The New York Times: რუსეთმა ირანისთვის საჰაერო თავდაცვისა და სარადარო აღჭურვილობის მიწოდება დაიწყო
ფოტო: AFP
რუსეთმა ირანისთვის საჰაერო თავდაცვისა და სარადარო აღჭურვილობის მიწოდება დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კრემლს შესაბამისი თხოვნით მიმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა თეირანში ვიზიტით მყოფ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შოიგუს განუცხადა, რომ თეირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააფართოოს ურთიერთობები თავის „სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან“.
„რუსეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც რთულ პერიოდში გვერდში დაუდგა ირანელ ერს“, - განუცხადა მასუდ პეზეშკიანმა სერგეი შოიგუს.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2024, 19:35
რეგიონი
14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“.
13 სექტემბერი 2024, 19:33
მსოფლიო
ზელენსკი: ვხედავთ რუსულ რაკეტებში, რომლებითაც ყოველდღიურად ურტყამენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, კომპონენტებს მთელი მსოფლიოდან - ამერიკიდან, ევროპიდან, ტაივანიდან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვის თითოეული პაკეტი მიღწევაა.
13 სექტემბერი 2024, 19:14
მსოფლიო
ზელენსკი: თუ მოკავშირეები ერთად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთის თავზე რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაზე, მაშინ რატომ არ არის ჯერ კიდევ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით?
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღშფოთდა იმის გამო, რომ მოკავშირეები ერთობლივად ანადგურებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაზე, თუმცა ჯერ კიდევ არ არის მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
13 სექტემბერი 2024, 19:11
რეგიონი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
13 სექტემბერი 2024, 18:49
სამართალი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის კიდევ ერთი სერტიფიკატი მიიღო
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააგენტო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეფექტიანად იცავს ინფორმაციული უსაფრთხოებასა და პერსონალურ მონაცემებს და მუდმივად აუმჯობესებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებს.
13 სექტემბერი 2024, 18:49
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: როდესაც ორგანიზაცია ამბობს, რომ ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებელია და ამ დროს „თავისუფლება მიშას“ მსგავს კამპანიებს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ის იტყუება და ობიექტური დამკვირვებელი კი არა რადიკალიზმის წამხალისებელია
როდესაც ორგანიზაცია ამბობს, რომ ის ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებელია და ამ დროს, „თავისუფლება მიშას“ მსგავს კამპანიებს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ის იტყუება და ობიექტური დამკვირვებელი კი არა რადიკალიზმის წამხალისებელია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 18:48
პოლიტიკა
გია აბაშიძე სენატორ ჯიმ რიშზე: ჟურნალისტებმა ის ამხილეს და კორუმპირებული უწოდეს - როდესაც უცხოელი პოლიტიკური სუბიექტი უსინდისოდ ამუნათებს საქართველოს, მათ ბიოგრაფიებში ყოველთვის იძებნება ვიგინდარობის დასაბუთებული ფაქტები
სენატორმა ჯიმ რიშმა პოლიტიკოსისთვის უსაქციელოდ დააანონსა ჩვენი არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან „ვიგინდარების გაყრა", რაც ბუნებრივია, მის ნაცსექტანტ ვასალებს გულისხმობს და არა „ქართულ ოცნებას", რომელსაც ის ამაოდ უპირისპირდება. როცა უცხოელი აქტორის რეალურ პოლიტიკურ ვიგინდარობაზეა საუბარი, უპრიანია გადავხედოთ მასზე მისი ქვეყნის მედიას, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
13 სექტემბერი 2024, 18:41
პოლიტიკა
კონსტანტინე ზარნაძე: როდესაც ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვერ აფასებ, ეს დიაგნოზია
შენი ქვეყნის სიმდიდრეს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომ ვერ აფასებ და შეგიძლია, გალანძღო იმის გამო, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოგწონს, ეს დიაგნოზია, რომელსაც არაფერი ეშველება, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე ქართველი სპორტსმენების მიმართ განხორციელებული ბულინგის ფაქტს.
13 სექტემბერი 2024, 18:30
მსოფლიო
ესტონეთის სამხედრო დაზვერვა: რუსულ ჯარებს კურსკის ოლქში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის მეთაურმა, ანტს კივისელგმა განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კურსკის ოლქში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ.
13 სექტემბერი 2024, 18:28
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი: მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარსადგენად შეირჩა 10 პედაგოგი. თითოეული მათგანის ისტორია პატრიოტიზმისა და ქვეყნის მსახურების სამაგალითო ნიმუშია
შეირჩა 10 პედაგოგი. თითოეული მათგანის ისტორია პატრიოტიზმისა და ქვეყნის მსახურების სამაგალითო ნიმუშია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე საუბრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
13 სექტემბერი 2024, 18:23
სპორტი
რატი იონათამიშვილი: პარალიმპიელების წარმატება მოიტანა იმ მხარდაჭერამ, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს პარალიმპიური მოძრაობის მიმართ - გულსატკენი იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერას დისკრიმინაციული უწოდა
„მადლობას ვუხდი ჩვენს 14 გმირ პარაათლეტს, შესანიშნავი ასპარეზობა აჩვენებს პარიზში და ეს ხდებოდა 180 ქვეყნის, 4 400 პარაათლეტის ფონზე, სადაც ჩვენი ეროვნული ნაკრები გამორჩეული იყო. ამის უკან იდგა ძალიან დიდი შრომა და მთავარი, რამაც ეს წარმატება მოიტანა არის ის მხარდაჭერა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს პარალიმპიური მოძრაობის მიმართ. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე პარალიმპიური მოძრაობა ვერსად ვითარდება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 18:22
სამართალი
ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის ინტერვიუს, თითქოსდა მასთან დაკავშირებით აბსურდული საფუძვლით, სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე.
13 სექტემბერი 2024, 18:22
საზოგადოება
რა სიახლეებითა და გეგმებით ხვდება ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო. გიორგი ამილახვარი „დღის ქრონიკაში“
„შემიძლია დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე ათეული სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება, რაზეც ალბათ პრემიერ-მინისტრი თავადა გააკეთებს განცხადებას უახლოეს მომავალში. 60-მდე რეაბილიტირებული სკოლა უკვე ჩაშვებულია [ექსპლუატაციაში] და 40-მდე კიდევ მოესწრება წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, სახელმძღვანელოები, ე.წ. ბუქები ყველა პირველკლასელს. წელს ასევე სიახლე გვაქვს - პირველ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს ჰქონდათ [რეგისტრაციის უფლება] და, შესაბამისად, უფრო მეტი პირველკლასელი გვყავს. ეს არის ის დიდი სიახლეები, რომლებითაც სასწავლო წლის დაწებას ვხვდებით“, - განაცხადა მინისტრმა.
13 სექტემბერი 2024, 18:14
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: სენატორ რიშის ჰგონია, რომ თუ სიძულვილის ენით ილაპარაკებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე, ეს რაღაცნაირად დადებითად იმოქმედებს ამ რადიკალური ჯგუფების რეიტინგზე, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება ჩვენს ქვეყანაში
სენატორს (ჯიმ რიში) ჰგონია, რომ თუ სიძულვილის ენით ილაპარაკებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე, ეს რაღაცნაირად დადებითად იმოქმედებს ამ რადიკალური ჯგუფების რეიტინგზე, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
13 სექტემბერი 2024, 18:03
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: როდის შეიცვალა ცალკეული აქტორების რიტორიკა და რამ განაპირობა, რომ ფაქტობრივად ღიად დაიწყეს ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები? ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი რუსეთის მხრიდან
„როდის შეიცვალა ცალკეული აქტორების რიტორიკა და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და რამ განაპირობა, რომ ფაქტობრივად ღიად დაიწყეს ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები? ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი რუსეთის მხრიდან. სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველო არ გახდა რუსეთსა და უკრაინას შორის მასშტაბური კონფლიქტის მონაწილე, ვხედავთ გარკვეულ ცვლილებებს ურთიერთობებში. სწორედ ამის შემდეგ ვხედავთ გარკვეულ ცვლილებებს კონკრეტული აქტორების მხრიდან. მათი მხრიდან ვხედავთ განცხადებებს პირდაპირ ომში ჩართვის შესახებ, ხან იმდენად სუბიექტური განცხადებები აქვთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს ყველაფერი სამართლიანად იწვევს პროტესტის და უკმაყოფილების გრძნობა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 17:50
სპორტი
მარკუს კაფუ: 21 სექტემბერს, თბილისში გაიმართება შესანიშნავი მატჩი მილანისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს შორის, არ გამოტოვოთ ეს არაჩვეულებრივი თამაში, შევხვდებით ძალიან მალე
21 სექტემბერს, თბილისში გაიმართება შესანიშნავი მატჩი მილანისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს შორის, არ გამოტოვოთ ეს არაჩვეულებრივი თამაში, რადგან თქვენს წინაშე ძალიან ბევრი ჩემპიონი წარდგება
13 სექტემბერი 2024, 17:44
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, მშვიდობის მომდევნო სამიტზე რუსეთს მიიწვევენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის მომდევო სამიტი ნოემბერში გაიმართება და მასზე დასასწრებად რუსეთს მიიწვევენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ სად გაიმართება სამიტი, მაგრამ თქვა, რომ მიმდინარე თვეში შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მას რუსეთზე გამარჯვების გეგმას წარუდგეს. ზელენსკიმ აგრეთვე გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები, რომ ისინი რუსულ უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაზე უარს აცხადებენ.
13 სექტემბერი 2024, 17:42
სპორტი
რიკარდო კაკა: მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას 21 სექტემბერს თბილისში, „მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს შორის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. მატჩი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება. კაკა, რივალდო, კაფუ, დიდა - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ლეგენდარულია საქართველოს ნაკრებიც, მის შემადგენლობაში იქნება ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეც. ქართული ფეხბურთის ლეგენდებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის.
13 სექტემბერი 2024, 17:33
პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ წამოწყებულ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ადამიანებს აქტიურად აბულინგებენ, ამჯერად ბულინგის ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ სიის ახალ წევრებს შეეხო.
13 სექტემბერი 2024, 17:30
არჩევნები 2024
ლევან არველაძე: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ქაოსსა და განვითარებას შორის.