imedi /  05 იანვარი 2023, 12:00 / სანდო წყარო

ვატიკანში რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პონტიფექსის სასახლეს, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე გამოიტანეს, შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მალევე დაწყება მესა, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მოქმედი წინამძღვარი, პაპი ფრანცისკე გაუძღვება.

ბოლო 3 დღის განმავლობაში ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ბენედიქტეს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ვატიკანის ცნობით, პაპის ხსოვნას პატივი დაახლოებით 200-მა ათასმა ადამიანმა მიაგო.

ბენედიქტე XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა, ტახტიდან კი „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ გადადგა. ბოლო 600 წლის განმავლობაში ის პირველი პაპი გახდა რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

ყველა სიახლე

04 თებერვალი 2023, 02:03

თემა

სადამდე მიიყვანა რიში სუნაკმა ბრიტანეთი 100 დღეში და დაბრუნდება თუ არა ბორის ჯონსონი?

დიდმა ბრიტანეთმა გასული წელი უპრეცედენტო პოლიტიკურ კრიზისში გაატარა და ორი თვის განმავლობაში გაათავისუფლა ორი პრემიერმინისტრი - ბორის ჯონსონი და ლიზ ტრასი. 100 დღის წინ ეს პოსტი რიში სუნაკმა დაიკავა. მან პირობა დადო, რომ მთავრობისა და კონსერვატიული პარტიის სკანდალებით გაჟღენთილ რეპუტაციას აღადგენდა, ბრიტანეთს კი რაციონალური პოლიტიკისა და მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს დაუბრუნებდა. სუნაკის პრემიერობის პირველ 100 დღეში, დიდმა ბრიტანეთმა ევროპის ავადმყოფი ადამიანის სტატუსი გაიმყარა. საიუბილეო საჩუქრად კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვა იქცა. მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, მეხანძრეები, მემანქანეები - ასობით ათასი ბრიტანელი გაფიცულია, რადგან ცხოვრება ძვირდება, ხელფასები არ შეესაბამება რეკორდულ ინფლაციას, ჯანდაცვა და სოციალური სფერო კი ღრმა კრიზისშია. ხელისუფლების რეიტინგი სწრაფად ეცემა და კონსერვატიული პარტიის 13-წლიანი მმართველობის დასასრულს მოასწავებს. BBC-ის ინფორმაციით, კრიზისის დაძლევის მარტივი რეცეპტები ამოწურულია, რადგან შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად არც ზედმეტი ფულია და მომავალში კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსი იქნება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო კოვიდისგან გამოჯანმრთელების პროცესშია და რუსეთ-უკრაინის ომის შოკიდან გამოდის. ამასობაში კი ბრიტანეთის ეკონომიკა საპირისპირო მიმართულებით მიდის და წელს ის რუსეთის ეკონიმიკაზე უარეს დღეში აღმოჩნდება - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. ამაში დამნაშავე არის არა სუნაკი, არამედ - მისი წინამორბედი ლიზ ტრასი, რომელმაც სულ რაღაც ერთ თვეში მოახერხა და ბრიტანეთის საპენსიო სისტემა მთელ ეკონომიკასთან ერთად კოლაფსის პირას მiიყვანა. სწორედ ამიტომ პარტიამ ტრასი გააძევა და პრემიერის სავარძელი სუნაკს გადასცა. მოღიმარმა 42 წლის ფინანსისტმა და ინდური წარმომავლობის მქონე მულტიმილიონერმა ანტიკრიზისული მენეჯერის როლს თავი გაართვა. მის დროს მთავრობა აშკარა სისულელეების კეთებას შეეშვა და ტრასის ნავიც დასტაბილურდა. ქვეყანაში ვითარების გაურესების ტემპი შენელდა და სტაბილური სახე მიიღო. თუმცა მას სერიოზული გამოწვევები ჯერ კიდევ წინ აქვს. ამისათვის კი სუნაკმა უნდა გაათავისუფლოს ბრიტანეთი ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის გამომწვევი ხუთ ძირითადი მიზეზიდან ერთისგან მაინც. ეს არის:  ბრექსიტი;  გაფიცვები;  კორუფცია და სკანდალები მთავრობასა თუ პარლამენტში;  მიმდინარე მწვავე ეკონომიკური კრიზისი;  ეკონომიკის ძველი ქრონიკული დაავადებები; გაუმკლავდება თუ არა სუნაკი ამ ამოცანებს, ამას გვიჩვენებს დრო, რომელიც არ ითმენს.

04 თებერვალი 2023, 01:55

თემა

ვინ არიან 2023 წლის „ოსკარის“ ფავორიტები და ვინ იქნებიან გამარჯვებულები?

2023 წლის ოსკარის ნომინანტები ცნობილია და ფაქტობროვად, სიურპრიზებიც არ ყოფილა. აღნიშნულ ჩამონათვალშია ოქროს გლობუსის ყველა გამარჯვებული და ფავორიტი, აქვეა ყველა ის ფილმი, რომელთა მოკლე სიაში მოხვედრასაც ბევრი დამკვირვებელი და კომენტატორი პროგნოზირებდა. თავის მხრივBBC შეეცადა ძირითადი კატეგორიების მიხედვით ფავორიტები განესაზღვრა.

04 თებერვალი 2023, 00:55

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანოპროექტს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან.

04 თებერვალი 2023, 00:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრს დაინიუს კრევისს შეხვდა

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრ დაინიუს კრეივისს შეხვდა.

04 თებერვალი 2023, 00:05

მსოფლიო

პენტაგონი: ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია.

შარლ მიშელი ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენი

03 თებერვალი 2023, 23:35

მსოფლიო

შარლ მიშელი: კრემლი ვერ შეგვაშინებს, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ოჯახი ვართ

უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინელ ხალხს ყველანაირად დაეხმარება.

03 თებერვალი 2023, 23:34

საზოგადოება

ეროვნულ არქივს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები და მათი პედაგოგები არქივის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ და ეროვნულ არქივში დაცულ მემკვიდრეობას – უძველეს ხელნაწერებსა და საარქივო დოკუმენტებს – გაეცნენ. დაათვალიერეს კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივი, მოუსმინეს უნიკალურ ხმის ჩანაწერებს, ნახეს ფრაგმენტები საარქივო ფილმებიდან, დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში რესტავრატორების მუშაობას გაეცნენ.

03 თებერვალი 2023, 22:46

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგას შუა სატრანსპორტო დერეფნის შესაძლებლობები გააცნო

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ მარიუს სკუოდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

03 თებერვალი 2023, 22:01

მსოფლიო

აშშ უკრაინას 2.17 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 2.17 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

03 თებერვალი 2023, 21:43

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი 24 თებერვლამდე მივიღოთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი მალე გამოცხადდება.

თეა ახვლედიანი

03 თებერვალი 2023, 21:40

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა USAID-ის დირექტორთან ჯონ პენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორთან ჯონ პენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

03 თებერვალი 2023, 21:16

მსოფლიო

უკრაინაში სამხედროებისთვის ყაზარმების მშენებლობის მიზნით გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების მითვისების მასშტაბური სქემა გამოააშკარავა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 თებერვალი 2023, 21:11

მსოფლიო

ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, Rosatom-სა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესოს

უკრაუნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, Rosatom-სა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესოს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 თებერვალი 2023, 20:38

მსოფლიო

ზელენსკი: ბახმუტს არავინ დათმობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს ბრძოლას ქალაქ ბახმუტის შესანარჩუნებლად.

გია ცაგარეიშვილი

03 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ბოლოს, ლომჯარია როდის იხილეს რომელიმე პატიმართან შესული, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არავის ახსოვს

„თავიდან ბოლომდე ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ დამახინჯებული სურათი გამოეტანა ჯერ ციხიდან, შემდეგ საავადმყოფოდან სააკაშვილის პატიმრობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ პროცესისა და ფერხულში ჩაბმული „ემპათიასთან“ და სხვებთან, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

03 თებერვალი 2023, 20:04

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი სამხედროებისთვის სურსათის შესაძენად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისების სქემა აღკვეთა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი სამხედროებისთვის სურსათის შესაძენად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისების სქემა აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

03 თებერვალი 2023, 19:55

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“.

03 თებერვალი 2023, 19:25

ეკონომიკა

ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისმა“ და საქართველოს ბანკმა ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გამართეს

პროექტის, „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

03 თებერვალი 2023, 19:13

მსოფლიო

გერმანიის მთავრობამ მწარმოებლებს Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში გაგზავნის უფლება მისცა

გერმანიის მთავრობამ მწარმოებლებს Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში გაგზავნის უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

03 თებერვალი 2023, 18:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ბოლაჟშ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ორი ქვეყნის შესაბამისი სამინისტროების შეხვედრა.