imedi /  19 ივნისი 2024, 01:58 / სანდო წყარო

POLITICO: ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში იარაღის გაგზავნის წინააღმდეგია

პიტერ მაგიარი

პიტერ მაგიარი

უნგრელმა ოპოზიციონერმა მოღვაწემ, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინაში იარაღის გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მანამდე „ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა თავის რიგებში ახალი ევროდეპუტატების შეყვანას, რომელთა უმეტესობა უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „პატივისცემა და თავისუფლების“ წევრები არიან.

„ჩვენ ვიზიარებთ [უნგრეთის] მთავრობის პოზიციას: ჩვენ არ გავაგზავნით ჯარს ან იარაღს უკრაინაში უნგრეთიდან. მოგეხსენებათ უნგრეთის მგრძნობიარე მდგომარეობა ამ ომში“, - აღნიშნა პიტერ მაგიარმა.

„ვფიქრობ, „ევროპის სახალხო პარტიას“ ესმის უნგრეთის განსაკუთრებული, მგრძნობიარე სიტუაცია ამ ომში. მაგრამ ჩვენ ყველა სხვა ხერხითა და ინსტრუმენტებით, რა თქმა უნდა, [უკრაინელ ხალხს] დავუჭერთ მხარს“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 ივლისი 2024, 11:52

პოლიტიკა

ფონ დერ ლაიენი: დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ჩვენი უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი ევროპის კავშირშია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ხოლო ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროპის კავშირშია. „დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლოდვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ ზეწოლას თავისუფლება ამჯობინეს, ხოლო დემოკრატია დამოკიდებულებას. ამ არჩევანის გამო ზოგი მათგანი ძალიან დიდ ფასს იხდის. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რათა ვაჩვენოთ ურყევი ნება, რომ მათი მომავალი ჩვენს ევროპის კავშირში იქნება თავისუფალი, წარმატებული“, - თქვა მან.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 11:51

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები

ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

18 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გიორგი გაბიტაშვილს: ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს.

18 ივლისი 2024, 11:38

საზოგადოება

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს თარიღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცეს.

18 ივლისი 2024, 11:23

სამართალი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ედიშერ გვენეტაძე

18 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველოს მოსახლეობავ, ხომ ხედავთ, თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში

თურმე, ისე არ ყოფილა საქმე საქართველოში, როგორც აქამდე სახ.დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი მილერი და მათ თანამეინახენი სახავდნენ! თურმე, ნუ იტყვით და საქართველოსაც ჰქონია მიღწევები, რასაც აგერ დღისით-მზისით თავისივე პირით ცალსახად აღიარებენ და ღაღადებენ! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 11:18

არჩევნები ამერიკაში

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 უკვე მესამედ დაუდასტურდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

18 ივლისი 2024, 11:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკრებს შეხვდა. აკადემიაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

18 ივლისი 2024, 11:17

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

18 ივლისი 2024, 11:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში

„პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს როლსა და სარგებელზე, რომელიც შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირს მოუტანოს.

დავით ჩიხელიძე

18 ივლისი 2024, 11:01

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო. დიახ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ფოჩხუა

18 ივლისი 2024, 10:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშზე: გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა

აი ასეა, როცა ამდენი შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხელისუფლება ახერხებს და ავითარებს ქვეყანას, როცა სიმართლეზე დგას მისი ყველა მოქმედება, როცა გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა.

18 ივლისი 2024, 10:45

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საქართველომ თავი უნდა დააღწიოს გლობალური ომის პარტიის შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გავთავისუფლდეთ იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა

საქართველომ თავი უნდა დააღწიოს გლობალური ომის პარტიის შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გავთავისუფლდეთ იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მოძრაობამ - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო” გაავრცელა.

დავით ქართველიშვილი

18 ივლისი 2024, 10:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ" (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ახალ მასალებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბაიდენის გარემოცვაც არის ეჭვმიტანილი, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ძვირად დაუჯდება.

18 ივლისი 2024, 10:23

კულტურა

განახლებული ჟურნალის „რიწის“ ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ „რიწის“ ახალი ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსითა და ვიზუალით, რითაც მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოსული სხვა ნომრებისგან.

18 ივლისი 2024, 10:23

მსოფლიო

„ცაჰალი“: ისრაელის არმიამ „ჰამასის“ საზღვაო ძალების უფროსი და კიდევ ერთი პირი მოკლა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ქალაქ ღაზაში „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადის ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალი“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. „ისრაელის თავდაცვის არმიისა და ისრაელის კოსმოსური სააგენტოს დაზვერვის მეშვეობით ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადი მოკლეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

18 ივლისი 2024, 10:20

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის

როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 10:11

რეგიონი

ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ ქადაგიძე

18 ივლისი 2024, 10:03

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე: თავისუფლების მოედანი კი არა, ღრმა ღელე ხართ და ერთადერთი მშველელი გახარია დაგრჩათ, იქნებ თავის თავზე აიღოს თქვენი განწირული ბედისწერა

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ პარტია „ლელო“ ანა დოლიძის პარტიასთან „ხალხისთვის“ და მოძრაობასთან „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:59

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: 11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას

გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გაბიტაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარსდგა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მისი ხედვა გაუზიარა.