imedi /  13 სექტემბერი 2017, 20:41 / სანდო წყარო

დიდ ბრიტანეთში სასტუმრო "ტიტანიკი" გაიხსნა

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში Harland & Wolff-ის შტაბბინაში სასტუმრო "ტიტანიკი" გაიხსნა. Daily Mail-ის ცნობით, 1900-იანი წლების დასაწყისში სწორედ აქ შეიქმნა ცნობილი ლაინერის მონახაზები. 

შენობის რემონტს 2 წელი დასჭირდა და ამისთვის 28 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. 4-სართულიან სასტუმროში 120 ნომერია.

ბრიტანული ლაინერი 1912 წელს პირველი რეისის შესრულების დროს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. ბორტზე 2 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა დაიღუპა.

კომენტარები ()