imedi  /  05 დეკემბერი 2022, 15:26 / სანდო წყარო

კულებამ დასავლელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოუწოდა, მოემზადონ რუსეთის მარცხისთვის

დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასავლელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოუწოდა, მოემზადონ რუსეთის მარცხისთვის.

„ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო, ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ვართ. სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის მარცხისთვის, ნაცვლად მცდელობისა ახსნათ, რატომ არ შეუძლია უკრაინას მოგება, ან რატომ არ უნდა მოიგოს მან“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძვანელმა.

ყველა სიახლე

30 იანვარი 2023, 12:55

კულტურა

გარდაიცვალა მსახიობი ლიზა ლორინგი, რომელმაც „ადამსების ოჯახში“ უენსდეის როლი შეასრულა

ლორინგმა კინოკარიერა 3 წლიდან დაიწყო. ის პირველი მსახიობია, ვინც ლეგენდარული უენსდეი განასახიერა. როდესაც „ადამსების ოჯახის“ პირველი ადაპტაციის გადაღებები დაიწყო ის მხოლოდ 6 წლის იყო. სერიალი ეკრანებზე 1964-1966 წლებში გადიოდა.

დიმიტრი ხუნდაძე

30 იანვარი 2023, 12:47

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ნაცმოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეზე: ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს - ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება

ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, რადგან გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ხაბეიშვილის დასახელებას.

ნონა მამულაშვილი

30 იანვარი 2023, 12:35

პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი: ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე

არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მამულაშვილი გამარჯვებას ულოცავს ხაბეიშვილს და იმედს გამოთქვამს, რომ არ დადგება ის შედეგი, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება.

თავისუფალი გზა

30 იანვარი 2023, 12:29

რეგიონი

ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, გზის ცალკეული მონაკვეთი (კმ67+020-კმ67+260) ჩაიკეტება 2023 წლის 30 იანვრიდან 2 კვირის განმავლობაში, ყოველდღე, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ნანა კაკაბაძე

30 იანვარი 2023, 12:19

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: მიშას ყოფილი პარტიის ორივე ფრთა გაურბის იმის აღიარებს, თუ რომლის ინიციატივისა და ცრუ დაპირებების შედეგია სააკაშვილის პატიმრობა

სააკაშვილის ბოლო ინტერვიუმ ბევრი კითხვა დაბადა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება მისი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებასთან რუსეთის აგენტურის დაკავშირებას. ლოგიკურად გამოდის, რომ მას ეჭვი შეაქვს იმ ხალხში, ვინც მის საქართველოში ჩამოსვლის ორგანიზებას ახდენდა, - ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

30 იანვარი 2023, 11:58

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ექსპერტებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

„დატვირთული და ნაყოფიერი გამოვიდა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ექსპერტებთან. ჩვენ მათთან ერთად განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს განხორციელებული საარჩევნო რეფორმიდან. განვიხილეთ მათი აღსრულების გზები. წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ინტენსიური განხილვა და რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებს აუცილებლად განვიხილავთ და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, იმისთვის რომ ერთობლივად უზრუნველვყოთ პროცესების გაუმჯობესება და ამომრჩევლებს მომავალი არჩევნები კვლავ მაღალი სტანდარტების შესაბამისად შევთავაზოთ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბასკეთში მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად ბასკეთის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, მით უმეტეს, რომ ესპანეთი ძალიან მალე ხდება თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირში და, შესაბამისად, ესპანეთის როლი იქნება განსაკუთრებული. ბასკეთს ჰყავს თავისი წარმომადგენლები ევროპარლამენტში, სხვადასხვა სტრუქტურაში და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მხარდაჭერის მიღება, იმისთვის რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა კობახიძემ.

30 იანვარი 2023, 11:25

სამართალი

ირაკლი შოთაძე აშშ-ის სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, აშშ-ში სირაქიუზის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორს ჯეიმს ბეიკერსა და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილეს, ენდრიუ ჰორსფოლს შეხვდა.

ვატო შაქარიშვილი

30 იანვარი 2023, 11:19

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები

არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით! - ასე ეხმიანება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგს მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ოლეგ სერებრიანი; თეა ახვლედიანი

30 იანვარი 2023, 11:17

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი მოლდოვის ვიცე-პრემიერს, რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება.

იაგო ხვიჩია

30 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია

„მგონი ყველასთვის ნათელია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ლევან ბეჟაშვილ

30 იანვარი 2023, 11:14

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს - ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ პარტიის გაერთიანება

„ჩვენი გუნდი ამას უყურებს როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა საარჩევნო კანდიდატის. ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან. არავინ აპირებს პარტიის დატოვებას. ჩვენ ვართ ერთიანი, ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეთ გაძლიერებულები და გაერთიანებულები, ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება პარტიის გაერთიანება, საერთო სტრატეგიის შემუშავება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

30 იანვარი 2023, 11:14

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს.​ ალბათ ხაბე „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალსო შემოთავაზება იქნება მისგან“, - ამბობს ხუნდაძე.

კარლ ნეჰამერი

30 იანვარი 2023, 10:52

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია 14:15 საათზე გაიმართება. ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:49

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:43

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33%-ს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40%, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58%“,- განაცხადა ნაყოფიამ.

30 იანვარი 2023, 10:32

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

30 იანვარი 2023, 10:26

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჟიზელ ბიუნდჰენი

30 იანვარი 2023, 10:12

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი კარიერას დაუბრუნდა

მოდის ინდუსტრიის 42 წლის ვარსკვლავი, მაიამის ახლოს, ფოტო გადაღებაზე გამოჩნდა სადაც ვერსაჩეს მეტალის იასამნისფერი ზედა ეცვა.

30 იანვარი 2023, 10:05

ტაბლოიდი

ლონდონში, ლას-ვეგასის შენობის ტყუპისცალი, მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება

ქალაქ ლონდონის მცხოვრებლებს სახელმწიფო აფრთხილებს, რომ მალე ქალაქის ცენტრში სფეროს ფორმის მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება, ზუსტად ისეთი, როგორიც ლას-ვეგასში მდებარეობს და ხშირად „მზეს დედამიწაზე“ უწოდებენ. ლონდონის დაგეგმარების კომიტეტმა თანხმობა გასცა, რომ ბიგ-ბენის ზომის შენობა, რომელსაც 36 მილიონი ლედ განათება ექნება, ქალაქის ცენტრში აშენდეს.