imedi /  09 ნოემბერი 2017, 00:15 / სანდო წყარო

ისრაელელ პოლტიკოსებთან ფარული შეხვედრის გამო ბრიტანელი მინისტრი გადადგა

პრიტი პატელი

პრიტი პატელი

საერთაშორისო განვითარების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი პრიტი პატელი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი ისრაელელ პოლიტიკოსებთან ფარული შეხვედრა გახდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

პატელის გადადგომა ფაქტობრივად გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მან კოდექსი დაარღვია. 

კერძოდ, აგვისტოში ისრაელში ოჯახთან ერთად ყოფნის დროს პრიტი პატელმა ისრაელის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა, თუმცა ამის შესახებ არც პრემიერს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა. 

მედიის ცნობით, ბრიტანელმა მინისტრმა შეხვედა ისარელის პრემიერთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც გამართა.

პრიტი პატელი უკვე მეორე ბრიტანელი მინისტრია, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში თანამდებობა დატოვა. 2 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მდივანი მაიკლ ფელონი გადადგა

მისი გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტის ბრალდება გახდა. ჯულია ჰარტლი-ბრიუვერის მტკიცებით, 2002 წელს კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ფელონმა მას მუხლზე ხელი დაადო, რის გამოც ჟურნალისტი მას სახეზე სილის გარტყმით დაემუქრა. 

ყველა სიახლე

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 12:15

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შეზღუდვები არ დაწესდება

ყაზბეგის მერის მოადგილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში არანაირი შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება. როგორც დავით ქირიკაშვილი აცხადებს, იქედან გამომდინარე, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა და უკვე დადასტურებული ყველა შემთხვ

15 აგვისტო 2020, 12:02

COVID19

ყაზბეგში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში 117 მებაჟე ოფიცერსა და უფლებამოსილ თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას გარკვეული ეტაპების დაცვით, გამოკვლევა ჩაუტარდათ. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“-ზე უარყოფითია.

კორონავირუსი სამხრეთ კორეა

15 აგვისტო 2020, 11:52

COVID19

სამხრეთ კორეაში 11 მარტის შემდეგ ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 166 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 11 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 15 039 შემთხვევაა დადასტურებული, 13 901 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 305 კი გარდაიცვალა.

15 აგვისტო 2020, 11:50

საზოგადოება

ვაკის რაიონში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კომბინირებული სპორტული მოედანი - თანამედროვე სტანდარტის მინი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები მოეწყო ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ. სტადიონები 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

15 აგვისტო 2020, 11:45

სპორტი

საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბმა „მონპელიემ“, სადაც ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვარჯიშები დროებით შეწყვიტა

საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბმა „მონპელიემ“, სადაც ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვარჯიშები დროებით შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Montpellier Hérault Rugby ავრცელებს. ძირითადი გუნდის ერთ-ერთ მორაგბეს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. „მონპელიეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ გარბახოსამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ერთობლივი წვრთნები 21 აგვისტომდე აღარ ჩატარდეს, ხოლო კლუბის წევრებს PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

15 აგვისტო 2020, 11:44

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში გამოკვლეული 110 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში გამოკვლეული 110 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი დღის წინ, მას შემდეგ ჩატარდა, რაც ამ სოფელში, ბოლო დღეების განმავლობაში, ვირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსი რუსეთი

15 აგვისტო 2020, 11:39

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 119 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 15 617-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 729 411 პაციენტი.

15 აგვისტო 2020, 11:37

სპორტი

ნიკა ნინუამ სალონიკის „პაოკთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ სალონიკის „პაოკთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა და ნინუას ვიდეოც მიუძღვნა. ახალ გუნდში ის 32-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „პაოკი“ საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონია.

ნიკოლოზ სიჭინავა

15 აგვისტო 2020, 11:34

სპორტი

უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკოლოზ სიჭინავა დასახელდა

უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკოლოზ სიჭინავა დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.„ინგულეცის“ 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გამოკითხვაში, რომელშიც კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ყველაზე მეტი 19 ხმა მიიღო. სიჭინავამ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და თავის გუნდს უკრაინის პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

გზის რეაბილიტაცია

15 აგვისტო 2020, 11:32

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელისაავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. პროექტით განსაზღვრული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებათან მისასვლელი გზა დაიკეტება.

15 აგვისტო 2020, 11:27

სპორტი

„ვალენსიას“ გულშემატკივრებმა კლუბის სინგაპურელი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ვიდეო

„ვალენსიას“ გულშემატკივრებმა კლუბის სინგაპურელი პრეზიდენტის პიტერ ლიმის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Football Espana ავრცელებს. ისინი ითხოვენ, რომ Meriton Holdings-მა, რომელსაც სწორედ აზიელი მილიარდერი ფლობს, გუნდის აქციათა საკონტროლო პაკეტი გაყიდოს. ქომაგებმა აქციაზე სპეციალური ბანერი გამოფინეს, სადაც კლუბის გარდაცვალების თარიღად 2014 წელი იყო მითითებული, როდესაც ეს კლუბი ლიმმა შეიძინა.

ეკატერინე მიქაბაძე

15 აგვისტო 2020, 11:26

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის რეიტინგი დადებითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე

„სარეიტინგო სააგენტომ Fitch-ი დადებითად აფასებს საქართველოში მმართველობას, ბიზნეს- და საინვესტიციო გარემოს, ასევე, ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის საიმედობაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ“.

ჟერარ პიკე

15 აგვისტო 2020, 11:18

სპორტი

ჟერარ პიკე: დამცირებულ „ბარსელონაში“ დიდი ცვლილებებია საჭირო

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მიუნხენის „ბაიერნთან“ 8:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 33 წლის მცველი, რომელმაც კლუბთან ერთად დაახლოებით 12 წელში 20 ტიტულის მოგება შეძლო განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავად ის იქნებოდა პირველი ვინც კლუბს დატოვებდა.

კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 11:15

COVID19

საქართველოს კლინიკებში 216 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

„გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი. ერთი პაციენტის მდგომაროება გაუმჯობესდა და ის დღეს უკვე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, ამიტომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ პროგნოზირებაც კეთილსაიმედო უნდა იყოს“, - განმარტა ეზუგბაიამ.

ნიკოლოზ გაგუა

15 აგვისტო 2020, 11:08

ეკონომიკა

ნიკოლოზ გაგუა: Fitch-ის ანგარიში საქართველოში მაკროეკონომიკური მართვის მაღალ დონეს უსვამს ხაზს

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელთაც სარეიტინგო სააგენტომ Fitch-ი უსვამს ხაზს. კონკრეტულად, ესაა მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე, რომელმაც, რეალურად, განაპირობა საქართველოს რეიტინგი“, - ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგისა და რეიტინგის პერსპექტივის უცვლელად დატოვებას. ​​​​​​​

მარინა ეზუგბაია

15 აგვისტო 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

„9 დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ამ ეპიდაფეთქების ზონაში, 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტები. ერთი გახლავთ შემოტანილი - სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდ-კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი სომხეთი

15 აგვისტო 2020, 11:04

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა

გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდგინდა, 6 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 41 495 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 34 484 გამოჯანმრთელდა, 1024 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. სომხეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა.

15 აგვისტო 2020, 10:52

რეგიონი

ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა

ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა. მინდორში საბალახოდ გაშვებული 23-მა სულმა, მოულოდნელად, დაცემა დაიწყო. მეპატრონეებს 9 სულის დაკვლა ადგილზევე მოუწიათ, დანარჩენების გადარჩენა კი შეძლეს. დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დაიმარხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას ითხოვენ, რადგან მანამდე ამ ტერიტორიაზე ნახირს ვეღარ აბალახებენ.

15 აგვისტო 2020, 10:45

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, Fitch - მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი.

კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 10:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.