21 მაისი 2024, 13:34 / სანდო წყარო

თავრიზში პრეზიდენტ რაისის ემშვიდობებიან

ირანში, ქალაქ თავრიზში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს ემშვიდობებიან. სამგლოვიარო ცერემონია ქალაქ თავრიზში მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ხსოვნას ათასობით ადამიანი აგებს პატივს.

ხვალ სამგლოვიარო ცერემონია დედაქალაქ თეირანში გაიმართება. 23 მაისს კი პრეზიდენტის ცხედარს მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ყველა სიახლე

გიორგი მიქაუტაძე

18 ივნისი 2024, 20:34

სპორტი

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. საქართველო-თურქეთის მატჩში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა და ტაბლოზე საქართველო-თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავს. „ჯვაროსნების“ მეტოქე თურქეთია. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობს.

დენის შმიგალი

18 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: გასულ კვირას უკრაინის პარტნიორებმა მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ გასულ კვირას უკრაინის პარტნიორებმა მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის.

18 ივნისი 2024, 20:00

სპორტი

საქართველოს პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო⚽

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავს. „ჯვაროსნების“ მეტოქე თურქეთია. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობს.

18 ივნისი 2024, 19:34

სპორტი

დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

18 ივნისი 2024, 19:28

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება ნატოს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინაში ომის გამო პასუხისმგებლობის გადატანა

ჩინეთმა, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ბრალდებების საპასუხოდ, ალიანსს მოუწოდა, შეწყვიტოს პასუხისმგებლობის გადატანა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2024, 19:05

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს რუხის კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა

ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვედრა გამართა კლინიკის თანამშრომლებთან და მათთან ერთად, საავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელა.

18 ივნისი 2024, 19:00

რეგიონი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა მხარის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე, იმერეთში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე. ასევე ხაზგასმით ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე და გაფართოებაზე. დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს

დავით სირაძე

18 ივნისი 2024, 18:36

სპორტი

დავით სირაძე: თურქეთს ყოველთვის ჰყავდა კარგი ნაკრები, მაგრამ ჩვენი ნაკრები უკვე ძლიერ ნაკრებად ჩამოყალიბდა და თამამად შეგვიძლია, ყველა ნაკრებს წინააღმდეგობაც გავუწიოთ და გამარჯვებაზეც ვიფიქროთ

თურქეთს ყოველთვის ჰყავდა კარგი ნაკრები, მაგრამ ჩვენი ნაკრები უკვე ძლიერ ნაკრებად ჩამოყალიბდა და თამამად შეგვიძლია, ყველა ნაკრებს წინააღმდეგობაც გავუწიოთ და გამარჯვებაზეც ვიფიქროთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა დავით სირაძემ, რომელმაც 2007 წელს თურქეთის ნაკრების კარში გოლი გაიტანა.

18 ივნისი 2024, 18:18

სპორტი

გიორგი ნემსაძე: მინდა ყველას კარგი თამაში ვუსურვო, ძალიან იმედიანად ვარ

დადებითი, ამაღლებული ემოციებით ვარ დატვირთული. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება თამაში და როდის შემოგვთავაზებს ჩვენი გუნდი იმ წარმატებით სვლას, რომელიც ჩვენმა გმირმა ფეხბურთელებმა აქამდე მოიტანეს, - საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გენადი არველაძე

18 ივნისი 2024, 18:03

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია

გენადი არველაძემ განსაკუთრებულად გამოყო 2023 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი, რაც, სამომავლოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირთან ენერგეტიკის სექტორში. მოხსენებაში მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკული ბაზრის გახსნაზე, გადამცემი სისტემის ოპერატორების გამიჯვნაზე, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ენერგეტიკის სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით და ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. საკომიტეტო მოსმენაში ასევე მონაწილეობდნენ სამინისტროს ეკონომიკური პროფილის დეპარტამენტებისა და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებ

გიორგი ვოლსკი

18 ივნისი 2024, 17:42

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება უპირველეს ყოვლისა იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტს განაგრძობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ განხილვაში მონაწილეობაზე უარი ოპონენტების მორიგი ლუსტრაციაა, რასაც, მათივე თქმით, საზოგადოება პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს.

18 ივნისი 2024, 17:39

სპორტი

საქართველო-თურქეთის მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება - გულშემატკივრობისთვის მზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე პირდაპირი ტრანსლაციისთვის რეგიონებში მზადება გრძელდება. 18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, მეწარმეების მიერ მოწყობილია კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.

ნიკა მელია

18 ივნისი 2024, 17:35

პოლიტიკა

ნიკა მელია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: არ მგონია, რომ დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს მსგავსი კანონპროექტების ინიცირება

არ მგონია, რომ დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს მსგავსი კანონპროექტების ინიცირება, - ამის შესახებ პარტია „ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

18 ივნისი 2024, 17:34

სპორტი

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024 -ზე წარმატებას უსურვებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024 -ზე წარმატებას უსურვებს.

18 ივნისი 2024, 17:24

სპორტი

გერმანიის საელჩო საქართველოსა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს

გერმანიის საელჩო საქართველოსა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს. დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი თამაში ისტორიული მოვლენაა.

18 ივნისი 2024, 17:22

სპორტი

დორტმუნდში ქართველი ქომაგების მსვლელობა გაიმართა. „ქრონიკა“ გერმანიიდან⚽

„იმედის“ გადამღები ჯგუფი აგრძელებს მუშაობას დორტმუნდში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. გულშემატკივრები „ვესტპარკში“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „სიგნალ იდუნა პარკისკენ“ გაემართნენ“. სწორედ ამ ტრიბუნებიდან გაამხნევებენ ქომაგები საქართველოს ნაკრებს.

18 ივნისი 2024, 17:05

საზოგადოება

GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლეს.

18 ივნისი 2024, 17:03

სამართალი

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდადებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 485 პირი, რომელთაგან 333 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 124 მსჯავრდადებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 121 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი

18 ივნისი 2024, 17:00

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ვორქშოფს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ვორქშოფს, რომლის ფარგლებში ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებს შესაძლებლობა აქვთ სფეროს უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართალში, კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით.

18 ივნისი 2024, 16:52

მსოფლიო

FT: ბრიტანეთის არმიას დღემდე არ აქვს ახალი მეფის ემბლემები, რადგან კომპანიას, რომელმაც ისინი უნდა დაამზადოს, ქარხნები ჩინეთშიც აქვს და შიშობენ, რომ საჯაშუშო მოწყობილობას ჩაამონტაჟებენ

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ლონდონში ეჭვობენ რომ შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამზადდეს, შესაძლოა ჯაშუშობის რისკის მატარებელი იყოს.