imedi  /  06 დეკემბერი 2022, 19:20 / სანდო წყარო

ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 60 მებრძოლი გაათავისუფლა

ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 60 მებრძოლი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინაში დაბრუნებულთა შორის მარიუპოლის 34 დამცველი, მათ შორის 14 „აზოვსტალიდან“.

„არიან დაჭრილები, რომლებიც უკრაინაში საჭირო დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა მან.

24 ნოემბერს, ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ ტყვეობიდან 50 მებრძოლი გაათავისუფლა.

ყველა სიახლე

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 12:00

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტი 2023 წელს კიდევ გაიზარდა, რაც თანამოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალურ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება

ოზურგეთის მერის თქმით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამებით გასულ წელს ჯამში 4 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ნინო ფოჩხუა

07 თებერვალი 2023, 11:57

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, აღარ არის მიშას დრო, როცა ის უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს

უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადების შესახებ.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:56

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს

იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 11:55

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვგეგმავთ 20 000 000 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების პროექტირებას, რომელსაც რეაბილიტაცია და სრული განახლება ესაჭიროება

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ოზურგეთის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში ვგეგმავთ გზების რეაბილიტაციას და უკვე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცი, ჯამში 12 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ესენია: სოფ. მაკვანეთში (ბაღების უბანი) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2062 მ - დაიხარჯება 1 545 280,74 ლარი; დაბა ლაითურის (მე-9 რაიონი) შიდა გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3280 მ - დაიხარჯება 2 566 378,00 ლარი; სოფ. მთისპირის (დაბლა ვანისქედი) და სოფ. ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 1178 მ - დაიხარჯება 773 330,85 ლარი; სოფ. ცხემლისხიდის (უჩხუბის უბანი) და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 4028 მ - დაიხარჯება 2 199 670,00 ლარი; სოფ.ბახვისა და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ს/გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2997 მ - დაიხარჯება 2 062 753,00 ლარი; ანასეულში ჩხაიძის (იმედაშვილის) ქუჩის რეაბილიტაცია - სიგრძით 1373 მ - დაიხარჯება 1 437 645,00 ლარი; სოფ.შრომაში ვაკისა და ზედუბნის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3278 მ - დაიხარჯება 3 102 188,00 ლარი, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 11:52

საზოგადოება

მედიალაბის თანაორგანიზებით გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გაიმართა

„კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან(ჯიტა) და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების (GGJ) შექმნის შეჯიბრი გამართა. Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის დაწყებამდე თემატიკად ფესვები დასახელდა, რის მიხედვითაც, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა შეექმნათ“.

სოსო გიორგაძე

07 თებერვალი 2023, 11:49

საზოგადოება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ვიზიტით აშშ-ს ეწვია

სოსო გიორგაძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.

ლევან იოსელიანი

07 თებერვალი 2023, 11:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა

„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა

იაგო ხვიჩია

07 თებერვალი 2023, 11:39

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ არც დაუწყიათ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ და აქედან გამომდინარე, მათ მიერ საკანონდმებლო ორგანოში საქმიანობის შეწყვეტაზე, ვერაფერს იტყვის.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:39

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას

„როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი პერსპექტივა ევროკავშირის სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოებისა და კანდიდატის სტატუსის მიღების, ეს საბოტაჟი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაამძაფრეს. მათ არ უთქვამთ, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში გადადიან, მათ თქვეს, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ. საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 თებერვალი 2023, 11:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნაცმოძრაობაზე: საპარლამენტო ცხოვრებას მათი ყოფნა ან არყოფნა არაფრით შეცვლის

„საპარლამენტო ცხოვრებას მათი არყოფნა ან ყოფნა არაფრით არ შეცვლის. მათ ვერ შეძლეს თავიანთი ადგილის პოვნა საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს გამოწვეულია იმ რადიკალური, რევოლუციური დღის წესრიგით, რომელიც მათ და მათმა ლიდერებმა 2020 წლის არჩევნებამდე და მით უმეტეს, არჩევნების შემდეგ დაისახეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჰერმან საბო

07 თებერვალი 2023, 11:23

პოლიტიკა

ჰერმან საბო: პარლამენტიდან გასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას უქმნის

პარლამენტიდან გასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას უქმნის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა. „ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ 12 პუნქტის შესრულების საკითხში, რადგან ერთი მხრივ მთავარი ოპოზიციური ფრაქცია საერთოდ რას შვრება ვერ გავიგე, გადიან, შემოდიან. ამით უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას ჩუქნიან, რომ რომელი პუნქტიც უნდათ და როგორც უნდათ ისე შეასრულონ და მერე ყველაფერი გადააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორებიც იქნებიან“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

ლევან იოსელიანმა

07 თებერვალი 2023, 11:21

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესასრულებელი, რაც დღეს საქართველოსთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა

„საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის აქამდეც მნიშვნელოვანი იყო, ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს ეხება ვეტერანებს, პენსიონერებს, განათლების სისტემის რეფორმირებას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

07 თებერვალი 2023, 11:20

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში დაღუპულებს გლოვობენ . სამაშაველო სამუშაოებისა და ბიძგების პარალელურად მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 11:12

საზოგადოება

გიორგი ჯანჯღავა: ყველა მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა, რომლის ასავალ-დასავალს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ

„ყველა დაკარგული მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა. ჯერჯერობით მის ასავალ-დასავალს ვერ მივაკვლიეთ. გვაქვს ურთიერთობა ადგილზე, მაგრამ ისინიც ვერ გვიდასტურებენ ვერაფერს. ეს არის ბოლო 5 წუთის ინფორმაცია. დანარჩენს ყველას მივაკვლიეთ, მათი ევაკუაცია ჯერ შეუძლებელია, ვინაიდან მოძრაობა გადაკეტილია და ვერც ერთი სამაშველო თუ სხვა რაიმე საშუალება ადგილზე ვერ შედის. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000-ს მიაღწია. აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა“,- აღნიშნა ჯანჯღავამ.

07 თებერვალი 2023, 11:10

საზოგადოება

კონკურენციის სააგენტომ ონლაინ ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დარღვევა დაადგინა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, კომპანია „იზი ჯის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

07 თებერვალი 2023, 11:06

მსოფლიო

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობს

ვრცელდება ცნობები, რომ საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის ერთი მესამედი დაიკავეს და ვითარება დონეცკის ოლქის ამ მიმართულებით დამძიმდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ბახმუტის მიმართულებით, აზოვის ბატალიონის შემტევი დანაყოფი გადაისროლეს.

07 თებერვალი 2023, 11:06

რეგიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ინფოტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 11:00

საზოგადოება

სემეკის ორგანიზებით, საქართველო ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოში პირველად, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2026 წელს, თბილისში მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ლიზა იასკო

07 თებერვალი 2023, 10:55

პოლიტიკა

ლიზა იასკო საქართველოს დროშაზე: მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი

ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი ... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო.

07 თებერვალი 2023, 10:45

საზოგადოება

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.