ილჰამ ალიევი: აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს
ილჰამ ალიევი
ფოტო: Facebook
აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 1992 წელს შემოიღო, მაგრამ 9 წლის შემდეგ შეაჩერა.
„რატომ? იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ავღანეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანი დასჭირდათ. ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამასთან, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.
„რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?“ - განაცხადა ალიევმა.
აშშ-მა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლის 1 იანვარს არსებობა შეწყვიტა. კერძოდ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა და კონგრესის 75-მა წევრმა მიმართეს.
2024 წლის აპრილში აშშ-ის წარმომადგენელმა პალატის წევრმა დინა ტიტუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არცახში ბაქოს მოქმედებების და „პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების გამო“ 44 აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა.
ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2024, 15:18
არჩევნები 2024
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის ქმედებებზე: როცა გინდათ თქვენი ოპერატორები, სატესტო მარკირების წერტილს ხედავენ შორი დისტანციიდან და როცა არ გაწყობთ, ორიგინალი ფოტოს ტონებს არ იმჩნევთ
ოპოზიცია დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ამხილა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. საუბარი შეეხება შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის გადაფარვას ისეთი სენსიტიური თემით, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებით სპეკულირებს და სხვა არგუმენტი გარდა დეზინფორმაციისა, რითაც შეძლებდა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგის თემის გადაფარვას, მას არ ჰქონდა.
04 ნოემბერი 2024, 15:12
ჯანდაცვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი 5 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი 5 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებს. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა და თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა.
04 ნოემბერი 2024, 15:11
კულტურა
ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს.
04 ნოემბერი 2024, 15:09
არჩევნები 2024
კახა კალაძე გახარიას ბრალდებებზე: კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?
„ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ.
04 ნოემბერი 2024, 14:46
ჯანდაცვა
პაატა იმნაძე: გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დრო ნამდვილად არის, რომ ვაქცინაციას ეფექტი ჰქონდეს
პაატა იმნაძე: გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. „სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპი ალბათ ჩვეულებრივ ასე ნოემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება საქართველოში. ასე რომ დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს. ვაქცინა არის ჰოლანდიური წარმოების. ეს ვაქცინა არის პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინაცია შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა. დაწესებულებების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
04 ნოემბერი 2024, 14:40
პოლიტიკა
რობერტა მეცოლამ ევროკავშირის უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა გააჟღერა
„იანვარში აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია ეყოლება. ასევე იქნება ახალი სენატი და ახალი კონგრესი, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხზე. იმედი მაქს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნა მეცოლამ.
04 ნოემბერი 2024, 14:38
არჩევნები 2024
რატი იონათამიშვილი: ცრუ ბრალდება, ეს გახდა მთლიანად რადიკალური ოპოზიციის და მათ შორის გახარიების სახე
გახარიები არის ის პარტია, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მათთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინტერვიუს - „ასე მოიპარა ოცნებამ ადამიანის არჩევანი“.
04 ნოემბერი 2024, 14:36
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე: ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე
ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 14:28
არჩევნები 2024
საქართველოს რუკა მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციისთვის. ოპოზიცია ხალხის მოტყუებას ცდილობს
სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ საპრეზენტაციოდ გამოყენებულ საქართველოს რუკაზე გავრცელდა დეზინფორმაცია. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველმა გუნდმა რუკიდან გააქრო.
04 ნოემბერი 2024, 14:26
ტექნოლოგიები
კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული თამაში ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, დადებითი გავლენა აქვს კოგნიტიურ უნარებზე და მოხუცებს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ მოხუცებს სოციალურ აქტივობაშიც ეხმარება.
04 ნოემბერი 2024, 14:26
არჩევნები 2024
რატი იონათამიშვილი: კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის
ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
04 ნოემბერი 2024, 14:22
არჩევნები 2024
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: სიგიჟეებს ამბობენ, მოიგონეს ფარულობა არ იყო დაცულიო, რომ შეცდომაში შეიყვანონ თავისი ამომრჩეველი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე საუბრობს. მისი თქმით, რადიკალები იტყუებიან თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არჩევნების დღეს დაცული არ იყო, რაც აბსურდია. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს.
04 ნოემბერი 2024, 14:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი არ გაქვს, მერე მიმართავ ჭორაობას და ეს ჭორიკანა ოპოზიცია რა თქმა უნდა არ იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას
სინამდვილეში ერთი არგუმენტიც არ დაუდია ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მათი მთელი ეს პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და თავის მართლება როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 14:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, სლაიდზე, სადაც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.
04 ნოემბერი 2024, 14:01
სპორტი
პერუში მატჩზე მეხის დაცემას ფეხბურთელი ემსხვერპლა
The Mirror-ის ინფორმაციით, 39 წლის ჰუგო დე ლა კრუზ მეცა მოედანზე მას შემდეგ დაეცა, რაც თამაში მოახლოებული ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა, თუმცა სპორტსმენებმა მინდვრის დატოვება ვერ მოასწრეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
04 ნოემბერი 2024, 14:00
პოლიტიკა
გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაზე: რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია, ცესკოს როლზე არჩევნების გაყალბების საქმეში. „რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების "გამოცხობაში", - წერს გია აბაშიძე. მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს მაშინ, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
04 ნოემბერი 2024, 13:53
მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა
ქვეყნის მასშტაბით 58-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მოსახლეობა შესაძლო წყალდიდობებსა და ცივი ლავის ნაკადების შესაძლებლობების შესახებ გააფრთხილა.
04 ნოემბერი 2024, 13:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „გახარიას“ პარტიას: ემსახურებით „ნაცებს“, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს, რუკაზე „ფეიკსაც“ თქვენ და „ნაცები“ კოორდინირებულად ავრცელებთ
არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ - ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით „ნაცებს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „გახარიას“ პარტიის წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს: „მე ვარ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებელი და შენ ხარ ჩვენი ტერიტორიების დამცველი?! ამის თქმა გინდა ანუ?!“
04 ნოემბერი 2024, 13:25
კულტურა
კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი გარდაიცვალა
ჯონსი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, პეგი ლი, ფრენკ სინატრა. 1970-იან წლებში კი მან მაიკლ ჯექსონთან დაიწყო მუშაობა და იყო მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერი - Off the Wall, Thriller და Bad.
04 ნოემბერი 2024, 13:24
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ თავმოყვარე ოპოზიცია ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ესენი?!
„მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიებით ატარებენ არჩევნებს. აბა სხვაგვარად როგორ უნდა იცოდე წინასწარ, იგებ თუ აგებ არჩევნებს?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ის, რაც ნოდარ მელაძემ მაყურებელს საარჩევნო დარღვევად წარმოუჩინა, რეალურად ამომრჩეველთან კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს მსგავსი ტექნოლოგიით ატარებენ და ამ მეთოდს, მათ შორის, ქართული ოპოზიციაც იყენებდა.