ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა
ფოტო: Getty Images
ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა. სამხედრო დახმარება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომელიც დაუანონსებელი ვიზიტით, გუშინ უკრაინაში ჩავიდა. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ დაპირებული 24 თვითმფრინავიდან დანარჩენი F-16-ები უკრაინას უახლოეს თვეებში მიეწოდება, ასევე ნიდერლანდები უკრაინასთან დრონების წარმოებაში 400 მილიონ ევროს ჩადებს.
„ოფიციალურად ვადასტურებ, რომ ნიდერლანდებმა ცოტა ხნის წინ უკრაინას, ნიდერლანდური F-16-ების პირველი პარტია გადასცა. ისინი უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეშია. ასევე ვაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის დრონების მიწოდების სამოქმედო გეგმა. ამისთვის ნიდერლანდებმა 400 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიცია გამოყო. მე ვიყავი ხარკოვში, ქალაქის დაცვის ერთადერთი საშუალება, რუსეთის სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანაა. ამისთვის კი, დრონებია საჭირო. ომი ყოველდღიურად უფრო აქტიურდება და უკრაინას მეტი და უწყვეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.
ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2024, 08:29
არჩევნები 2024
ირაკლი ქადაგიშვილი: როცა დაინახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, კანონებთან დაკავშირებით ვაჭრობა დაიწყეს
ეს ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ ვაჭრობას და არა რეალობას. როცა დაინახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ახლა დაიწყეს ვაჭრობა ამ კანონებთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს, რომ გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონები.
11 ნოემბერი 2024, 08:18
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბაქოში დღეს იხსნება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
11 ნოემბერი 2024, 08:14
არჩევნები 2024
გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეს ხალხი თავიდან ბოლომდე არის იმ უცხოური ძალის ლეგიტიმაციაზე, რომლის დრო უკვე უცხოეთშიც წავიდა
არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდათ და იმიტომ ვერ წარადგინეს. ეს საკითხი ისეთივე საპნის ბუშტი იქნება, როგორც ნებისმიერი მათი სხვა საკითხი, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.
11 ნოემბერი 2024, 08:06
არჩევნები 2024
მარიამ ლაშხი: ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან ჰაერიდან მოტანილი ბრალდებები, გამოძიებასთან არ თანამშრომლობ, მაშინ როცა ხელში არაფერი გიჭირავს
გამოძიებასთან არ თანამშრომლობ, მაშინ როცა ხელში არაფერი გიჭირავს. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან ჰაერიდან მოტანილი ბრალდებები, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
11 ნოემბერი 2024, 01:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ში წაგებულმა მხარემ აღიარა წაგება და მიულოცა გამარჯვებულს, მაგრამ აქ გამოზრდილი პოლიტიკური და „ენჯეო“ კლასი ჩარჩა იქ, რაც მათ ხვალინდელი დღეს კიდევ უფრო ბუნდოვანს და გაურკვეველს ხდის
თუ ისინი შეხედავენ საკითხს სამართლიანობის პრინციპით, ანუ არგუმენტირებულობის პრინციპით, მაშინ გამოძიებაც არ სჭირდებათ იმიტომ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გადაცემაში „იმედი LIVE“.
11 ნოემბერი 2024, 00:40
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: მიხაილ როთის ჩამოსვლას აქვს გათვლები, თუმცა ერთია მათი გათვლა და მეორეა, რეალურად რას გამოიწვევს
მიხაილ როთის ჩამოსვლას აქვს გათვლები, თუმცა ერთია მათი გათვლა და მეორეა, რეალურად რას გამოიწვევს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
11 ნოემბერი 2024, 00:28
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გახსნაზე: ახლა ჩამოვფრინდი ბოსნია-ჰერცოგოვინადან. ისინი ამბობენ, გვითხრეს, მოლაპარაკები გაგიხსენითო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლის იქითაც ჯერ-ჯერობით არაფერი დევს
ახლა ჩამოვფრინდი ბოსნია-ჰერცოგოვინადან, სარაევოდან. იქ მქონდა შეხვედრა პარლამენტარებთან. მათი ინსტიტუციური განვითარება საქართველოსას ვერ შეედრება. ისინი ამბობენ - რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესი გაგიხსენითო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლის იქითაც ჯერ-ჯერობით არაფერი დევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
11 ნოემბერი 2024, 00:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ურთიერთობების სამართლიან და კარგ დონეზე გადატანის ინიციატორები ჩვენ აღმოვჩნდით
საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ამ ურთიერთობების სამართლიან და კარგ დონეზე გადატანის ინიციატორები ჩვენ აღმოვჩნდით. ჩვენდაუნებურად ამის პროვოცირება გავაკეთეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა,
11 ნოემბერი 2024, 00:15
მსოფლიო
The Washington Post: დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ნოემბერი 2024, 00:03
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. აშშ-ში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში
ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში. ამას წერენ შეერთებული შტატების წამყვანი მეცნიერები, სოციოლოგები, სოციო-ფსიქოლოგები, პოლიტოლოგები და ა.შ., - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
11 ნოემბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირში ვწევრიანდებით პრინციპებიდან გამომდინარე და არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ევროკავშირი ჰქვია - უნდა მოიხსნას პირობა, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დადგა
ჩვენ ევროკავშირში ვწევრიანდებით პრინციპებიდან გამომდინარე და არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ამას ევროკავშირი ჰქვია. ევროკავშირი საინტერესოა იმიტომ, რომ იქ გარკვეული პრინციპები, გარკვეული ფასეულობები ჩვენთვის იდენტური და ღირებულია. აქედან გამომდინარე, უნდა მოიხსნას პირობა, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დადგა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპელი ლიდერების ნაწილის მიერ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოთხოვნას.
10 ნოემბერი 2024, 23:34
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო როთისთვის პოლიტიკური რეანიმაციის შესაძლებლობად იქცა და ასეთი ბევრი კერძო ინტერესია - მათი ხვალინდელი ჩამოსვლაც სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე კიდევ ერთხელ გაამხნეონ დამარცხებული ოპოზიცია
არჩევნებში დამარცხება არა ოპოზიციის, არამედ საკუთარ პოლიტიკურ მარცხადაც აქვთ აღქმული. საქართველო როთისთვის პოლიტიკური რეანიმაციის შესაძლებლობად იქცა და ასეთი ბევრი კერძო ინტერესია, მათი ხვალინდელი ჩამოსვლაც სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე კიდევ ერთხელ გაამხნეონ დამარცხებული ოპოზიცია
10 ნოემბერი 2024, 23:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, ინფორმაციის ნაკლებობა კი არ აქვთ, ისინი საქართველოში მოდიან გარკვეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ასაწევად
ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, ინფორმაციის ნაკლებობა კი არ აქვთ, ისინი საქართველოში მოდიან გარკვეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ასაწევად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
10 ნოემბერი 2024, 23:00
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი აშშ-თან ურთიერთობებზე: არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი სირთულეები დაძლევადია
დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ეს ყველაფერი დაძლევადია, - განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ზალკალიანმა.
10 ნოემბერი 2024, 22:57
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა
ჩვენ გვქონდა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოცდილება მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, ეს იყო საკმაოდ დინამიკური, ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა აშშ-სთან. სწორედ იმ პერიოდში იყო ჩვენი პარტნიორობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა გადაცემაში „ნოესთან“.
10 ნოემბერი 2024, 22:30
საზოგადოება
ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა მონეტა - მასზე გამოსახულია ახალი საფეხბურთო მაისური, რომელიც ჩვენი ნაკრების რებრენდინგის პროცესში შეიქმნა
ისევე როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
10 ნოემბერი 2024, 22:07
საზოგადოება
ქართული სიმღერის დღესასწაული - „მიმღერეს“ მეოთხე სეზონი ხვალ დაიწყება. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
ქართული სიმღერის დღესასწაული - „მიმღერეს“ მეოთხე სეზონი ხვალ 22:00 საათზე დაიწყება. ეს არის პროექტი რომელიც შეიქმნა იმედზე და ყველა სეზონის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
10 ნოემბერი 2024, 21:56
საზოგადოება
ევრო 2024-ში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობის აღსანიშნავად ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი
შემდეგი თემა ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მათი წარმატებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის არაჩვეულებრივ იდეას, რომელიც უკვე განხორციელდა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
10 ნოემბერი 2024, 21:48
არჩევნები 2024
ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.
10 ნოემბერი 2024, 21:46
საზოგადოება
ბერი გაბრიელის და - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ
გასულ კვირას სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა გაბრიელის დამ საქართველოს წმინდა ბერის ხსენების დღე მიულოცა.