imedi /  13 სექტემბერი 2017, 22:10 / სანდო წყარო

ამსტერდამის აეროპორტში ძლიერი ქარის გამო რეისები გადაიდო

ნიდელანდების დედაქალაქის მთავარ აეროპორტში ძლიერი ქარის გამო ათობით რეისი გადაიდო. ამის შესახებ Foxbusines-ი წერს. 

სხიპჰოლის აეროპორტის პრესამსახურის განცხადებით, მთლიანობაში 75 რეისი გადაიდო. მეტეოროლეგების განცხადებით, ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 120 კილომეტრს მიაღწიოს. 

ძლიერი ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა საავტომობილო მაგისტრალებზეც. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო მოძრაობა როტერდამი-ჰააგას დამაკავშირებელი გზის საავტომობილო მონაკვეთზე.

კომენტარები ()