ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაასახელა
ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Reuters
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება. ის ოლივლერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი.
The Guardian-ის ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალ კომისარი იქნება. ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ინდუსტრიულ სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო სლოვაკი მაროშ სეფკოვიჩი სავაჭრო პოლიტიკას გადაიბარებს.
შინაგან საქმეთა და მიგრაციის როლზე ფონ დერ ლაიენმა ავსტრიელი მაგნუს ბრუნერი წარადგინა, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის კომისრად კი ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი. ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ახალ კომისრად დანიელი დენ იორგენსენი დასახელდა.
ურსულ ფონ დერ ლაიენის მიერ ჯესიკა როსვოლი გარემოს, წყლის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის საკითხებში კომისრად არის წარდგენილი, ხოლო ვოპკ ჰოეკსტრა კლიმატის კომისრად დასახელდა.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024, 09:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.
04 ოქტომბერი 2024, 09:01
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.
04 ოქტომბერი 2024, 08:48
არჩევნები 2024
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.
04 ოქტომბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.
04 ოქტომბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.
04 ოქტომბერი 2024, 08:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.
04 ოქტომბერი 2024, 08:13
პოლიტიკა
ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს
ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
04 ოქტომბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.
04 ოქტომბერი 2024, 03:09
მსოფლიო
მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.
04 ოქტომბერი 2024, 02:51
მსოფლიო
პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 01:01
მსოფლიო
ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს
ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:45
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:31
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება
მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ოქტომბერი 2024, 00:22
პოლიტიკა
ზუკა რურუა: რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი - ხელისუფლებაში მოვიდეს და შემდეგ გარედან მართულები იყვნენ
„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ძალებთან, რომლებსაც უნდათ პროვოკაციის მოწყობა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც არაფერი ადარდებს. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იყვნენ გარედან მართულები. ჩვენი ხელისუფლება არის ეროვნული, სუვერენული, ქვეყანა კი დამოუკიდებელი“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.
04 ოქტომბერი 2024, 00:13
არჩევნები 2024
მაია ნიკოლეიშვილი: ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ეს თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში
„მაინც ვერ ვიტყოდი ასე, რომ სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. სიმშვიდეს ვერ ვგრძნობ, იცით რატომ? ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ამას ყველა შეჩვეულია და თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში. ჩვენც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. არაადეკვატური სიმშვიდე მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებშია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
04 ოქტომბერი 2024, 00:05
არჩევნები 2024
ზუკა რურუა: ლევან კობიაშვილი რომ არ ყოფილიყო პარლამენტში და პრობლემები, რაც ფეხბურთში იყო იქამდე არ მიეტანა, ხომ არ გვექნებოდა ეს წარმატება, რაც დღეს გვაქვს - 150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება
150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება და ყველა იურიდიულ საკითხებზე ვერ იმუშავებს, - ასე უპასუხა შეკითხვას, რატომ არის საჭირო სპორტსმენი იყოს პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ოქტომბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
ზუკა რურუა: პარლამენტში ყოფნის დროს, ჩემი მიზანი იქნება რომ ვიზრუნო ბაღის და სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა შეიძინონ ის სპორტული უნარები, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ
ახალგაზრდების მეტი ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში "იმედი LIVE".
03 ოქტომბერი 2024, 23:55
პოლიტიკა
ესპანური ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS: „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სტატიაში.
03 ოქტომბერი 2024, 23:53
არჩევნები 2024
ზუკა რურუა: მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან
„ვაკის რაიონში დავიბადე და გავიზარდე და ჩემს რაიონში ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას. მხარდაჭერა გამოიხატება როგორც შეხვედრებზე, ასევე პირად საუბრებში. ვსაუბრობთ ბევრ პრობლემაზეც, რაც დღეს არის ქვეყანაში. ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას ქვეყანა და ბევრ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზეც. ასევე ვსაუბრობთ იმ ბევრ საქმეზე, რაც ვაკის რაიონში გაკეთდა. მიხარია, რომ დელეგატად დამასახელეს, რადგან ვდგავარ იმ გუნდის გვერდით, რომელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მადლიერებას ვგრძნობ მოსახლეობისგან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ , - აღნიშნა ზუკა რურუამ.
03 ოქტომბერი 2024, 23:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია
რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრების პერსპექტივა უფრო რეალური გახდება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.