imedi /  24 ნოემბერი 2023, 18:38 / სანდო წყარო

Bild: გერმანიის მთავრობაში წყაროს განცხადებით, ზელენსკიმ უნდა მიმართოს თავის ერს და აუხსნას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს

რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან 21 თვის შემდეგ, უკრაინაში ვითარება არასახარბიელოა: ქვეყნის 17% რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ხოლო რუსული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქვეყნის აღმოსავლეთით, თუმცა ნელი ტემპებით - მიუხედავად ამისა, უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კვლავ სჯერა რუსეთის ძლევამოსილების წინააღმდეგ გამარჯვების, თუმცა ამისათვის მათ დასჭირდებათ კიდევ მეტი ახალი იარაღი დასავლეთიდან, ანუ ევროპიდან და აშშ-დან, - წერს გერმანული გამოცემა Bild-ი სტატიაში სათაურით ახალი საიდუმლო გეგმა უკრაინისათვის.

როგორც გამოცემა Bild-ი იუწყება, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მიზნად დაისახა, უკრაინა მოლაპარაკების სტრატეგიულად კარგ პოზიციაში დააყენოს ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან გამომდინარე და ამ პოზიციიდან უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება პუტინის რეჟიმთან სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

როგორც სამთავრობო წყაროებმა განუცხადეს Bild-ს, თეთრი სახლი და გერმანიის კანცლერის ოფისი კოორდინაციას უწევენ აღნიშნულ საკითხს.

გამოცემა წერს, რომ არც ფედერალურ კანცლერს და არც აშშ-ის პრეზიდენტს არ სურთ პირდაპირ მოუწოდონ უკრაინის პრეზიდენტს, მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მომავალი სტატუსის შესახებ.

"ზელენსკიმ უნდა გააცნობიეროს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. ყოველგვარი გარე მოთხოვნის გარეშე, მან თავისი ნებით უნდა მიმართოს თავის ერს და აუხსნას, რომ [რუსეთთან] მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს", - განუცხადა Bild-ს წყარომ გერმანიის მთავრობაში.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გერმანულ-ამერიკული გეგმა შემდეგ მიზანს შეიცავს: კიევს მიაწოდოს ზუსტად ის იარაღი და ზუსტად იმ რაოდენობით, რაც უკრაინის არმიას ამჟამინდელი ფრონტის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს.

გამოცემა წერს, რომ ამ გზით პრეზიდენტი ზელენსკი უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ ომის გაგრძელებას ჩიხში შესული ფრონტის ფონზე აზრი აღარ აქვს მისი ქვეყნისთვის.

ეს არის გეგმა, რომელიც სამხედრო ექსპერტის, გუსტავ გრესელის თქმით, არ იმუშავებს. გრესელი Bild-ს ეუბნება, რომ "დასავლეთში მცდარი წარმოდგენაა, რომ თუ ზელენსკიზე უფრო მეტ ზეწოლას მოახდენენ, რათა დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე გაიმართება სერიოზული მოლაპარაკებები. პუტინს არ სურს მოლაპარაკებები, მას სურს ამ ომის მოგება".

გერმანიის მთავრობაში წყარომ Bild-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების ალტერნატივა არის გაყინული კონფლიქტი, მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე.

ყველა სიახლე

29 თებერვალი 2024, 08:01

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 736-ე დღეს

ომის 736-ე დღე. რუსული ძალები დონეცკის ოლქში მასირებულ იერიშს განაგრძობენ. ავდეევკის შემდეგ უკრაინელებმა კონტროლი ორ სოფელზე, სტეპნოვოსა და სევეროვოზე დაკარგეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ საოკუპაციო ძალებს შემდგომ წინსვლაში რთული რელიეფი შეუშლის ხელს. მესამე მოიერიშე ბრიგადის ინფორმაციით, მათ რუსებს დონეცკის ქალაქ კრასნოგოროვკიდან გასვლა აიძულეს. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ოკუპანტები 27 თებერვალს შევიდნენ.

კირილ ბუდანოვი

29 თებერვალი 2024, 02:17

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ომის გაყინვას, რადგან ეს მისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 თებერვალი 2024, 01:54

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

29 თებერვალი 2024, 01:21

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი

ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა 50 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი. უკრაინის დაფინანსების ფონდი Ukraine Facility ოთხ წელზეა გათვლილი და 50 მილიარდ ევროს მოიცავს გრანტებისა (17 მილიარდი ევრო) და სესხების (33 მილიარდი ევრო) სახით.

ადელი

29 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

ადელმა ავადმყოფობის გამო ლას-ვეგასში კონცერტები გადადო

ასეთი გადაწყვეტილება მომღერალმა ექიმების რჩევით მიიღო, რომლებმაც მას „კარგად დასვენება“ ურჩიეს. ადელის თქმით, მას „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მომღერალმა დასძინა, რომ თავისი ბოლო კონცერტებისა და მათ შემდეგ აღებული პაუზის დროს სულ ავად იყო და ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.

29 თებერვალი 2024, 00:28

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს

საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

29 თებერვალი 2024, 00:27

ტექნოლოგიები

Bloomberg: Apple-მა ელექტრომობილზე მუშაობა შეწყვიტა

პროექტს „ტიტანი“ ერქვა. Apple-მა მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. კომპანია სრულიად ავტონომიური ავტომობილის შექმნას გეგმავდა, რომელსაც საჭეც კი არ ექნებოდა, თუმცა შემდეგ ტრადიციული მანქანის კონცეფციას დაუბრუნდა. Apple-ს პროექტის დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სოზარ სუბარი

29 თებერვალი 2024, 00:08

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არ გვაქვს და ვერ წარმოვიდგენთ ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შეიძლება უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთია

„ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ შეიძლება , მალე, პირველი ეკონომიკაც გახდეს. ჩინეთთან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული აშშ-ს, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, უკრაინას და ა.შ. მათი ვაჭრობის დონზე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოსი. ეს პოტენციალი - როგორც შუა დერეფნის განვითარება, ისე ორმხრივი ვაჭრობის საკითხი, უნდა ავითვისოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში, თან ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობებს არ მოაყოლებს. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სუბარმა.

ვასილ ბასილაძე

29 თებერვალი 2024, 00:06

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში სურსათის უვნებლობა საკმაოდ მოწესრიგებულია და საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს

2023 წელს სააგენტომ 33 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სამართალდარღვევა მხოლოდ 3878 შემთხვევაში გამოიკვეთ, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

29 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობაზე“: რუსთავის საკრებულოში კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა - უკვე კანონის დარღვევასაც აღარ ერიდებიან და სწორედ ამან გვაიძულა სასამართლოში მივსულიყავით

საკრებულო დღეს 35 წევრისგან არის დაკომპლექტებული. კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა თანამდებობები ისე გადაინაწილეს - გახარიას პარტიის წევრი არის საკრებულოს თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარეები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვასილ ბასილაძე

28 თებერვალი 2024, 23:56

საზოგადოება

ვასილ ბასილაძე: მომხმარებლის როლი სურსათის უვნებლობაში ძალიან დიდია

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მაგალითად სასურსათო მაღაზიაში ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს - ვადაგასული არის თუ არა მასზე დატანილი ინფორმაცია, კითხვადი თუ არის, ქართულად თუ აწერია და ა.შ. რესტორნის შემთხვევაში, როდესაც რაღაც არ მოგვეწონება, თავისუფლად შეგვიძლია დავრეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501. ჩვენი ოპერატორები 24-საათიან რეჟიმში იღებენ შეტყობინებებს. შარშან დაახლოებით 4 000 შეტყობინება იყო შემოსული. ყველა მათგანზე იყო რეაგირება“, - აღნიშნა ბასილაძემ.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა

დიდი ხანია ვიცით, რომ პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფონდები არის სამთავრობო ფონდები, როგორიცაა „იუესაიდი“ თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის ფონდები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 23:39

მსოფლიო

CNN: პენტაგონი განიხილავს უკრაინის დასახმარებლად დარჩენილი 4 მილიარდი დოლარის გამოყენებას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა უწყებისთვის ხელმისაწვდომი სახსრები უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

28 თებერვალი 2024, 23:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, ოპოზიცია კი იბრძვის, იმისთვის რომ სხვა ქვეყნის გავლენები გაიზარდოს საქართველოში

სამწუხაროდ ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძვის, იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის გავლენები შემცირდეს ჩვენს ქვეყანაზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია დღეს იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოზე უცხო ქვეყნის გავლენა გაიზარდოს.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციიდან საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, ეს ნათელია და ამას აჩვენებს ყველა კვლევა

ის რომ ყველანი „ნაცები“ არიან სინამდვილეში, ეს ფაქტია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ არის ათამდე სხვადასხვა პარტიაში გაშლილი, მაგრამ ამ პარტიებიდან ბარიერის გადალახვის შანსი, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

სოზარ სუბარი

28 თებერვალი 2024, 23:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გაილაშქრა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან კონსტიტუციის დარღვევა არის ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ

„რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობას, პროევროპულობას თუ პროქართულობას - საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანას აქვს ისეთი დონის სუვერენიტეტი, როგორიც არასოდეს ჰქონია. ამ სუვერენიტეტის განმტკიცება არის უმთავრესი მიზანი. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დაბრუნდა პოლიტიკაში, განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანება და ამის ბოლო ვადად 2030 წელი დაითქვა. ხოლო ამ ამოცანების დასახვამდე, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა სუბარმა.

გურამ მაჭარაშვილი

28 თებერვალი 2024, 23:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩის, დანიგანის სიტყვები, რომ ის ამაყი დედა, და და ცოლია, „ხალხის ძალის“ საპრევენციო განცხადების შედეგი იყო

„ჩვენ რომ პრევენციული ხასიათის ნაბიჯები არ გადავდგათ ხოლმე, პარტნიორი მხარე ვერ დაინახავს, რომ თურმე საქართველოში რაღაც მიუღებელია. ჩვენი პრევენციული ხასიათის განცხადების შემდეგ იყო აშშ-ის ელჩისგან ის პასუხი, რომ ის არის ამაყი დედა, და და ცოლი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 თებერვალი 2024, 22:50

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოს“ დუბლი გაუტანა⚽

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი გაიტანა. იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, მეორედ კი მეტოქის კარი უკვე 75-ე წუთზე აიღო. პირველ ტაიმში კვარაცხელიას ანგარიშზე საგოლე გადაცემაა, რომლითაც ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

მიტჩ მაკკონელი

28 თებერვალი 2024, 22:33

მსოფლიო

სენატის უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობას დატოვებს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნოემბერში თანამდებობას დატოვებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 21:43

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოში ეკონომიკური ვითარება უმჯობესდება და ნაკლები მოქალაქე მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.