imedi /  19 იანვარი 2023, 19:54 / სანდო წყარო

შარლ მიშელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის ინიციატივას 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ - თქვენ გსურთ დასრულდეს ეს აგრესიული ომი და ევროკავშირი იზიარებს ამ მიზანს თქვენთან ერთად

შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ - თქვენ გსურთ დასრულდეს ეს აგრესიული ომი და ევროკავშირი იზიარებს ამ მიზანს თქვენთან ერთად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში განაცხადა.

„ივნისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უკრაინისათვის მინიჭება. ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს პასუხი გაეცა. უკრაინა არის ევროკავშირი და ევროკავშირი არის უკრაინა. და ჩვენ არ უნდა დავიშუროთ მცდელობა, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება სწრაფად რეალობად ვაქციოთ.

ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს და იმედი მაქვს, რომ მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს სამუშაო ოთახს, გახდება ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის ან კომისიის პრეზიდენტი. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ დავეხმაროთ უკრაინას საბრძოლო ფორმის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ დრომდე თითქმის 50 მილიარდი ევროს დახმარება გვაქვს გათვალისწინებული და აქედან 18 მილიარდი ევრო გარანტირებულია 2023 წლის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხო თავშესაფარი თქვენი მილიონობით მოქალაქისათვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც ელოდნენ დაცვას და თავშესაფარს ევროკავშირში - და ასე გააგრძელებენ წევრი ქვეყნები მანამდე ვიდრე ეს საჭირო იქნება. მომავალი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. მეტი გჭირდება. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი დისტანციური რაკეტა და საბრძოლო მასალა და ყველაზე მეტად უკრაინას სჭირდება ტანკები. ჩვენ ასევე მხარს გიჭერთ საერთაშორისო დონეზე, უკრაინის საზღვრებს მიღმა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთის იზოლაციისთვის. ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა მძიმე სანქციების ცხრა პაკეტი და ეს არ არის დასასრული. ჩვენ ასევე ბევრს ვმუშაობთ თქვენი ქვეყნისთვის ყველაზე ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის უზრუნველსაყოფად აფრიკაში, აზიაში, ჩინეთსა და ლათინურ ამერიკაში, უცხოელ ლიდერებთან ყოველ შეხვედრაზე, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა პირველი საკითხია. ჩვენ გავყინეთ 300 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივები. მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა უკრაინის აღსადგენად უნდა გამოვიყენოთ. და ბოლოს, ყველა პასუხისმგებელმა პირმა , ყველამ გამონაკლისის გარეშე უნდა იყოს და აუცილებლად აგებს პასუხს. პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულები არიან საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინაშე და ყველა მსხვერპლის წინაშე. ყველა დაზარალებულ უკრაინელ ქალს, ბავშვებსა და მამაკაცებს, ყველას, ვინც დაკარგა მშობელი, შვილი, ძმა, და, ბრძოლის ველზე მებრძოლებს, ომის მხარდამჭერებს და დაჭრილებს მინდა ვუთხრა - დადგება მომენტი და აღსრულდება სამართალი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერის კონკრეტული ზომები განიხილა.

ყველა სიახლე

29 იანვარი 2023, 16:42

მსოფლიო

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანის ჩრდილო დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა ნაგებობა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ლევან ქარუმიძე

29 იანვარი 2023, 16:14

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე ალასანიას განცხადებაზე: ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც სააკაშვილს აქვს?

„ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც მას აქვს? ნეტავ შემდეგ რომელ „ფეიკნიუსს“ ამხელს?“, - წერს ქარუმიძე.

29 იანვარი 2023, 15:55

საზოგადოება

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. ამბობენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს.

29 იანვარი 2023, 15:29

საზოგადოება

მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს გადაუდებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრება ესაჭიროება.

29 იანვარი 2023, 15:05

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

შემოსავლების სამსახური ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს ეხმაურება და განმარტავს, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

29 იანვარი 2023, 14:48

რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული 70 მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:27

პოლიტიკა

გიული ალასანია: ჩემი შვილი არაფრის სანაცვლოდ არ ჩამოსულა, მოენატრა თავისი ქვეყანა, ნოსტალგია ჰქონდა და ამიტომ ჩამოვიდა

ყოფილი პრეზიდენტის დედა „ქრონიკის“ კითხვამ გააღიზიანა - ვის გულისხმობდა პატიმარი სააკაშვილი, როდესაც გერმანულ გამოცემა „შპიგელს“ განუცხადა, რომ საქართველოში ფაქტობრივად მოტყუებით ჩამოიყვანეს და ამაში რუსეთში ჩანერგილი აგენტების ხელი ურევია, - გიული ალასანია ამბობს, რომ დეტალები არ იცის.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:26

პოლიტიკა

გიული ალასანია სააკაშვილზე: ჩვენი თხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არამედ, არის ის, რომ სასჯელი გადაუვადონ

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მათი თხოვნა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კი არ არის, არამედ - სასჯელის გადავადება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

29 იანვარი 2023, 14:15

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის, ამომრჩეველი კი ვერიფიკაციის კოდის მოლოდინშია. ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. ოთხიათასამდე ამომრჩეველი, რომელმაც პარტიის ბედი, მომავალ ხელმძღვანელს უნდა ანდოს, არჩევანს ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აკეთებს, თუმცა პარტია ელექტორატს აიმედებს, რომ კენჭისყრის დახურვამდე უნიკალური კოდი, ყველა მათგანს მიუვა.

29 იანვარი 2023, 13:36

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება

ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება. დღეს ძალიან ნათელია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიცემულმა თითოეულმა ხმამ გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი.

გოგა ხაინდრავა

29 იანვარი 2023, 13:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ჯალათები თავის გადასარჩენად კერპშეწირვის რიტუალს მართავენ - საკუთარ ბელადს წვავენ! ის კი მათ ამხელს ჯაშუშობაში!

სააკაშვილის ჯალათები თავის გადასარჩენად კერპშეწირვის რიტუალს მართავენ - საკუთარ ბელადს წვავენ! ის კი მათ ამხელს ჯაშუშობაში!, - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

29 იანვარი 2023, 13:06

მსოფლიო

ისრაელში მესამე კვირაა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს

უკვე მესამე კვირაა ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. თელ-ავივის ქუჩებში სასამართლო რეფორმას ასობით ათასი ადამიანი აპროტესტებს

ეკა ხერხეულიძე

29 იანვარი 2023, 13:05

პოლიტიკა

ეკა ხერხეულიძე მაია ორჯონიკიძეზე: სირცხვილისგან მიწა უნდა უსკდებოდეს, სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს

სირცხვილისგან მიწა უნდა უსკდებოდეს, სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს, - ასე ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე პარტიის ყოფილი წევრის მაია ორჯონიკიძის განცხადებას ეკა ხერხეულიძის შესახებ, რომ არ უკვირს მიშას „უახლოესი თანამებრძოლი“ „კაგებეს“ სტაჟიანი თანამებრძოლი რომ იყოს“.

29 იანვარი 2023, 12:36

მსოფლიო

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს სამსახურში აღარ უშვებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებიც „როსატომთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობენ, სამსახურში აღარ უშვებენ. იმ ნაწილს კი, ვინც კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხელფასები შეუმცირეს. სადგურს საოკუპაციო ძალები გასული წლის მარტიდან აკონტროლებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

29 იანვარი 2023, 12:09

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ტერორისტულ აქტებს სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხებს

ისრაელი ტერორისტულ აქტებს სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

29 იანვარი 2023, 11:45

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. მათი სამიზნე დონეცკის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებული რაიონები გახდა. სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად. მძიმე არტილერიით დაიბომბა ნიკოპოლის დასახლებული რაიონებიც. სუმის ოლქში, კი საავიაციო იერიშის შედეგად სპორტული დარბაზი და საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა.

29 იანვარი 2023, 11:25

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ვინაობა ხვალ, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი - ამჟამად ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

ვინ აიღებს ხელში „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სადავეებს, ხვალ, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი, მანამდე კი ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ვიდრე ამომრჩევლის სიმპათიებს ელექტრონული სისტემა დაითვლის, მანამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში პერიოდულად ბრიფინგები იმართება და ხმის მიცემის აქტივობის შესახებ მედიას ინფორმაციას აწვდიან.

29 იანვარი 2023, 11:18

რეგიონი

უბედური შემთხვევა სამტრედიაში - კორპუსის სახურავიდან მუშა გადავარდა

უბედური შემთხვევა სამტრედიაში. რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის შენობის სახურავიდან მუშა გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 44 წლის ლაშა ნადირაძეა. ის ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაზე მუშაობდა.

თამაზ გაიაშვილი

29 იანვარი 2023, 10:59

პოლიტიკა

თამაზ გაიაშვილი: პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილები, როგორც წესი, პოლიტიკურ სანაგვეში მიდიან

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას მილიონობით ჩვენი თანამემამულე ელოდება. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის ხელის შეშლა მხოლოდ ქართველ ხალხს აზიანებს, სხვას არავის. მე, როგორც ავიაციის დარგის სპეციალისტმა, საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავუზიარე, რაც ჩემი უფლება კი არა, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ეს ვინმე ნათია მეზვრიშვილი კი აცხადებს, რომ, როცა ქვეყანას პატრონი ჰყავდა, მე თურმე ვერ ვლაპარაკობდი, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

დავით ფუტკარაძე

29 იანვარი 2023, 10:21

პოლიტიკა

დავით ფუტკარაძემ ნოტარიუსთა საერთო კრებას გასული წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები წარუდგინა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ გასული წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები ნოტარიუსთა საერთო კრებას წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შშმ პირთათვის ადაპტირებული სანოტარო ბიუროები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.