imedi /  06 დეკემბერი 2023, 21:33 / სანდო წყარო

მედია: რუსეთში გაქცეული უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, ილია კივა მოსკოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს

ილია კივა

ილია კივა

რუსეთში გაქცეული უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი, ილია კივა მოსკოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ილია კივა უკრაინიდან რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის წინა დღეს გაიქცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახალხო დეპუტატი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მან რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ თითქოს მის გატაცებას ცდილობდნენ უკრაინაში.

ნოემბრის შუა რიცხვებში ლვოვის სასამართლომ კივა სახელმწიფო ღალატში ცნო დამნაშავედ და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.

ყველა სიახლე

დონალდ ტუსკი

28 თებერვალი 2024, 19:24

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: მზად ვარ მივიღო რთული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება უკრაინასთან საზღვარს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან საერთო საზღვრის დროებით დახურვისა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ.

გაბრიელ ატალი

28 თებერვალი 2024, 19:19

პოლიტიკა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ.

28 თებერვალი 2024, 18:36

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

28 თებერვალი 2024, 18:30

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ინტერესია, არჩევნები კარგად ჩატარდეს, მათ შორის იმიტომ, რომ არჩევნებს დიდი სხვაობით ვიგებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ პარლამენტში გვეყოლება სავარაუდოდ უფრო მეტი დეპუტატი

როდესაც დეზინფორმაცია შიდა აქტორებიდან მოდის, ეს კიდევ უფრო მძიმე და დამღუპველია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას არჩევნების კარგად ჩატარებას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 18:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მინისტრმა „მეტას“ პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის მიზნით $28 864 დახარჯა. სინამდვილეში დაიხარჯა $736

„სწორედ ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად განხორციელდა კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობის ხაზგასმისა და პოპულარიზაციის, ისევე როგორც ქართული ენის შესწავლის არსებულ შესაძლებლობებზე არაქართულენოვანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, „მეტას“ პლატფორმაზე განთავსებულ იქნა ზემოაღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვიდეო-რგოლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი და მისი საბრძოლო მომზადების დონე არის ძალიან მაღალი

„რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობა არის ძალიან მაღალ დონეზე და ეს არ გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლაში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე ნატოს მისიებში, არამედ ეს გამოიხატება აშშ-ს მიერ ქართული ჯარის დახმარების საკითხებში“.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:01

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები ამერიკასთან

„არის რაღაც კონკრეტული თემები, რომელზეც შეიძლება მალევე დადგეს შედეგი და არის თემები, რომელთაც უფრო დიდი დრო დასჭირდება. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამერიკასთან. თუმცა, მაგალითად პირდაპირ ფრენებზე მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები. არც ჩვენთან და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ავიაკომპანიები არ არსებობს და ესენი არის ყველა კერძო, კომერციული სტრუქტურები. თუმცა, როგორც ჩვენ, ასევე ამერიკის მხარემ უნდა დავაინტერესოთ კერძო ავიახაზები, რომ მათ პირდაპირი რეისები გახსნან და ამ მხრივ ჩვენ გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ დავაინტერესოთ კერძ ავია გადამყვანები. პირდაპირ ფრენებს მოაქვს უფრო მეტი ხალხთაშორისი კონტაქტი, უფრო მეტი ტურისტი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამერიკიდან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ვიდრე დღეს ჩამოდის და უფრო მეტმა ამერიკელმა გაიცნოს ჩვენი ქვეყანა. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: რობინ დანიგანის განცხადებით, ის ცდილობს, მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ ის ცდილობს, მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა აშშ-თან, გამარტივდეს მაინც

„უვიზო მიმოსვლა ცოტა უფრო რთული საკითხია, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეთ ისეთივე მიდგომა საქართველოს მიმართ, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა, გამარტივდეს მაინც. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ თვეობით და წლობით საკონსულოს რიგში დგომა, რომ ვიზა მიიღონ. ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი და [აშშ-ის] ელჩმაც თქვა თავის გამოსვლაში, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მიხედავენ და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა გაუმარტივდეთ, ყველაფერს გააკეთებენ. საბოლოო მიზანი მაინც უვიზო მიმოსვლაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

28 თებერვალი 2024, 17:50

საზოგადოება

ოთარ შამუგია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა საწარმომ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო; დაინერგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები; საწარმოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წარმოება და რეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს

ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს, მეტად გაღრმავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

28 თებერვალი 2024, 17:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე: ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს

„დღეს ნინო ლომჯარიამ შალვა პაპუაშვილი მის არაჯეროვან დაფასებაში შეარცხვინა და მას თავისი „ჩინ-მედლების“ ნუსხა და აღიარებების დონე შეახსენა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო, საფრანგეთის ღირსების ორდენი, მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრობა“

28 თებერვალი 2024, 17:36

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

28 თებერვალი 2024, 17:29

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

28 თებერვალი 2024, 17:14

მსოფლიო

Lufthansa-ს თანამშრომლებმა სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს

გერმანიაში Lufthansa-ს თანამშრომლებმა სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს. ავიაკომპანიის ტექნიკური განყოფილების თანამშრომლები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. გაფიცვის შესახებ თანამშრომლებმა ავიაკომპანიას მხოლოდ 12 საათით ადრე აცნობეს. Lufthansa-ს წარმომადგენლების განცხადებით, ეს მათი მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

28 თებერვალი 2024, 17:05

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

„ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა მრავალმხრივ ფორმატებში, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა გლობალური გამოწვევების განხილვისთვის, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ფორმატები მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ისეთ პარლამენტებთან, რომლებთანაც გეოგრაფიულად წვდომა ადვილი არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

გია აბაშიძე

28 თებერვალი 2024, 16:53

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც საზღვარგარეთიდან ოპოზიციის დიდი ნაწილის დაფინანსებას ეხება.

28 თებერვალი 2024, 16:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თამარ ჩიბურდანიძე

28 თებერვალი 2024, 16:22

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: „ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ

მისივე თქმით, „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე შეუძლია სახლში წავიდეს, რადგან მათი მარცხი გარდაუვალია. „ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს,“ - აღნიშნა მან.