imedi  /  21 მარტი 2023, 16:56 / სანდო წყარო

პოლონეთის პრემიერი: „ევროპული ფასეულობების“ მათრახით სხვების გაროზგვა იმის გაგების გარეშე, თუ რა ცვლილებები უნდა განახორციელონ კონკრეტულმა ქვეყნებმა, თვითდესტრუქციულია ევროკავშირისთვის

მატეუშ მორავეცკი

მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა თავისი ხედვა ევროპის მომავლის შესახებ, რომელშიც ხაზი გაუსვა სუვერენული ეროვნული სახელმწიფოების როლს ევროპული ფედერაციის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

„ვერაფერი დაიცავს ერების თავისუფლებას, მათ კულტურას, მათ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას ისე, როგორც ეროვნული სახელმწიფოები. სხვა სისტემები ილუზორული ან უტოპიაა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკის თქმით, სუვერენული ეროვნული სახელმწიფოებისგან შემდგარი ევროპის ალტერნატივა იქნება „ტექნოკრატიული უტოპია, რომელსაც ზოგიერთი ბრიუსელში, როგორც ჩანს, წარმოიდგენს“ ან „ნეოიმპერიალიზმი“.

„თუ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები სხვებზე დომინირებას შეეცდებიან, ევროპა შესაძლოა წარსულის შეცდომების მსხვერპლი გახდეს“, - აღნიშნა მორავეცკიმ და დასძინა, რომ მისი „პროევროპულობა“ გამოიხატება მისი მხარდაჭერით ევროკავშირის გაფართოების და არა შემდგომი ცენტრალიზაციის მიმართ.

თავის გამოსვლაში მორავეცკიმ ასევე მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისია, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს საკონსტიტუციო ტრიბუნალის შესახებ ორი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროკომისიის თქმით, ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის სამართლის პრინციპის უზენაესობას.

„ევროპული ფასეულობების“ მათრახით სხვების გაროზგვა იმის გამო, რომ არ ეთანხმები მათ განმარტებას ან არ გესმის, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელონ კონკრეტულმა ქვეყნებმა, თვითდესტრუქციულია ევროკავშირისთვის. ჩვენ ნამდვილად გვინდა პან-ევროპული კოსმოპოლიტური ელიტა უზარმაზარი ძალაუფლებით, მაგრამ საარჩევნო მანდატის გარეშე?“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2023, 09:58

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის მოქმედ და ახალ რეგიონულ დირექტორებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

08 ივნისი 2023, 09:55

მსოფლიო

თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. 7 ივნისს, შუადღისას ერთი დოლარის ღირებულებამ 23,1 ლირა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეში თურქეთის ეროვნული ვალუტა 7%-ით გაუფასურდა, ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ლირა 12%-ით არის გაუფასურებული.

08 ივნისი 2023, 09:52

მსოფლიო

კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა

ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა. მიზეზი კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა. ექსპერტთა განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ქალაქში სახიფათო დონეს მიაღწია. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა უკვე მოუწოდა მოსახლეობას, თავის შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან. ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში საჰაერო რეისები გადაიდო. ანალოგიური ვითარებაა კანადაში, სადაც ტყის ხანძრებს რამდენიმე კვირაა ებრძვიან. ძლიერი კვამლია კვებეკში, ოტავასა და ტორონტოში.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 09:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს

თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 09:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ ისაუბრა. იმის შესახებ თუ როგორ სთავაზობს ოპოზიცია გარკვეულ უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს საკუთარ თავს, როგორც დასაყრდენს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ისინი „ღია კარს ამტვრევენ, რომელიც შედის პოლიტიკურ ველზე, რასაც ნამდვილი ოპოზიცია ჰქვია-ქვეყნისთვის კონსტრუქციული და არა ხელისუფლებისთვის.“

08 ივნისი 2023, 09:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2023, 09:00

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარიზში გრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარიზში გრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატში, ეროვნულ ასამბლეაში და საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში. დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ფრანგულ მხარეს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ოფიციალური პარიზი დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით, განსაკუთრებით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის საკითხით.

08 ივნისი 2023, 08:42

პოლიტიკა

ბრუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება

ბრუსელში საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება. საპარლამენტო დელეგაცია, ევროდეპუტატებთან ერთად, ყველა იმ საკითხს განიხილავს, რომლებიც აქტუალურია საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში. საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, ყურადღებას გაამახვილებს 12 პუნქტის შესრულების პროცესსა და იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას ამ მხრივ აქვს.

08 ივნისი 2023, 08:38

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 470-ე დღეს

კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულთა შესახებ პირველი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მერი იტყობინება, დატბორვის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული. მისივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ადამიანების ევაკუაცია უკვე დაიწყეს. ვითარება კატასტროფულია დნეპრის ორივე ნაპირზე. გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დონე 5 მეტრს აჭარბებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან 1900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, რუსების მიერ კონტროლირებადი დასახლებებიდან, სავარაუდოდ, 1500-მდე ადამიანია გაყვანილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2023, 08:23

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ახლა სტიქიის ზონაში არ არის, ნიშნავს, რომ უუნაროა

შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

08 ივნისი 2023, 08:02

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 01:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა რაღაც რომ არ იცის და ვერ ხვდება, ამას ვერ დავაბრალებთ, მან ზუსტად იცის, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული

მან[ სალომე ზურაბიშვილმა] ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავის, მოხალისეების უკრაინაში გაშვება რა რისკებთან აიყო დაკავშირებული? ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 01:03

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა

ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 01:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და ნახეთ, რა უქნეს მათ

ოპოზიციას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლეო მესი

08 ივნისი 2023, 00:40

სპორტი

მესი: „ბარსელონაში“ არ დავბრუნდები - „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ესპანურ Sport-თან და Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. მესიმ ინტერვიუში „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასა და ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები

სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება რომ აქ არის, მერე კი ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ, თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები და ხვდები, რომ შეიძლება ერთი წამით თავადაც გახდე მათი ბინძური პიარის მსხვერპლი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომის შემდეგ, კრემლის წინ გამართულ პარადებზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დროშებით გამოდიოდნენ ხოლმე და ჩვენც ხომ რაღაც ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს

დემარშს არ ჰქონდა საფუძველი. ფაქტობრივი უზუსტობები იყო. თანხმობა სჭირდებოდა მთავრობისო. ახლა ჩვენ გვინდა ვიტყვით უხეშად, რომ ტყუილი იყო ეს, ან ვიტყვით რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო და ვთქვათ, რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო. იმიტომ, რომ არანაირი თანხმობა არ სჭირდებოდა მთავრობის. ეს იყო ცალმხრივი სანქცია, რომლის მოხსნასაც ითხოვდა მათ შორის აშშ თავის დოზე, ევროკავშირი და ჩვენც, რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას ვუერთდებოდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ივნისი 2023, 00:31

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ დივერსიასთან.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია

ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, უფრო აღრმავებენ და სამწუხაროდ, წახალისებაც ხდება ამის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 ივნისი 2023, 00:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რუსეთი ყველაფერს კადრულობს, გაანადგურა ხალხი, 500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს მოკლული და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი

ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.