16 ნოემბერი 2023, 10:36 / სანდო წყარო

ზელენსკი: ჩიხურ სიტუაციას და გაყინულ კონფლიქტს ვერ დავუშვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „გაყინული კონფლიქტის“ პირობებში გააგრძელოს ცხოვრება, ამიტომ ომი უნდა დასრულდეს.

„თუ ეს ჩიხური სიტუაცია და გაყინული კონფლიქტია, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ, ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი. გვინდა ასეთი ცხოვრება, როცა გავზრდით ბავშვებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად იომებენ? ჩიხური სიტუაცია დროებითი სისუსტეა. თუ გვსურს, რომ ომი დასრულდეს, ჩვენ ის უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომის დასასრული შეიძლება ბევრნაირი იყოს, მაგრამ „ბოროტება უნდა დაზიანდეს“. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში მოიაზრებს სიტუაციას, როდესაც რუსეთი გაეროს წესდებას პატივს სცემს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს.

ყველა სიახლე

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 11:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთო არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების საკითხებზე, და ჩემთვის გაუგებარია საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ოპონენტების მხრიდან არის შექმნილი

ჩემთვის გაუგებარია საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ოპონენტების მხრიდან არის შექმნილი. ჩემი აზრით, ამაზე კომენტარიც კი არ არის გასაკეთებელი. საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას და პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 11:07

პოლიტიკა

შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 81 ხმით, მხარი დაუჭირა.

01 დეკემბერი 2023, 11:07

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებისთვის, პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებისთვის, პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 11:02

რეგიონი

ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.

01 დეკემბერი 2023, 10:56

პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, 2024 წლის არჩევნებამდე პარტიაში თავმჯდომარის პოზიცია გაუქმდეს და დროებითი მმართველი ორგანო შეიქმნას

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, „გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო“. ამის შესახებ საკრებულოს წევრების განცხადება სამოქალაქო გაერთიანება - „ძალა ერთობაშიას“ Facebook-ზე გავრცელდა.

01 დეკემბერი 2023, 10:47

საზოგადოება

საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით

01 დეკემბერი 2023, 10:45

რეგიონი

აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი „ზანა“ თბილისის „იუჯი 35”-ს დაუპირისპირდა.

01 დეკემბერი 2023, 10:38

საზოგადოება

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის მონაწილე დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და სერტიფიკატები გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:21

საზოგადოება

ComCom-მა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის წარმომადგენლებთან ერთად ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 10:15

LIVE ისრაელი

ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა

ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა. ამის შესახებ „ცაჰალი“ იტყობინება.

01 დეკემბერი 2023, 09:58

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ ერთობლივი ორგანიზებით, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო უძღვებოდა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე დაესწრო.

01 დეკემბერი 2023, 09:55

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი ბრიუსელში ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.

01 დეკემბერი 2023, 09:43

კულტურა

რუსთაველის თეატრმა გორში სომეხი რეჟისორის, ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა

რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გორში. თეატრმა სომეხი რეჟისორის ჰაკოფ ღაზანჩიანის სპექტაკლი „იცოცხლე, ვიდრე ცოცხალი ხარ" წარადგინა.

01 დეკემბერი 2023, 09:31

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში უნიკალური გამოცემის, „თბილისური რეტროსპექტივის" პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალის დამუშავების შემდეგ, ავტორებმა გამოსცეს ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ალბომი.

01 დეკემბერი 2023, 09:11

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსული საოკუპაციო ძალები შეტევით ოპერაციას განაგრძობენ დონეცკის ოლქის ავდეევკის რაიონსა და ზაპოროჟიეში.

01 დეკემბერი 2023, 08:51

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში.

01 დეკემბერი 2023, 08:43

LIVE ისრაელი

„ჰამასმა“ გვიან ღამით კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა

ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა გრძელდება. პროცესი ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ხორციელდება. გვიან ღამით ჰამასმა კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა. ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცეს და უკვე საავადმყოფოში არიან.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2023, 08:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება

გაერთიანებები აუცილებელია თუკი მათ [ოპოზიციურ პარტიებს] სურთ, რომ წარმატება მოიპოვონ საარჩევნო პროცესის დროს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

01 დეკემბერი 2023, 08:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ღრმა კრიზისში, პარტიაში ორი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს ენდობა

რაც დათესეს იმას იმკიან. თავისი ქვეყნისთვის სურდათ დესტაბილიზაცია და დღეს დესტაბილიზაცია პარტიის შიგნით აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 დეკემბერი 2023, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყოველთვის გაჟღერდეს

ეუთოს ფორმატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე სწორედ ამ ფორმატებში ხდება ჩვენი მხრიდან პოზიციების გაჟღერება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.