09 ივლისი 2024, 18:07 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: მე მგონია, რომ ბაიდენი დარჩება საპრეზიდენტო რბოლაში. მას საკუთარი ეგო აქვს და არ აპირებს წასვლას

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის.

„მე მგონია, რომ ის [ჯო ბაიდენი] დარჩება [საპრეზიდენტო რბოლაში] და მას საკუთარი ეგო აქვს. ის არ აპირებს წასვლას. მე ვფიქრობ, რომ მას სურს ამის გაკეთება“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია, ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ბაიდენი მოხსნის თავის კანდიდატურას, მას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჩაანაცვლებს, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ჰარისი არაეფექტიანი პოლიტიკოსია.

„მე ვფიქრობ, რომ ის [ჰარისი] არაეფექტიანი ადამიანია. ის პასუხისმგებელი იყო საზღვარზე, სადაც არც ერთხელ ჩასულა. ის ცუდად ართმევდა თავს თავის მოვალეობას. ის ბევრ რამეს ცუდად ართმევდა თავს“, - დასძინა ტრამპმა.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 13:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „მეგობარი აქტის“ შესახებ: დასანქცირებით, რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია

„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი“ და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის - რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს“.

12 ივლისი 2024, 13:14

რეგიონი

19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

12 ივლისი 2024, 13:09

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ამნისტია მნიშვნელოვანი და ჰუმანური აქტია, ამაზე მგონი არავის უნდა ჰქონდეს პრეტენზია

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აფასებს.

ზურაბ ქადაგიძე

12 ივლისი 2024, 13:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გაწირეს უკრაინელი ერი, სამაგიეროდ, გენმოდიფიცირებული სოროსის ლეკვები კრიტიკულად საჭიროაო და კანონიც კი მოარგეს - ეს სცენარი უნდოდათ ჩვენთანაც, რომ ბოლო ქართველამდე გავწყვეტილიყავით, “ენჯეოშნიკ” უსამშობლოებს გაარიდებდნენ

წარმოიდგინეთ, დეკლარაციის შევსებაზე რა ამბავი ატეხეს ჩვენთან და ომში ვინ გაგვაწვევინებდა გიგაურის ხელის ბიჭებს?! სალომე ზურაბიშვილს “დედალ” ზელენსკიდ აქცევდნენ, ლომჯარიას - პოდოლიაკად, ხოლო ელისაშვილი ყველგან გონჩარენკო დარჩებოდა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და მათ ე.წ. ჯავშანი მისცეს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2024, 13:02

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მაღალი მოთხოვნის გამო უცხოურმა ავიაკომპანიებმა ფასი აწიეს და ამიტომ გაუჩნდა პრემიერს იდეა, რომ ფრენები დაგვესუბსიდირებინა, მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გერმანიის მიმართულებით 6524 ბილეთი გაიყიდა

როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი ნაკრები გერმანიაში თამაშობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა იდეა, ინიციატივა რომ უმოკლეს ვადებში ეკონომიკის სამინისტროს გვეზრუნა იმაზე, რომ მეტ ქომაგს ჰქონოდა საშუალება ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის გერმანიაში, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 12:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს.

12 ივლისი 2024, 12:56

ტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველი „მის ხელოვნური ინტელექტი“ გამოვლინდა👑

„მის ხელოვნურ ინტელექტში“ გამარჯვება მოტივაციას მაძლევს გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში. ეს მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის, ეს არის გარდამქმნელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ინდუსტრიები, გამოწვევა გახდეს ნორმებისთვის და შექმნას შესაძლებლობები იქ, სადაც ისინი აქამდე არ ყოფილა. ჩემი მიზანია მხარი დავუჭირო ამ სფეროში მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას“, - აღნიშნულია მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბოტად აღიარებული ანგარიშის განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 12:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 16 წელია ნატო-ს ღია კარში ვდგავართ - როგორც თავის დროზე შევარდნაძემ განაცხადა: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს - ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა

როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-სთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო მრავალი წელია ელოდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა უკვე 16 წელია ამ ღია კარში დგას.

თამთა მეგრელიშვილი

12 ივლისი 2024, 12:42

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე: უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა

„უკრაინის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებებით ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც უკრაინაში პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ“,-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.

12 ივლისი 2024, 12:36

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში „Deutsche Wein und Sommelierschule“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი (Yvonne Heistermann) უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ. წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიას და ძირითად მიზნებს. ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ და ღვინის ინსტიტუტის „Deutsche Wein und Sommelierschule“ ჩართულობით გაიმართა. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა.

12 ივლისი 2024, 12:03

საზოგადოება

საქპატენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზაალ ანჯაფარიძე

12 ივლისი 2024, 12:01

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე: როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული, 100%-იანი დაცვა აქვთ.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, აშშ-მა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ოკუპანტთან, ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით

„რას იზამ, ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების მცდარი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, წეღან ვახსენე კიდევაც - აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან, არ დაწესებულა არცერთი სანქცია. აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით. რა თქმა უნდა, დღეს ბევრი აცნობიერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. ამიტომ, შეცდომები საქართველოსთან მიმართებით აშშ-სგან ყოფილა და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით ამნისტია დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება, საერთო ჯამში კი ეს კანონი პატიმრობაში მყოფ პირთა ერთ მესამედს მოიცავს

რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგად, გუშინ იყო წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი, პრემიერმა საკუთარი ანგარიშის დროს გაიმეორა ის, რომელიც მან პრემიერის პოსტზე არჩევის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, საქართველოში პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და ამით ჩვენ გარკვეულწილად ევროპის სტანდარტზე ჩამოვიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე: ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა

ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საქართველოს მოკავშირეების გარეშე დარჩენის სავარაუდო საფრთხეს შეეხებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით სიცრუეა თითქოს ქვეყანა მოკავშირეების გარეშე რჩება.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს 6 წლის განმავლობაში ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა, „ნაცმოძრაობა“ ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო

როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის

„რაც შეეხება [განცხადების] მეორე ნაწილს, რომ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს „ენჯეო“ სექტორში, მე მგონი ეს პირდაპირ აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, მასთან მიდის ფული. რა მომენტშიც ჩათვალეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, [დაფინანსებამ] გადაინაცვლა მათკენ, ვინც მათ ინტერესს ატარებს. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი დასტურია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ასეთი ფულის უკან დგას ინტერესები და ახლა ამ ინტერესებს მიეცა თავისი კალაპოტი და აპირებენ, რომ დაფინანსება წავიდეს იქ, სადაც შესრულდება მათი ინტერესები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

12 ივლისი 2024, 11:09

მსოფლიო

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და პოლონეთი ახალ იარაღს ერთობლივად შეიმუშავებენ

საუბარია „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებზე, რომლებიც მიზნის 500 კილომეტრის მანძილზე განადგურებას შეძლებს. ინიციატივის მიზანი იმ დანაკლისის შევსებაა, რომელიც ევროპულ არსენალებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად წარმოიშვა.

12 ივლისი 2024, 10:55

რეგიონი

ანასეულში, სუბტროპიკების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ამჯერად, ანასეულში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

12 ივლისი 2024, 10:50

ტექნოლოგიები

„ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილის დეტალური რუკის შესადგენად ახალი მისია იწყება

ექსპედიციას ამერიკული კომპანია RMS Titanic Inc ატარებს. სპეციალისტები ოკეანეში ლოგისტიკურ გემზე Dino Chouest, რომელიც მათთვის ერთგვარი ოპერაციული შტაბი გახდება. სწორედ იქიდან ჩაუშვებენ ფსკერზე ორ რობოტიზებულ აპარატს, რომლებიც „ტიტანიკს“ მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაუღებენ და ლეგენდარული ლაინერის ნანგრევების დეტალურ 3D მოდელს შეადგენენ.