imedi /  28 აგვისტო 2024, 01:15 / სანდო წყარო

პენტაგონის სპიკერი: რუსეთის შიგნით ღრმა დარტყმებთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა

პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის შიგნით ღრმა დარტყმებთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პატრიკ რაიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ-ის დახმარება საზღვრისპირა თავდასხმებისგან დასაცავად, ანუ კონტრშეტევისთვის. რაც შეეხება შორ მანძილზე დარტყმებს, რუსეთის შიგნით ღრმა დარტყმებს, ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

11 ოქტომბერი 2024, 13:12

მსოფლიო

უკრაინის აღდგენის კონფერენციას 2025 წელს იტალია უმასპინძლებს

უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია 2025 წლის 10-11 ივლისს იტალიაში ჩატარდება, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა მარტო არ არის, და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა მელონიმ. მისი თქმით, იტალიის მხარდაჭერამ უნდა მისცეს კიევს საუკეთესო შესაძლებლობა დაიწყოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ.

11 ოქტომბერი 2024, 13:01

რეგიონი

შიდა ქართლში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

11 ოქტომბერი 2024, 12:58

საზოგადოება

თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

11 ოქტომბერი 2024, 12:54

რეგიონი

თენგიზ ნასარიძე: საძოვრების სწორი მართვა ფერმერების შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საძოვრების ინვენტარიზაციის და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პირველი საპილოტე პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. პროექტის ფარგლებში საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია, მათი მდგომარეობის და დეგრადაციის ტენდენციების შეფასება განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების განმავლობაში საძოვრების მართვის კუთხით უამრავი პრობლემა არსებობდა, რომლის გადაჭრასაც სახელმწიფო საკანონმდებლო ბაზის შექმნით და საძოვრების სწორი მართვის მოდელების დანერგვით გეგმავს.

მიხეილ სარჯველაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:53

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციებზე და გიგი უგულავას ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად.

მიხეილ სარჯველაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: გახარია და „ლელო“, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მავალ პოლიტიკურ დაჯგუფებებად იქცნენ

მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხამურა, სადაც მდინარაძემ აღნიშნა: „სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი“.

მიხეილ სარჯველაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა,“ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“ და შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საქართველოში ხელისუფლებას აკრიტიკებს არა ალტერნატივების შეთავაზებით და გაუმჯობესებული გეგმების წარდგენით, არამედ პრაქტიკულად უპირისპირდება იმას, რაც არის საქართველოში მშვიდობიანი განვითარების მთავარი ფაქტორი. პრაქტიკულად, ისინი არიან არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია. ეს არის დასანანი და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც სამწუხაროდ დასჩემდა დღევანდელ ოპოზიციას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

11 ოქტომბერი 2024, 12:48

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია" დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი „ციფრული აკადემია" დასრულდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

11 ოქტომბერი 2024, 12:35

მსოფლიო

გერმანელების უმეტესობას სურს, რომ შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს

გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 59% მხარს უჭერს იდეას, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოკითხვაში მონაწილეთა 26% ამ იდეას ეწინააღმდეგება, ხოლო 15% არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 2021 წლის ბოლოს გამართა. გერმანულმა მედიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოლცს პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა სურს. თუ შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება, გერმანიის კანცლერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს აღადგენს.

გივი თარგამაძე

11 ოქტომბერი 2024, 12:18

სამართალი

სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და შოთა ჭიჭიაშვილს მისი თვალთვალი დაავალა - პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა

პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი:

11 ოქტომბერი 2024, 12:07

მსოფლიო

სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს სთხოვენ ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს

სპარსეთის ყურის ქვეყნები თხოვნით მიმართავენ აშშ-ს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი შეშფოთების მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ თუ ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყამს, თეირანის საპასუხო იერიშის დროს შესაძლოა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ობიექტები დაზარალდნენ. კონფლიქტში ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბთა საამირომ და კატარმა ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარი განუცხადეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ ვაშინგტონს აცნობეს.

11 ოქტომბერი 2024, 11:47

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

11 ოქტომბერი 2024, 11:45

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:37

არჩევნები 2024

ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

11 ოქტომბერი 2024, 11:34

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:31

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო

სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.

11 ოქტომბერი 2024, 11:29

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:26

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:23

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:23

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.