერი 2022, 18:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში დასაქმება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობის და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 15.6%-ს შეადგენს და ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო წინა წლის ბოლოსთან - მეოთხე კვარტალთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

01 დეკემბერი 2022, 17:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქალაქ ლოძში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მისცეს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ქეთევან კვინიკაძე
კლაუს ველე

01 დეკემბერი 2022, 17:45

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ევროპარლამენტის აპარატის უფროსს შეხვდა

„ასოცირებული ქვეყნების პარლამენტების მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესია,"- განაცხადა კლაუს ველემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

01 დეკემბერი 2022, 17:39

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ექსპერტებთან ერთად მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

„შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესების, მათ შორის ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ექსპერტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. ამასთან, მათი პროფესიული, კვალიფიციური და ექსპერტული მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის განხორციელებაში“.

01 დეკემბერი 2022, 17:37

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ცენტრის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა

მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მის ბაზაზე დაფუძნებული ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შალვა პაპუშვილი

01 დეკემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გადაგზავნილია

„ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა პროექტის ინგლისურენოვანი ვერსია ვენეციის კომისიაში და ეუთო/ოდირში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.