imedi /  21 ივნისი 2024, 19:26 / სანდო წყარო

გამოკითხვა: ემანუელ მაკრონის რეიტინგი 6 პროცენტით შემცირდა

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 6 პროცენტით შემცირდა. ამას მოწმობს BVA Xsight-ის მიერ ფრანგულ რადიოსადგურ RTL-ისთვის ჩატარებული გამოკითხვა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონზე კარგი აზრი აქვს გამოკითხულთა 26%-ს, რაც მაისის მაჩვენებელზე 6 პროცენტით ნაკლებია. გამოკითხულთა 74%-მა განაცხადა, რომ მასზე ცუდი აზრი აქვს.

RTL-ის ცნობით, მაკრონი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპოპულარული, თუნდაც 2023 წლის აპრილში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტისა და 2018 წლის ნოემბერში, „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ფონზე.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს.

Ifop-Fiducial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35%-ს მიიღებს.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2024, 11:43

რეგიონი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდში შშმ პირები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა. შეხვედრების ფარგლებში, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

19 ივლისი 2024, 11:34

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

19 ივლისი 2024, 11:32

მსოფლიო

თურქეთის ქალაქ იზმირში ტყის მასივი იწვის

თურქეთის ქალაქ იზმირში ტყის მასივი იწვის. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 35 სახანძრო მანქანაა ჩართული.

დავით ქართველიშვილი

19 ივლისი 2024, 11:26

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მორიგი 40-დღიანი გლოვა ქართული პოლიტიკური სექტანტების რიგებში: „პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით“ საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური თანასწორობის ინდექსს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

დავითღ მათიკაშვილი

19 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია

შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებში, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც ეხება.

თამარ ლილუაშვილი

19 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

თამარ ლილუაშვილი: დარწმუნებული ვარ, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მკაფიო გზავნილი იქნება ევროკავშირის მიმართ და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

„ხელი მოეწერება საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების დოკუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საელჩო უნგრეთში მთელი 6 თვის განმავლობაში გეგმავენ მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში შესაძლებლობა ექნება სწორად წარმოაჩინოს რეფორმები და ის დადებითი წესრიგი, რაც გააჩნია“

არჩილ გორდულაძე

19 ივლისი 2024, 11:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დეზინფორმაციით არიან გაჯერებულები და ტყუილებით არიან დაკავებულები, ამ დროს კი „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყნის განვითარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დეზინფორმაციით არიან გაჯერებულები და ტყუილებით არიან დაკავებულები, ამ დროს კი „ქართული ოცნების“ გუნდი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯი არის ის, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვიზიტით გამოიხატა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების" თავმჯომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

დავით ჩიხელიძე

19 ივლისი 2024, 11:15

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი გამორჩეულია, რეიტინგში 69 ადგილით დავწინაურდით და მოჩვენებითი დემოკრატიიდან, ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ვიქეცით

პოლიტიკური თანასწორის შესაძლებლობა, დემოკრატიის ხარისხის შეფასების ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზე არის, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

19 ივლისი 2024, 11:14

საზოგადოება

20-21 ივლისს საქართველო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება

20-21 ივლისს საქართველო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება. ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ის გამართვამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა და გაეცნო მოსამზადებელ სამუშოებს.

19 ივლისი 2024, 11:02

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან, გამართავს შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ.

19 ივლისი 2024, 11:02

მსოფლიო

კალიფორნიაში კანონი, რომელიც სკოლებს მოსწავლეების მშობლებისთვის მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკრძალავს, სასამართლოში გაასაჩივრეს

სამხრეთ კალიფორნიის სკოლების გაერთიანება კალიფორნიის გუბერნატორს გევინ ნიუსომს სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატის სკოლების ადმინისტრაციას უკრძალავს მოსწავლეების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CBS News-ი ავრცელებს. სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი მშობლების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს, და აგრეთვე ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლების ცნებას.

ნინო ფოჩხუა

19 ივლისი 2024, 11:00

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: „დემოკრატიის მრავალფეროვნების" გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა - საქართველო ვითარდება და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს

დღე არ გავა ისე, რომ საერთაშორისო კვლევებში საქართველო არ დაფიქსირდეს სხვადასხვა ინდექსით მოწინავე პოზიციებზე. ახლაც ასე მოხდა, გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებლის „დემოკრატიის მრავალფეროვნების" გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

19 ივლისი 2024, 10:40

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა საერთაშორისო წარმომადგენლობები, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას - „რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს."

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 10:39

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპისა და აზიის დაკავშირების კომპონენტში და ქვეყანამ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განახორციელოს

ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპისა და აზიის დაკავშირების კომპონენტში და ქვეყანამ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განახორციელოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში.

ეკა სეფაშვილი

19 ივლისი 2024, 10:32

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შედეგად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარსულს ჩაბარდება

„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" ერთიანი სიით მონაწილეობის შესახებ მედიასთან საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ორ ძალას შორის ღირებულებითი სხვადასხვაობა არ არის და არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობა სრულიად ლოგიკურია.

19 ივლისი 2024, 10:29

რეგიონი

მაშველებმა განმუხურში, მდინარე ენგურში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა განმუხურში, მდინარე ენგურში მოზარდის ცხედარი იპოვეს. 15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

19 ივლისი 2024, 10:25

მსოფლიო

The Times of Israel: თელ-ავივში დრონის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელ-ავივში დრონის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული ონლაინ-გაზეთი The Times of Israel ავრცელებს. დრონი თელ-ავივის თავზე გამთენიისას გამოჩნდა. გამოცემის თანახმად, ის ზღვიდან შემოფრინდა. ისრაელის თავდაცვის არმია კი მიიჩნევს, რომ დრონი იემენიდან იყო გაშვებული.

დავით ქართველიშვილი

19 ივლისი 2024, 10:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლონელმა ევროდეპუტატმა ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკმა დაადანაშაულა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოშლაში

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავომისიის პრეზიდენტად არჩევას და სრულად იზიარებს ამ დანიშვნაზე პოლონელი დეპუტატის ევა ზაიონჩკოვსკა-გერნიკის შეფასებას. როგორც ქართველიშვილი წერს, სწორედ ამ პოლონელმა ევროდეპუტატმა უწოდა უმძიმესი შეცდომა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ლაიენის ჯერ კიდევ პირველ შემთხვევაში არჩევას.

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 10:20

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმაზე: უსაფრთხოების მოთხოვნა იზრდება. მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი

ეკომონიკის განვითარების სამინისტრო საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმას განაგრძობს. ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები მოაწესრიგებს მგზავრთა და გადამზიდთა უსაფრთხო გადაადგილებას. გურამ გურამიშვილის განცხადებით, გადამზიდები ვალდებულები იქნებიან, აიღონ შესაბამისი ნებართვები, რომლისთვისაც გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

19 ივლისი 2024, 10:16

ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.