ჯონ მერშაიმერი: აშშ-ში გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად
ჯონ მერშაიმერი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშაიმერის აზრით, აშშ-ში ადამიანებს სჯერათ, რომ აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადააკეთონ ამერიკის ხედვის შესაბამისად.
„აშშ ფუნდამენტურად ლიბერალური სახელმწიფოა და ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს უფლება და პასუხისმგებლობა, ასევე გვაქვს ძალა, რათა მთელი მსოფლიო გადავაკეთოთ ამერიკის ხედვის შესაბამისად. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტს, როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტიიდან, სწორედ ამ მიდგომის სჯერა და შესაბამისად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილიც ამით არის მოტივირებული „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, - თქვა მან.
როგორც მერშაიმერი აღნიშნავს, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ აშშ-ს ძლიერი მეტოქე აღარ დარჩა. „მას შემდეგ, რაც „ცივი ომი“ დასრულდა, ჩვენ დიდი ძალის მქონე მეტოქე აღარ დაგვრჩა. მაშ, რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ, ასეთი დიდი ძალის პატრონებს? გადავწყვიტეთ გავიდეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დავიწყოთ ამერიკის იმიჯის დანერგვა“, - დასძინა პოლიტოლოგმა.
ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამერიკის მცდელობა დანერგოს ლიბერალიზმის იდეები მთელ მსოფლიოში, განსახორციელებლად თითქმის შეუძლებელია. „მე დავიბადე ლიბერალურ დემოკრატიაში და მიყვარს ლიბერალიზმი, მაგრამ აქ კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ფიქრობთ თუ არა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვირბინოთ მთელ მსოფლიოში და სხვა ქვეყნებში დავაწესოთ ლიბერალური დემოკრატია? ზოგ შემთხვევაში ვაიძულოთ ამაზე დათანხმება? ჩემი პასუხია, რომ ეს თითქმის შეუძლებელია“, - თქვა მერშაიმერმა.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2024, 09:22
მსოფლიო
ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო უჩივის
ევროპულმა კომისამ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა სუვერენიტეტის შესახებ მიღებული კანონის გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. უნგრეთმა კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის შესახებ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. მისი ინიციატორი მმართველი პარტია „ფიდესი“ იყო. კანონის თანახმად, უნგრეთში სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება. სუვერენიტეტის დაცვის ოფისის მთავარი ამოცანა კონკრეტული საქმიანობის შესწავლა იქნება, რომელიც სხვა სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერებში ხორციელდება და უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.
04 ოქტომბერი 2024, 09:21
არჩევნები 2024
ირაკლი ხელაძე: ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისგან
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს. დელეგატი გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2024, 09:16
არჩევნები 2024
ნუცა ბუზალაძე: ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“
მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.
04 ოქტომბერი 2024, 09:05
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს მეცხრე ისრაელელი ჯარისკაცია, რომელიც სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ არის დაღუპული.
04 ოქტომბერი 2024, 09:01
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დღეს პირველად ხუთი წლის განმავლობაში საჯაროდ ლოცვას აღავლენს. ინფორმაცია ალი ხამენეის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ხამენეი იქადაგებს. აღსანიშნავია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ლოცვას ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ და დაჯგუფება „ჰამასის“ გასული წლის ოქტომბერში ისრაელში შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე აღავლენს. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ქადაგების შემდეგ ისრაელთან დაკავშირებით ირანის გეგმების შესახებ გახდება ცნობილი. ალი ხამენეი, რომელიც ირანში უმაღლეს ხელისუფალს წარმოადგენს, ლოცვას იმამ ხომეინის გრანდ მოსალას მეჩეთში, თეირანში აღავლენს.
04 ოქტომბერი 2024, 08:48
არჩევნები 2024
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან.
04 ოქტომბერი 2024, 08:37
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.
04 ოქტომბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობა და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტმა საზოგადოების შიშით კანონპროექტისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.
04 ოქტომბერი 2024, 08:20
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.
04 ოქტომბერი 2024, 08:13
პოლიტიკა
ლევან მჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს
ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
04 ოქტომბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება
მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ.
04 ოქტომბერი 2024, 03:09
მსოფლიო
მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
„ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ჰაშემ საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა.
04 ოქტომბერი 2024, 02:51
მსოფლიო
პენტაგონში განმარტეს, რატომ არ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში ხდება
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში მოკავშირეთა მონაწილეობის საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 01:01
მსოფლიო
ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს
ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის შეტევითი ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:45
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2024, 00:31
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანი, რომელიც დაჩაგრულია, ციხეშია, თავისუფლება შეზღუდულია, იქ სიბრალული და თანაგრძნობა გიჩნდება, მაგრამ საწყალი, ლიდერი და წინამძღოლი ვერასოდეს ვერ გახდება
მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჯანმრთელობის კუთხით. მომაკვდავი კაცი, რომლის ნეკნიც თვალწინ მიდგას, ასე მალე გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ოქტომბერი 2024, 00:22
პოლიტიკა
ზუკა რურუა: რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი - ხელისუფლებაში მოვიდეს და შემდეგ გარედან მართულები იყვნენ
„დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ცუდ ძალებთან, რომლებსაც უნდათ პროვოკაციის მოწყობა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც არაფერი ადარდებს. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იყვნენ გარედან მართულები. ჩვენი ხელისუფლება არის ეროვნული, სუვერენული, ქვეყანა კი დამოუკიდებელი“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.
04 ოქტომბერი 2024, 00:13
არჩევნები 2024
მაია ნიკოლეიშვილი: ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ეს თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში
„მაინც ვერ ვიტყოდი ასე, რომ სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. სიმშვიდეს ვერ ვგრძნობ, იცით რატომ? ყველამ იცის, რომ არჩევნები როგორღაც ჩატარდება და არჩევნების მეორე დღეს აუცილებლად იქნება არეულობა. ამას ყველა შეჩვეულია და თითქოს ნორმაა ისევე, როგორც ავღანეთში ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა, იარაღი უჭირავს ხელში. ჩვენც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ. არაადეკვატური სიმშვიდე მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებშია“, - აღნიშნა ექსპერტმა.
04 ოქტომბერი 2024, 00:05
არჩევნები 2024
ზუკა რურუა: ლევან კობიაშვილი რომ არ ყოფილიყო პარლამენტში და პრობლემები, რაც ფეხბურთში იყო იქამდე არ მიეტანა, ხომ არ გვექნებოდა ეს წარმატება, რაც დღეს გვაქვს - 150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება
150 კაცში ყველა იურისტი ვერ იქნება და ყველა იურიდიულ საკითხებზე ვერ იმუშავებს, - ასე უპასუხა შეკითხვას, რატომ არის საჭირო სპორტსმენი იყოს პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ოქტომბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
ზუკა რურუა: პარლამენტში ყოფნის დროს, ჩემი მიზანი იქნება რომ ვიზრუნო ბაღის და სკოლის ასაკის ახალგაზრდებმა შეიძინონ ის სპორტული უნარები, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ
ახალგაზრდების მეტი ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში "იმედი LIVE".