imedi /  13 სექტემბერი 2017, 19:49 / სანდო წყარო

ჩინეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შემადგენლობიდან ზედმეტი წონის გამო დაითხოვეს

კარლოს ტევესი

ჩინეთის საფეხბურთო კლუბ “შანხაი შენხუას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვუ ცზინსუმ შემადგენლობიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ზედმეტი წონის გამო გაუშვა. ამის შესახებ Sky Sports-ი წერს.

“ტევესმა იცის ჩემი ტაქტიკური გეგმების შესახებ. მინდორზე მის გაშვებას არ ვაპირებ. ტევესი ფიზიკურად ამისთვის მზად არ არის. ის არ ითამაშებს. მას ზედმეტი წონა აქვს, ისევე, როგორც გუარინს (გუნდის ნახევარმცველი). მე გუნდზე და ფეხბურთელებზე პასუხს ვაგებ. თუ ფეხბურთელი ვერ ითამაშებს, ის შემადგენლობაში არ იქნება. ბევრი ვარსკვლავი გამიწვრთნია, მაგრამ არასდროს დამიტოვებია ისინი შემადგენლობაში რეპუტაციის გამო“, - განაცხადა ცზინსუმ.

33 წლის თავდამსხმელი ჩინურ “შანხაი შენხუაში“ გასული წლის დეკემბერში გადავიდა. ის წელიწადში 35 მილიონ ევროს იღებდა, რის გამოც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ითვლებოდა.

კომენტარები ()