imedi /  10 სექტემბერი 2024, 01:16 / სანდო წყარო

ევროკომისიის დაკვეთით მარიო დრაგის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარიში: საძირკველი, რომელზედაც ჩვენ ავაშენეთ გაერთიანებული ევროპა, ახლა ირყევა

საძირკველი, რომელზედაც ჩვენ ავაშენეთ გაერთიანებული ევროპა, ახლა ირყევა, - ნათქვამია ევროკომისიის დაკვეთით ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, მარიო დრაგის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ანგარიშში „ევროპის კონკურენტუნარიანობის მომავალი“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპა ამ საუკუნის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის შენელების წინაშე აღმოჩნდა, ეკონომიკური ზრდის ტემპების გაზრდის სხვადასხვა სტრატეგია იყო გამოყენებული, თუმცა ტენდენცია იგივე დარჩა.

სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, 2000 წლიდან ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შემოსავლების ზრდის სხვაობა გაორმაგდა. მარიო დრაგი მიიჩნევს, რომ ევროპაში ეკონომიკური შენელების მთავარი მიზეზი შრომის პროდუქტიულობის არასაკმარისი ზრდაა.

„და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულები საკმაოდ ხელსაყრელი იყო ევროპისთვის: ევროპელმა ექსპორტიორებმა მოახერხეს განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით აზიაში, ბაზრის მნიშვნელოვანი წილების დაკავება; გაიზარდა შრომით საქმიანობაში ჩართული ქალების წილი; გეოპოლიტიკური ვითარება ხელსაყრელი იყო ევროკავშირისთვის, რადგან ევროპა ფაქტობრივად აშშ-ს სამხედრო მფარველობის ქვეშ იყო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„სტაბილური გეოპოლიტიკის სამყაროში, ჩვენ არ გვქონდა მიზეზი, რომ შეშფოთებულნი ვყოფილიყავით იმ ქვეყნებზე დამოკიდებულების გაზრდით, რომლებიც ჩვენი მოლოდინით, მეგობრებად დარჩებოდნენ. მაგრამ საძირკველი, რომელზედაც ჩვენ ავაშენეთ [გაერთიანებული ევროპა], ახლა ირყევა“, - წერს მარიო დრაგი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა გლობალური პარადიგმა ქრება, ხოლო „მსოფლიო ვაჭრობის სწრაფი ზრდის ეპოქა, როგორც ჩანს, დასრულდა, ევროკავშირის კომპანიებს ემუქრებათ როგორც მეტი კონკურენცია საზღვარგარეთიდან, ასევე დაბალი წვდომა საზღვარგარეთის ბაზრებზე - ევროპამ მოულოდნელად დაკარგა ენერგომატარებლების ყველაზე მნიშვნელოვანი მომწოდებელი რუსეთი; ამ დროს კი გეოპოლიტიკური სტაბილურობა სუსტდება, ხოლო ჩვენი დამოკიდებულებები სუსტ წერტილად იქცა“.

„ევროპამ დიდწილად ხელიდან გაუშვა ინტერნეტით მართული ციფრული რევოლუცია და პროდუქტიულობის ზრდა, რომელიც ამ პროცესს უკავშირდება. სინამდვილეში, პროდუქტიულობის სხვაობა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დიდწილად აიხსნება ტექნოლოგიური სექტორით. ევროკავშირი სუსტია ახალი ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც მომავალ ზრდას განაპირობებს. მსოფლიოს 50 უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიიდან მხოლოდ ოთხია ევროპული“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპამ ამოწურა თავისი დემოგრაფიული პოტენციალი ეკონომიკური ზრდისთვის.

„ევროკავშირი უახლესი ისტორიაში პირველად შედის ისეთ პერიოდში, როდესაც [ეკონომიკური] ზრდა არ იქნება მხარდაჭერილი მოსახლეობის მატებით. პროგნოზის მიხედვით, 2040 წლისთვის სამუშაო ძალა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი მუშაკით შემცირდება. ჩვენ უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ პროდუქტიულობას, რათა ხელი შევუწყოთ ზრდას. თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს პროდუქტიულობის ზრდის საშუალო ტემპს [2015 წლიდან], ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მშპ უცვლელი დარჩეს 2050 წლამდე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მარიო დრაგი ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის დიჯიტალიზაციისა და დეკარბონიზაციისთვის და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, ევროპაში ინვესტიციების წილი მშპ-ს დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რომელიც ბოლოს გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში დაფიქსირდა.

„თუ ევროპა არ გახდება უფრო პროდუქტიული, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენ ვერ შევძლებთ ერთბაშად გავხდეთ ლიდერი ახალ ტექნოლოგიებში, კლიმატის სფეროში შუქურა და დამოუკიდებელი მოთამაშე ვიყოთ მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ჩვენს სოციალურ მოდელს. ჩვენ მოგვიწევს ზოგიერთი, თუ არა ყველა, ჩვენი ამბიციების შემცირება. ეს არის ეგზისტენციალური გამოწვევა“, - ხაზგასმით აღნიშნულია ანგარიშში.

„ევროპის ფუნდამენტური ღირებულებებია კეთილდღეობა, თანასწორობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია მდგრად გარემოში. ევროკავშირი არსებობს იმისთვის, რომ ევროპელებმა ყოველთვის ისარგებლონ ამ ფუნდამენტური უფლებებით. თუ ევროპა ვეღარ უზრუნველყოფს ამას თავისი ხალხისთვის - ან მოუწევს რომელიმეთი ვაჭრობა - ის დაკარგავს არსებობის მიზეზს. ერთადერთი გზა ამ გამოწვევის დასაძლევად არის ზრდა და უფრო მეტი პროდუქტიულობა, ჩვენი თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიურობის ღირებულებების შენარჩუნებით. და ერთადერთი გზა, რომ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები, არის ევროპის რადიკალურად შეცვლა“, - წერს მარიო დრაგი.

ყველა სიახლე

12 ოქტომბერი 2024, 10:55

თავდაცვა

სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლაშა დარსალია

12 ოქტომბერი 2024, 10:44

პოლიტიკა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.

ლორა თორნტონი

12 ოქტომბერი 2024, 10:19

არჩევნები 2024

ლორა თორნტონის ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს, რაც მძლავრი გზავნილია

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, საქართველოში გასამართი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საარჩევნო გარემოს და საზოგადოების განწყობებს მიმოიხილავს.

12 ოქტომბერი 2024, 10:15

მსოფლიო

NBC News: ისრაელი ირანის სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას აპირებს

აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს იერიში მიიტანოს ირანის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. როგორც ტელეარხი იუწყება, ჯერ არანაირი ნიშანი იმისა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს თავს დაესხმება, არ არის, თუმცა ოფიციალურ თელ-ავივს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. აშშ-ში არ იციან, თუ როდის შეიძლება ისრაელმა იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ, თუმცა ებრაელი სამხედროები მზადყოფნის რეჟიმში არიან გადასულნი და შესაბამის ბრძანებას ელოდებიან.

ლორა თორნტონი

12 ოქტომბერი 2024, 10:08

არჩევნები 2024

ლორა თორნტონის ანგარიშის თანახმად, ქართველები მართებულად არიან შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან მათ არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, საქართველოში გასამართი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საარჩევნო გარემოს და საზოგადოების განწყობებს მიმოიხილავს.

12 ოქტომბერი 2024, 09:53

პოლიტიკა

სოლომონ პავლიაშვილი: გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

ლორა თორნტონი

12 ოქტომბერი 2024, 09:50

პოლიტიკა

NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ანგარიშში აღიარებს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა

NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ანგარიშში, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.

12 ოქტომბერი 2024, 09:46

რეგიონი

დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენდება 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის მიმდებარედ არის ახლად აშენებული პარკი, რომლითაც უკვე სარგებლობენ როგორც ადგილობრივები, ისე დაბის სტუმრები. მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე კარგად ერწყმის საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურას - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანში მშენებარე საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.

დონალდ ტრამპი

12 ოქტომბერი 2024, 09:40

არჩევნები აშშ

ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო ვერტმფრენით გაცილებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო მის გაცილებას სამხედრო ვერტმფრენით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა სახელმწიფოს ასეთი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასზე 13 ივლისს და 15 სექტემბერს თავდასხმის ორი მცდელობა განხორციელდა. გასულ თვეს აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ მას საფრთხე ირანისგან ემუქრება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს იცავს, განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი დაცვის მაღალი დონით სარგებლობს“, მაგრამ ტრამპი უფრო მეტს ითხოვს.

12 ოქტომბერი 2024, 09:09

სპორტი

ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კამალა ჰარისი

12 ოქტომბერი 2024, 09:00

არჩევნები აშშ

ჰარისმა ტრამპის უარი დებატებზე სისუსტედ შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის შეფასებით, მისმა კონკურენტმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სუსტი ნაბიჯი გადადგა, როცა დებატებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს. ჰარისი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დებატებზე უარის თქმა მასზე სასარგებლოდ არ აისახება და პრინციპულად მაინც არაფერს ცვლის. „ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი სვლაა. ის [ტრამპი] რომც არ დათანხმდეს დებატებს, ამ არჩევნების კონტრასტი უკვე ნათელია. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მომავლის ხედვების შესახებაა. ერთია მისი ხედვა, რომელიც წარსულზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე - ჩვენი - მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა ჰარისმა.

12 ოქტომბერი 2024, 08:44

მსოფლიო

მედია: გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო. როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა 46% 60 წელზე მეტი ასაკის იყო, სექტემბერში 9 ბავშვი დაიღუპა, 76 ბავშვი კი დაიჭრა.

12 ოქტომბერი 2024, 08:00

საზოგადოება

საქართველოში აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

12 ოქტომბერი 2024, 00:47

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა

საქართველო უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა. თამაში დაძაბულად წარიმართა. ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 23:22

სპორტი

1:0 - უკრაინამ საქართველოს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

11 ოქტომბერი 2024, 22:46

სპორტი

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, კვერკველია, ბოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე.

ლევან ნიკოლეიშვილი

11 ოქტომბერი 2024, 22:44

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 22:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

11 ოქტომბერი 2024, 21:45

სპორტი

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 ოქტომბერი 2024, 21:29

მსოფლიო

ზელენსკი: „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.