10 ოქტომბერი 2024, 15:50 / სანდო წყარო

ქარიშხალი „მილტონი“ პირველ კატეგორიამდე შესუსტდა

ქარიშხალი „მილტონი“, რომელმაც აშშ-ის ფლორიდის შტატს გადაუარა, პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარე 150 კმ/სთ-მდე დაეცა, რამაც მეტეოროლოგებს შესაძლებლობა მისცა ინფორმაცია ქარიშხლის შესახებ დაეზუსტებინათ.

ქარიშხალი „მილტონი“ აშშ-ის ფლორიდის შტატს წუხელ დაატყდა. თავდაპირველად მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა.

სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული. როგორც Reuters-ი იუწყება, ქარიშხლის გამო ამ დრომდე ორ მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

11 ნოემბერი 2024, 01:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ში წაგებულმა მხარემ აღიარა წაგება და მიულოცა გამარჯვებულს, მაგრამ აქ გამოზრდილი პოლიტიკური და „ენჯეო“ კლასი ჩარჩა იქ, რაც მათ ხვალინდელი დღეს კიდევ უფრო ბუნდოვანს და გაურკვეველს ხდის

თუ ისინი შეხედავენ საკითხს სამართლიანობის პრინციპით, ანუ არგუმენტირებულობის პრინციპით, მაშინ გამოძიებაც არ სჭირდებათ იმიტომ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გადაცემაში „იმედი LIVE“.

პეტრე მამრაძე

11 ნოემბერი 2024, 00:40

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მიხაილ როთის ჩამოსვლას აქვს გათვლები, თუმცა ერთია მათი გათვლა და მეორეა, რეალურად რას გამოიწვევს

მიხაილ როთის ჩამოსვლას აქვს გათვლები, თუმცა ერთია მათი გათვლა და მეორეა, რეალურად რას გამოიწვევს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ქადაგიშვილი

11 ნოემბერი 2024, 00:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გახსნაზე: ახლა ჩამოვფრინდი ბოსნია-ჰერცოგოვინადან. ისინი ამბობენ, გვითხრეს, მოლაპარაკები გაგიხსენითო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლის იქითაც ჯერ-ჯერობით არაფერი დევს

ახლა ჩამოვფრინდი ბოსნია-ჰერცოგოვინადან, სარაევოდან. იქ მქონდა შეხვედრა პარლამენტარებთან. მათი ინსტიტუციური განვითარება საქართველოსას ვერ შეედრება. ისინი ამბობენ - რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესი გაგიხსენითო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლის იქითაც ჯერ-ჯერობით არაფერი დევს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

11 ნოემბერი 2024, 00:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ურთიერთობების სამართლიან და კარგ დონეზე გადატანის ინიციატორები ჩვენ აღმოვჩნდით

საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ამ ურთიერთობების სამართლიან და კარგ დონეზე გადატანის ინიციატორები ჩვენ აღმოვჩნდით. ჩვენდაუნებურად ამის პროვოცირება გავაკეთეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა,

11 ნოემბერი 2024, 00:15

მსოფლიო

The Washington Post: დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 ნოემბერი 2024, 00:03

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. აშშ-ში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში

ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში. ამას წერენ შეერთებული შტატების წამყვანი მეცნიერები, სოციოლოგები, სოციო-ფსიქოლოგები, პოლიტოლოგები და ა.შ., - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ქადაგიშვილი

11 ნოემბერი 2024, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირში ვწევრიანდებით პრინციპებიდან გამომდინარე და არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ევროკავშირი ჰქვია - უნდა მოიხსნას პირობა, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დადგა

ჩვენ ევროკავშირში ვწევრიანდებით პრინციპებიდან გამომდინარე და არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ამას ევროკავშირი ჰქვია. ევროკავშირი საინტერესოა იმიტომ, რომ იქ გარკვეული პრინციპები, გარკვეული ფასეულობები ჩვენთვის იდენტური და ღირებულია. აქედან გამომდინარე, უნდა მოიხსნას პირობა, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დადგა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპელი ლიდერების ნაწილის მიერ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოთხოვნას.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 ნოემბერი 2024, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო როთისთვის პოლიტიკური რეანიმაციის შესაძლებლობად იქცა და ასეთი ბევრი კერძო ინტერესია - მათი ხვალინდელი ჩამოსვლაც სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე კიდევ ერთხელ გაამხნეონ დამარცხებული ოპოზიცია

არჩევნებში დამარცხება არა ოპოზიციის, არამედ საკუთარ პოლიტიკურ მარცხადაც აქვთ აღქმული. საქართველო როთისთვის პოლიტიკური რეანიმაციის შესაძლებლობად იქცა და ასეთი ბევრი კერძო ინტერესია, მათი ხვალინდელი ჩამოსვლაც სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე კიდევ ერთხელ გაამხნეონ დამარცხებული ოპოზიცია

ირაკლი ქადაგიშვილი

10 ნოემბერი 2024, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, ინფორმაციის ნაკლებობა კი არ აქვთ, ისინი საქართველოში მოდიან გარკვეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ასაწევად

ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, ინფორმაციის ნაკლებობა კი არ აქვთ, ისინი საქართველოში მოდიან გარკვეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ასაწევად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

დავით ზალკალიანი

10 ნოემბერი 2024, 23:00

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი აშშ-თან ურთიერთობებზე: არის პერიოდები, როდესაც მეგობრებს შორისაც არის უთანხმოება და ამ მხრივ საქართველო უნიკალური არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი სირთულეები დაძლევადია

დარწმუნებული ვარ, ის დროებითი სირთულეები, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და მინდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არსებობს, ეს ყველაფერი დაძლევადია, - განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

10 ნოემბერი 2024, 22:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ გვქონდა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოცდილება მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, ეს იყო საკმაოდ დინამიკური, ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა აშშ-სთან. სწორედ იმ პერიოდში იყო ჩვენი პარტნიორობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა გადაცემაში „ნოესთან“.

ნათია თურნავა

10 ნოემბერი 2024, 22:30

საზოგადოება

ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა მონეტა - მასზე გამოსახულია ახალი საფეხბურთო მაისური, რომელიც ჩვენი ნაკრების რებრენდინგის პროცესში შეიქმნა

ისევე როგორც სრულიად საქართველო, ეროვნული ბანკის მთელი გუნდი ჩვენი ფეხბურთელების დიდი გულშემატკივრები ვართ. მყისიერად გადავწყვიტეთ, შეგვეკვეთა ვერცხლის მონეტა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.

10 ნოემბერი 2024, 22:07

საზოგადოება

ქართული სიმღერის დღესასწაული - „მიმღერეს“ მეოთხე სეზონი ხვალ დაიწყება. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ქართული სიმღერის დღესასწაული - „მიმღერეს“ მეოთხე სეზონი ხვალ 22:00 საათზე დაიწყება. ეს არის პროექტი რომელიც შეიქმნა იმედზე და ყველა სეზონის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

10 ნოემბერი 2024, 21:56

საზოგადოება

ევრო 2024-ში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობის აღსანიშნავად ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

შემდეგი თემა ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მათი წარმატებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის არაჩვეულებრივ იდეას, რომელიც უკვე განხორციელდა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

10 ნოემბერი 2024, 21:48

არჩევნები 2024

ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

მამა გაბრიელის და, ჯულიეტა

10 ნოემბერი 2024, 21:46

საზოგადოება

ბერი გაბრიელის და - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

გასულ კვირას სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა გაბრიელის დამ საქართველოს წმინდა ბერის ხსენების დღე მიულოცა.

კახა დგებუაძე

10 ნოემბერი 2024, 21:44

პოლიტიკა

კახა დგებუაძე: ომის სწრაფად დასრულება უკრაინისთვის ნიშნავს დანაკარგებს, იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს არის ბრძოლის ველზე

ომის სწრაფად დასრულება უკრაინისთვის ნიშნავს დანაკარგებს, იმ სიტუაციაში, რომელიც დღეს არის ბრძოლის ველზე და არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაა ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე დღეს, - განაცხადა „იმედინიუსის“ საერთაშორისო მიმართულების მთავარმა რედაქტორმა კახა დგებუაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

10 ნოემბერი 2024, 21:20

მსოფლიო

„ედისონ რისერჩის“ არასწორი ეგზიტპოლის შედეგები საქართველოსა და ამერიკაში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

საბოლოო შედეგებით, დონალდ ტრამპმა ხმების 50.4% მიიღო და ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდა. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კომპანია „ედისონ რისერჩმა“, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში, არასწორი ეგზიტპოლის შედეგები გაავრცელა. კერძოდ, „ედისონ რისერჩს“, აშშ-ის არჩევნების შემთხვევაში 6%-იანი ცდომილება აქვს, რადგან მის მიერ არჩევნების დღეს ეროვნულ დონეზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს - 48 %, - აღნიშნა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

10 ნოემბერი 2024, 21:15

მსოფლიო

ამერიკული პოლიტიკის ლაზიერი ოვალურ კაბინეტში ბრუნდება - ვინ რას ამბობდა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტზე წარსულში და რას ლაპარაკობენ ახლა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ამერიკული პოლიტიკის ლაზიერი - ოვალურ კაბინეტში ბრუნდება. დონალდ ტრამპი შტატების 47-ე პრეზიდენტია. კონსერვატიული ღირებულებებითა და ომების დასრულების დაპირებით თეთრი სახლის ლიდერი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის შესაცვლელად ემზადება, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

10 ნოემბერი 2024, 20:35

პოლიტიკა

ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებს, დაცული იყო თუ არა არჩევანის ფარულობა. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი.

ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნების გეგმა ჩავარდა. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფარულობის დარღვევის გამოგონილი თემა სასამართლომ არ გაითვალისწინა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.