07 სექტემბერი 2024, 09:22 / სანდო წყარო

ირლანდიაში კვლავ დააპატიმრეს მასწავლებელი, რომელმაც ტრანსგენდერ მოსწავლეს სასურველი ნაცვალსახელით არ მიმართა

ირლანდიელი მასწავლებელი ენოჰ ბერკი, კვლავ დააპატიმრეს, ვინაიდან აგრძელებდა იმ სკოლაში სიარულს, სადაც ადრე მუშაობდა. მედიის ცნობით, ბერკი, დუბლინის უმაღლესმა სასამართლომ კვლავ ციხეში გაუშვა მას შემდეგ, რაც იგი არ დაემორჩილა „ვილსონის ჰოსპიტალის სკოლის“ ოფიციალური პირების განკარგულებას, რომლის თანახმად, აღნიშნულ სკოლაში, სადაც ის ადრე მუშაობდა, მისვლა აეკრძალა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბერკი არაერთხელ დააპატიმრეს, რადგან კვლავ მიდიოდა სკოლაში, სადაც მას უკვე აღარ ჰქონდა შესვლის უფლება და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "აგრესიულად დაუპირისპირდა ხელმძღვანელ მასწავლებელს იმის გამო, რომ უარი თქვა 17 წლის ტრანსგენდერი მოსწავლისთვის მიემართა მისთვის სასურველი სახელით და ნაცვალსახელით."

ენოჰ ბერკმა, რომელიც ასწავლიდა ისტორიას და გერმანულს, განაცხადა, რომ მისი ევანგელისტური ქრისტიანული მრწამსი ნიშნავს, რომ ის "ეწინააღმდეგებოდა ტრანსგენდერიზმს."

ბერკის შესახებ, ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა ბრიტანული ტაბლოიდი „დეილი მეილი“ და მას მოიხსენიებდა როგორც „ირლანდიელ მასწავლებელს, რომელიც კულტურული ომის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ტრანსგენდერი მოსწავლის ნაცვალსახელის გამოყენებაზე. მას საერთო ჯამში ციხეში 400 დღე აქვს გატარებული".

ყველა სიახლე

ჰაშემ საფი ად-დინი

04 ოქტომბერი 2024, 03:09

მსოფლიო

მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა

„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.

04 ოქტომბერი 2024, 02:51

მსოფლიო

პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება

პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ამინ სალამი

04 ოქტომბერი 2024, 01:01

მსოფლიო

ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს

ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2024, 00:45

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაია ნიკოლეიშვილი

04 ოქტომბერი 2024, 00:31

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზუკა რურუა

04 ოქტომბერი 2024, 00:22

პოლიტიკა

ზუკა რურუა: რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი - ხელისუფლებაში მოვიდეს და შემდეგ გარედან მართულები იყვნენ

„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ძალებთან, რომლებსაც უნდათ პროვოკაციის მოწყობა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც არაფერი ადარდებს. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იყვნენ გარედან მართულები. ჩვენი ხელისუფლება არის ეროვნული, სუვერენული, ქვეყანა კი დამოუკიდებელი“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.

მაია ნიკოლეიშვილი

04 ოქტომბერი 2024, 00:13

არჩევნები 2024

მაია ნიკოლეიშვილი: ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ეს თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში

„მაინც ვერ ვიტყოდი ასე, რომ სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. სიმშვიდეს ვერ ვგრძნობ, იცით რატომ? ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ამას ყველა შეჩვეულია და თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში. ჩვენც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. არაადეკვატური სიმშვიდე მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებშია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ზუკა რურუა

04 ოქტომბერი 2024, 00:05

არჩევნები 2024

ზუკა რურუა: ლევან კობიაშვილი რომ არ ყოფილიყო პარლამენტში და პრობლემები, რაც ფეხბურთში იყო იქამდე არ მიეტანა, ხომ არ გვექნებოდა ეს წარმატება, რაც დღეს გვაქვს - 150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება

150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება და ყველა იურიდიულ საკითხებზე ვერ იმუშავებს, - ასე უპასუხა შეკითხვას, რატომ არის საჭირო სპორტსმენი იყოს პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ზუკა რურუა

04 ოქტომბერი 2024, 00:00

პოლიტიკა

ზუკა რურუა: პარლამენტში ყოფნის დროს, ჩემი მიზანი იქნება რომ ვიზრუნო ბაღის და სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა შეიძინონ ის სპორტული უნარები, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ

ახალგაზრდების მეტი ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში "იმედი LIVE".

03 ოქტომბერი 2024, 23:55

პოლიტიკა

ესპანური ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS: „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სტატიაში.

ზუკა რურუა

03 ოქტომბერი 2024, 23:53

არჩევნები 2024

ზუკა რურუა: მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან

„ვაკის რაიონში დავიბადე და გავიზარდე და ჩემს რაიონში ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას. მხარდაჭერა გამოიხატება როგორც შეხვედრებზე, ასევე პირად საუბრებში. ვსაუბრობთ ბევრ პრობლემაზეც, რაც დღეს არის ქვეყანაში. ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას ქვეყანა და ბევრ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზეც. ასევე ვსაუბრობთ იმ ბევრ საქმეზე, რაც ვაკის რაიონში გაკეთდა. მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ , - აღნიშნა ზუკა რურუამ.

გურამ მაჭარაშვილი

03 ოქტომბერი 2024, 23:50

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია

რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრების პერსპექტივა უფრო რეალური გახდება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გურამ მაჭარაშვილი

03 ოქტომბერი 2024, 23:37

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი: შოლცის პარტიამ წააგო, მაკრონის პარტიამაც წააგო, მმართველი ხელისუფლების პარტიებმა წააგეს ევროპაში. ევროპელი საზოგადოება არ არის მომხრე ოჯახური სიწმინდეების საწინააღმდეგო კანონების

სასიხარულოა, რომ მათ [საქართველოს მოქალაქეებს] ესმით, რომ ევროპული ღირებულება არ არის ომი, არამედ - მშვიდობაა. ევროპული ღირებულება არ არის ლგბტ პროპაგანდა და არის ოჯახური სიწმინდე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

გურამ მაჭარაშვილი

03 ოქტომბერი 2024, 23:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჯერ კიდევ მაისში ვამბობდით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა ეროვნული დროშით ხელში, სალომე ზურაბიშვილის თამადობით ოპოზიციის ხელში კი იქნებოდა ლგბტ დროშა და ამ სურათს ახლა ვხედავთ

ჯერ კიდევ მაისში ვამბობდით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა ეროვნული დროშით ხელში, სალომე ზურაბიშვილის თამადობით ოპოზიციის ხელში კი იქნებოდა ლგბტ დროშა და ამ სურათს ახლა ვხედავთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE".

გურამ მაჭარაშვილი

03 ოქტომბერი 2024, 23:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც უცხოელმა აქტორებმა დაინახეს, რომ 17 მაისს, მილიონამდე ადამიანი გამოვიდა და ოჯახური სიწმინდე და ენა, მამული, სარწმუნოება დაიცვა, რიტორიკა მყისიერად დაწიეს

„2020-ში ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი და ყურადღებით უსმენდა ევროპარლამენტარების, კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებს, კითხულობდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს, მაგრამ ვნახოთ დღეს როგორი განწყობაა და რა ფონია საზოგადოებაში ამერიკელი სენატორებისა და ევროპარლამენტარების მიმართ“.

გურამ მაჭარაშვილი

03 ოქტომბერი 2024, 23:18

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ძნელია სწორად განსაზღვრო მისი პრეზიდენტის მისია, რადგან რთული პიროვნებაა უცხოელებისთვისაც. რასაც ავალებენ, სრულყოფილად იმასაც ვერ აკეთებს

„ძნელია სწორად განსაზღვრო მისი [პრეზიდენტის] მისია, რადგან რთული პიროვნებაა უცხოელებისთვისაც. რასაც ავალებენ, სრულყოფილად იმასაც ვერ აკეთებს გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი ვერც აგებინებს საზოგადოებას თავის სათქმელს, მეორეც, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დილას შეიძლება თქვას, რომ ოპოზიცია სუსტია, წაშველება სჭირდება და კოალიციური მთავრობა სჭირდება, საღამოს უსაყვედურებენ ეს რატომ თქვიო. ჩანაფიქრი არის, რომ მართალია ფორმალურია და „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, მაგრამ მაინც კონსტიტუციურად პრეზიდენტად ითვლება ზურაბიშვილი. იმედი აქვთ, რომ ოპოზიციის აუცილებელი დამარცხების შემთხვევაში, ზურაბიშვილის ფენომენს გამოიყენებენ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გიორგი ნათენაძე

03 ოქტომბერი 2024, 22:20

რეგიონი

ბიზნესმენი გიორგი ნათენაძე ხაზარაძე/ჯაფარიძეს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

„ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე სოციალურ ქსელში ტერასების მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს და წერს, რომ 2021 წლიდან ის ოფიციალურად უმიზეზოდ გადააყენეს დირექტორობიდან პარტნიორებმა და შედეგიც სახეზეა.

03 ოქტომბერი 2024, 22:16

არჩევნები 2024

სოზარ სუბარი: 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა - მტერიც და მოყვარეც, იძულებული იქნება, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მყარ, დამაჯერებელ გამარჯვებას შეეგუოს

„რადიკალური ოპოზიციის მუქარების არავის ეშინია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომაც, ისინი საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ. ერთადერთი, რისი იმედიც აქვთ, ეს ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებია. ეს განცხადებები 26 ოქტომბრამდე გაძლიერდება, ხოლო 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა - მტერიც და მოყვარეც, იძულებული იქნება, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მყარ, დამაჯერებელ გამარჯვებას შეეგუოს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ირაკლი კობახიძე

03 ოქტომბერი 2024, 21:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს დეკლარაციაზე: გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი

გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ევროპის საბჭოს დეკლარაციას ეხებოდა.

03 ოქტომბერი 2024, 21:32

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩს ვთხოვდი, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ

ვთხოვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს უკავშირდებოდა.