imedi /  13 სექტემბერი 2017, 19:16 / სანდო წყარო

გაერო უკრაინას ვებგვერდ მიროტვორეცის საქმიანობის შესწავლას სთხოვს

გაერო უკრაინას ვებგვერდ „მიროტვორეცის“ საქმიანობის შესწავლას სთხოვს. ინფორმაციას Украинская правда ავრცელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეკომენდაციაზე საუბარია ანგარიშში, რომელიც უკრაინაში ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წლის აგვისტოდან საიტი ათასობით ადამიანის, მათ შორის მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, პირად მონაცემებს აქვეყნებს. 

უკრაინული საიტი "მიროტვორეცი“, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის შემცველი ქმედებების კვლევის ცენტრია. პროექტი Миротворец-ი 2014 წელს შეიქმნა. ვებგვერდი იმ ადამიანების შესახებ მოპოვებულ პირად ინფორმაციას აქვეყნებს, ვინც ყირიმს რუსეთის ნაწილად მიჩნევს.

მათ მიერ მომზადებულ ნუსხაში გასულ კვირას  ტელეწამყვანი თნა კანდელაკიც მოხვდა

კომენტარები ()