imedi  /  25 იანვარი 2023, 16:11 / სანდო წყარო

საწყის ეტაპზე გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის

საწყის ეტაპზე გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის მთავრობაში განაცხადეს.

„მიზანია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკებით ორი სატანკო ბატალიონის სწრაფად შექმნა“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

გერმანიამ ასევე დაადასტურა, რომ Leopard 2-ის ტანკების სხვა ქვეყნებიდან რეექსპორტს დაუშვებს. გერმანული წარმოების იარაღის რეექსპორტი მოითხოვს გერმანიის მთავრობის ნებართვას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

„გერმანია პარტნიორ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ Leopard 2-ის ტანკები სწრაფად მიაწოდონ უკრაინას, მათი გადაცემის შესაბამის ნებართვას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

06 თებერვალი 2023, 11:12

პოლიტიკა

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება

პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხსნება. პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება. რეგლამენტის გათვალისწინებით, ის საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნება, შემდეგ კი დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ.

ვატო შაქარაშვილი

06 თებერვალი 2023, 11:07

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ღიმილისმომგვრელი იქნებოდა გუბაზის და ჩალაძის მხრიდან ომით მუქარები, რომ არ ვიცოდეთ ვინ დგას მათ უკან და მათი განცხადებები რომ არ გვესმოდეს ბენ ჰოჯესის და ჯეფრი სილვერმანის აკომპანემენტის ფონზე

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე - ჩვენს ქვეყანას პირდაპირ, ღია ეთერებიდან ნაცები და მათი სატელიტები ომით ემუქრებიან, ხალხის ომით დაშინებას კი, ხელისუფლებას აბრალებენ!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

კიმ პეტრასი და სემ სმიტი

06 თებერვალი 2023, 10:55

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე

ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 64-ე ცერემონია გაიმართა. პანდემიის გამო ღონისძიება ნაწილობრივ ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, თუმცა ვარსკვლავების ნაწილმა წითელ ხალიჩაზე გაიარა.

ოთარ შამუგია; გურამ ალექსიძე

06 თებერვალი 2023, 10:24

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე, რესურსული პოტენციალის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საფუძველზე.

06 თებერვალი 2023, 10:19

საზოგადოება

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ ჩატარდა.

06 თებერვალი 2023, 10:15

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უნალქო დღეა ოზურგეთში, სადაც დღისით ასევე +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ბიონსე

06 თებერვალი 2023, 10:14

კულტურა

ბიონსემ „გრემის“ რეკორდი დაამყარა

წლის ალბომი ჰარი სტაილსის Harry's House-ი გახდა, საუკეთესო პოპ-დუეტად სემ სმიტისა და კიმ პეტრასის Unholy დაასახელეს. ამგვარად პეტრასი პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, ვინც ეს ჯილდო მიიღო. ლიზომ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის ჩანაწერი“ კომპოზიციისთვის About Damn Time. წლის სიმღერის ჯილდო კი ბონი რაიტს გადაეცა, სიმღერისთვის Just Like That.

06 თებერვალი 2023, 09:39

მსოფლიო

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. მიწიქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა.

06 თებერვალი 2023, 09:32

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 348-ე დღეს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო. შესაძლო თავდასხმის შესახებ გამაფრთხლებელი სიგნალები ამოქმედდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში. განგაშის სიგნალები ისმოდა ზაპოროჟიეს იმ ტერიტორიებზე, რომელთაც კიევი აკონტროლებს. ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. იქ ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთი, რეგიონზე კონტროლის მოპოვების მიზნით, იერიშებს ააქტიურებს. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეჯამების პარალელურად, ღამის ტრადიციული მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთ შეზღუდვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა.

ოლექსი რეზნიკოვი

06 თებერვალი 2023, 09:26

მსოფლიო

რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომ რეზნიკოვი გადაჰყავთ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.

 მიხეილ სააკაშვილი

06 თებერვალი 2023, 09:02

სამართალი

საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17:00 საათზე პატიმარი ექსპრეზიდენტის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან და მოსამართლის გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი. სასამართლო სხდომის პარალელურად ნაც. მოძრაობა და მისი მომხრეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებენ. მმართველი გუნდის შეფასებით პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და საზოგადოებისთვის ბუნდოვანი არც ერთი დეტალი არ დარჩენილა.

06 თებერვალი 2023, 08:36

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

„უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ამ ნაწილზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

06 თებერვალი 2023, 08:08

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 08:05

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 00:52

ტაბლოიდი

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

ჰარინგტონი და ლესლი HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიალში ერთმანეთზე შეყვარებულ ჯონ სნოუსა და იგრიტის როლებს ასრულებდნენ. მსახიობებს შორის ნამდვილი გრძნობები გაჩნდა და 2018 წელს მათ შოტლანდიაში იქორწინეს. პირველი შვილი - ბიჭი, მათ 2021 წელს შეეძინათ.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:50

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა სანქციებზე: ჩვენი პოლიტიკა უკომპრომისოა საქართველოს დამოუკიდებლობასთან, ოკუპაციასთან მიმართებაში, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს

არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ, რათა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით რაიმე დავარღვიოთ - ჩვენ ერთგული ვართ მისი დაცვის თვალსაზრისით, თუმცა ინდივიდუალური სანქციების დაწესება და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ვხედავთ, რომ შეუძლებელია საქართველოსთვის ეს სასიკეთოდ დასრულდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

06 თებერვალი 2023, 00:26

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: შეუძლებელია საქართველომ ისეთი ეკონომიკური სანქცია დააწესოს, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე

„ახლა წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც საქართველოს შეეძლო დაეწესებინა სანქციები. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ შეუძლებელია საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს ისეთი ეკონომიკური სანქცია, რომ არსებითი უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთზე. რამდენჯერმე უფრო ძნელია საქართველოსთვის ამ პროცესში შესვლა დღეის მდგომარეობით, ვიდრე რუსეთისთვის“, - განაცხადა დუნდუამ.

ნინო ნადირაძე

06 თებერვალი 2023, 00:09

საზოგადოება

ნინო ნადირაძე: ყველამ თავისი სამედიცინო ლიცენზიის ფარგლებში უნდა ისაუბროს და ის კითხვები, რაც სააკაშვილის ადვოკატებს ჰქონდათ, მართლაც თუ აინტერესებდათ, ყველაზე პირველ მოწმედ მათ მისი მკურნალი ექიმისთვის უნდა დაეძახათ

მათი „ექსპერტებისგან“ განსხვავებით, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თავიანთ კომპეტენციებს, სალიცენზიო უფლებებს გასცდნენ და ისაუბრონ ყველაფერზე: ფსიქიატრს აქვს ისაუბროს გასტროენტეროლოგიაზე და ასე შემდეგ, მოკლედ, ასეთი გამოთქმა არსებობს, „ყველაფერჩიკები“ არიან, მე ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ნადირაძე

05 თებერვალი 2023, 23:45

საზოგადოება

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო

„გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია“, - აღნიშნა ნადირაძემ.

გოგა ხაინდრავა

05 თებერვალი 2023, 23:35

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია

მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.