11 ივნისი 2024, 11:07 / სანდო წყარო

Bloomberg: ევროპაში რუსეთ-უკრაინის გაზსადენის მუშაობის შენარჩუნებაზე მსჯელობენ

ევროკავშირის წარმომადგენლები მსჯელობენ, რუსეთ-უკრაინის გაზსადენის მეშვეობით გაზის მიწოდება 2025 წელსაც გაგრძელდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული კომპანიები აზერბაიჯანულ გაზს შეიძენენ, ევროპაში კი ის რუსული გაზსადენის მეშვეობით მოხვდება.

„ასეთი შეთანხმება დაეხმარებოდა ევროპას თავიდან აიცილოს რუსული გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული უხერხულობა, იმ დროს, როცა ის მოსკოვის შემოსავლების შემცირებას ცდილობს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორების აზრით, ასეთი პერსპექტივის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ეს უკრაინისთვის იქნება სასარგებლო. 2021 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზის ტრანზიტით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც ომით დანგრეული ეკონომიკის დაფინანსება უზრუნველყო. ამასთან, არსებობს შიშები, რომ გამოუყენებელი მილები შესაძლოა სამხედრო სამიზნეები გახდეს ან გაფუჭდეს, მათი აღდგენა კი დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

აზერბაიჯანულ კომპანია Socar-ში გაზსადენთან დაკავშირებული გეგმების შესახებ Bloomberg-თან კომენტარი არ გააკეთეს. ჟურნალისტების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მონაწილე შესაძლოა ასევე გახდეს გერმანული ენერგეტიკული კონცერნი Uniper SE. 2022 წელს, როდესაც რუსეთიდან გაზის მიწოდებები შემცირდა, გერმანიის მთავრობამ კომპანიის ნაციონალიზაცია განახორციელა, რათა მისი გაკოტრება არ დაეშვა.

Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ მაისში უკრაინაში გამავალი გაზსადენის გამოყენების გაგრძელების საკითხზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც მსჯელობდა, როდესაც აზერბაიჯანს ეწვია.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსულ „გაზპრომსა“ და აზერბაიჯანულ და უკრაინულ კომპანიებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც შეათანხმებენ ეკონომიკურ პირობებს. თუ ამ პირობებზე შეთანხმება შედგა, სლოვაკეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტირებას შეძლებს. ამ გაზის ნაწილი სლოვაკეთში დარჩება, ნაწილი კი სხვა ქვეყნებში წავა“, - ციტირებს სააგენტო ფიცოს განცხადებას.

გამოცემასთან დეტალური კომენტარის გაკეთება არც სლოვაკეთის მთავრობაში ისურვეს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ამ შეთანხმებით მოგებას ნახავს, ავსტრიაა, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი ავსტრიის ენერგეტიკის სამინისტროშიც შეიკავეს.

„რუსეთი ახლაც აგზავნის წელიწადში დაახლოებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ევროპაში უკრაინის გავლით, ძირითადად სლოვაკეთსა და ავსტრიაში, სადაც რუსეთი კვლავ დომინანტური მიმწოდებელია. რუსული გაზი ავსტრიის მოხმარების 80%-ზე მეტს ფარავს ზედიზედ ხუთი თვის განმავლობაში. ევროპა ასევე ახორციელებს რუსული თხევადი გაზის იმპორტს გემებით და ამ საკითხზე ხშირი დებატების მიუხედავად, ბრიუსელს არასოდეს დაუწესებია სანქციები რუსული გაზისთვის.

ევროკომისია თვლის, რომ ევროკავშირს შეუძლია გაუძლოს რუსული ტრანზიტის დასრულებას უსაფრთხოების სერიოზული რისკის გარეშე. მისი გეგმაა დაეყრდნოს ალტერნატიულ მომწოდებლებს და განახორციელოს თავისი ამბიციური კლიმატის სტრატეგია, მათ შორის მეტი განახლებადი ენერგიისა და ენერგიის დაზოგვა.

თუმცა ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ეშინიათ ენერგეტიკული კრიზისის განმეორების. ეს მათ უკრაინის ინტერესებთან აკავშირებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა, უკრაინული კომპანია „ნაფტაგაზის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ისეთი გამოსავლის მოსაძებნად, რომლის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების უკრაინული სისტემა მუშაობას გააგრძელებს, რადგან ეს „დიდი აქტივია და მას მყიდველი სჭირდება“.

ამასთან, მარტში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ დაადასტურა, რომ კიევი არ აპირებს რუსეთთან გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების ვადის გაგრძელებას. მოქმედი კონტრაქტი ორ ქვეყანას შორის 2024 წლის 31 დეკემბერს იწურება.

Bloomberg-ის შეფასებით, მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ სტადიაზე და მათ შედეგებს წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ, როდესაც „უკრაინასთან რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების ვადის ამოწურვას მიუახლოვდებით და ევროპას ზამთარი კარს მოადგება“.

„ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია და შეთანხმების მიღწევა გარანტირებული არ არის. ფრონტზე მოვლენების განვითარებაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს“, - აღნიშნავენ ჟურნალისტები.

ყველა სიახლე

თორნირე რიჟვაძე

14 ივნისი 2024, 17:08

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 2024 წელს აჭარაში 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება - აჭარის განათლების სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 140 მლნ ლარით განისაზღვრა

,,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის ბიუჯეტი - 140 621 000 ლარით განისაზღვრა. განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის შექმნის, კადრების მომზადების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მხრივ“.

14 ივნისი 2024, 16:56

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა მერაბ კოსტავას ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში და აღნიშნა, რომ ფესვებით ის იმერეთის ულამაზეს სოფელს, მაღლაკს უკავშირდება, რაც განსაკუთრებულად საამაყოა.

14 ივნისი 2024, 16:55

საზოგადოება

უქომაგე საქართველოს ნაკრებს „სელფის“ ფანზონებში გერმანიაში

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ერონვული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს. სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ. შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს დახვდებათ სელფის საჩუქრები. სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, ფანზონას ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთა არველაძე - დორტმუნდში, თემურ ქეცბაია - ჰამბურგში და ლევან ყენია - გელზენკირხენში.

14 ივნისი 2024, 16:36

თავდაცვა

ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების რეინჯერთა ასეულის ერთობლივი მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ქვედანაყოფის ჯგუფებსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობას შორის საერთო მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა. ქვედანაყოფებმა მუხროვანში ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია განახორციელეს. ქართულ-პოლონური მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფმა ტაქტიკურ დონეზე დადებითი (GEO-POL MNSOLTG) შეფასება მიიღო და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში სერტიფიცირებისთვის მომზადების შემდეგ დონეზე გადავიდა.

თორნიკე რიჟვაძე

14 ივნისი 2024, 16:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 2023-2024 წლებში აჭარაში მოსახლეობას ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესს საბჭოში 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის 2022-2023 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელოვან სიახლეებზე. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებები აჭარაში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.

14 ივნისი 2024, 16:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ავიაბაზარზე შემოყვანილი ახალი ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-ის ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ - ის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ კუთხით ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გია აბაშიძე

14 ივნისი 2024, 16:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე ირაკლი ჩიქოვანის და ლოიდ ოსტინის შეხვედრაზე: როგორ გგონიათ „პრორუსულ" ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა შეხვედრაზე ან პენტაგონის შეფი ისაუბრებდა ქართველ კოლეგასთან?

როგორ გგონიათ ე.წ. პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე დაუშვებდა ამგვარ შეხვედრაზე ანდა პენტაგონის შეფი, ლოიდ ოსტინი ისაუბრებდა მის ქართველ კოლეგასთან და შემდეგ პლატფორმა Flickr-ზე გამოაქვეყნებდა სამახსოვრო ფოტოს? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის შეხვედრას.

14 ივნისი 2024, 16:18

სამართალი

პროკურატურამ შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2024, 16:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი NDI -ის მიერ ქალი ოპოზიციონერების საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე: როცა ამბიცია გაქვს ობიექტური დამკვირვებელი იყო, როგორ შეიძლება რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო ​

„რაც დრო გადის, მით უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობთ ჩვენს კომენტარებში. წარმოიდგინეთ, NDI ვითომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს და ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ის ახალისებს რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს და ღიად უჭერს მხარს წინასაარჩევნო კამპანიას“.

14 ივნისი 2024, 15:51

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

14 ივნისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარაში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელება წარმატებით გრძელდება

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლეს საბჭოში, 2023-2024 წლის საანგარიშო პერიოდში, სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

14 ივნისი 2024, 15:05

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევის

ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

14 ივნისი 2024, 15:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა სფეროს 2023-2024 წლის შედეგები შეაჯამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა. მან საანგარიშო პერიოდში სოციალური და ეკონომიკური უზრუნველყოფის, ტურიზმის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა.

მეგული ჩოჩია

14 ივნისი 2024, 15:02

რეგიონი

მეგული ჩოჩია: ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და გადავდივარ „ქართულ ოცნებაში“ პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მომწონს პარტიის ახლანდელი კურსი

„ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და გადავდივარ „ქართულ ოცნებაში“ პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მომწონს პარტიის ახლანდელი კურსი. პირველი მიზეზი ეს არის [გადაწყვეტილების], მეორე ის არის, რომ რაღაც დანამატად იქცა უკვე გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“, - აღნიშნა მეგული ჩოჩიამ

ირაკლი ქადაგიშვილი

14 ივნისი 2024, 14:46

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბულინგის კამპანიის საბოლოო მიზანი არის დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა ბოლოს ასახონ ე.წ. რეპორტებში და თქვან, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ

„ბულინგის კამპანიის საბოლოო მიზანი არის დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა ბოლოს ასახონ ე.წ. რეპორტებში და თქვან, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ. ეს არის გეგმაზომიერი კამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმაზომიერად ახორციელებს და აქვს სამწუხაროდ უცხოეთიდან მხარდაჭერა. მიზანი ამის არის ერთადერთი - მეტი კონფლიქტი მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი მოხვდეს „რეპორტში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა

თორნიკე რიჟვაძე

14 ივნისი 2024, 14:43

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2023-2024 წლის ანგარიში წარუდგინა და ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა. მან რეგიონში ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასული წელი იყო უპრეცედენტო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით.

ვლადიმირ პუტინი

14 ივნისი 2024, 14:41

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი: მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები და კიევმა ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარი თქვას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს „რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები“. ასეთ ტერიტორიებს შორის კრემლის ლიდერმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაასახელა.

14 ივნისი 2024, 14:40

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ფსევდომედასავლეთე თემურ და სოფო ჭყონიას ბიზნესს ჩაჩოჩება ელოდება რუსეთის ბაზარზე, ამერიკულმა Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა

„ფსევდომედასავლეთე თემურ & სოფო ჭყონიას ბიზნესს ჩაჩოჩება ელოდება რუსეთის ბაზარზე. ამერიკულმა Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის, Coca-Cola, Sprite და Fanta-ს რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა“, - წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

14 ივნისი 2024, 14:38

მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზრიდან წასულმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა

რუსული კანონმდებლობის მიხედვით, სავაჭრო ნიშნების გაუქმება შესაძლებელია სამი წლის განმავლობაში მათი გამოუყენლობის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ Coca-Cola, Sprite და Fanta ბაზრიდან 2022 წელს გავიდნენ, მათი სამართლებრივი დაცვა შესაძლოა 2025 წელს შეწყდეს.

ბექა ოდიშარია

14 ივნისი 2024, 14:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია NDI-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაფინანსებულ, ქალი დეპუტატების კამპანიაზე: „ქართული ოცნების“, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს

„ქართული ოცნების“, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ შეფასებისას.