imedi /  14 ნოემბერი 2017, 18:16 / სანდო წყარო

Freedom House-მა "ტროლების ქარხანა" 30 ქვეყანაში აღმოაჩინა

ე.წ "ტროლების ქარხანა" 30 ქვეყანაში მუშაობს, რომლებიც სოციალურ ქსელებში კომენტარებს სახელმწიფო სტრუქტურების მითითებით ტოვებენ. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ამერიკულმა კვლევითმა  ორგანიზაციამ Freedom House გამოაქვეყნა.

"ტროლების ქარხანა" აღმოჩენილია რუსეთში, მექსიკაში, ფილიპინებზე, უკრაინაში, ბელარუსში, მაროკოში, მიანმარში, ყაზახეთში, ჩინეთში, ბაჰრეინში, ირანსა და სხვა ქვეყნებში. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, წინა წელს "ტროლების ქარხანა" მხოლოდ 26 ქვეყანაში აღმოაჩინეს.

კომენტარები ()

არქივი

22 აპრილი 2018, 00:52

მსოფლიო

აშშ-ში ბარბარა ბუშის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მეუღლესთან, ბარბარა ბუშთან დამშვიდობების ცერემონია ჰიუსტონის საეპისკოპოსო ტაძარში ჩატარდა. ცერემონიას 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, ყოფილი პრეზიდენტი ბილლ კლინტონი მეუღლესთან, ჰილარი კლინტონთან ერთად.

22 აპრილი 2018, 00:20

ტაბლოიდი

ვიზაჟისტმა უბედური შემთხვევების დროს დაშავებული ქალებისთვის უფასო აქცია დაიწყო

ვიზაჟისტმა, ოლამაიდ ფეთუგამ გადაწყვიტა, ადამიანებს, რომელთაც აფეთქებების, ხანძრების ან შემთხვევების დროს სახე დაეწვათ, მაკიაჟი გაუკეთოს. ვიზაჟისტის აქციას უკვე არაერთი ადამიანი შეუერთდა. აქციაში ჩაერთო ნაომი ონიც, რომელსაც სახე მჟავით დაუწვეს. მისი თქმით, სურდა, თავი ისევე ეგრძნო, როგორც მის მეგობრებს. ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგოები ვერ აფასებენ იმას, რაც გააჩნიათ.

22 აპრილი 2018, 00:05

საქართველო

დღეს დედამიწის დღეა

დღეს დედამიწის დღეა. ესაა ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

21 აპრილი 2018, 23:49

ტაბლოიდი

ახალი ზელანდიის პრემიერი ელისაბედ მეორესთან შესახვედრად მაორის სამოსით მივიდა

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯესინდა არდერნმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედის დროს, ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლეობის, მაორის ტომის პატივსაცემად, ტრადიციული მოსასხამი ჩაიცვა.

21 აპრილი 2018, 23:40

ტაბლოიდი

48 წლის რეიჩელ ვაისი ორსულადაა

კინოსა და თეატრის ბრიტანელი მსახიობი, რეიჩელ ვაისი ორსულადაა. ოსკაროსანი მსახიობი 48 წლისაა. ეს წყვილისთვის, ვაისისა და მისი მეუღლისთვის, ბრიტანელი მსახიობის, დენიელ კრეიგისთვის პირველი შვილია.

21 აპრილი 2018, 22:30

საქართველო

კახა ბექაური: დღეს მედიის ფინანსურ გამჭვირვალებას მხოლოდ „რუსთავი 2“ ეწინააღმდეგება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ქართული მედიაგარემოს შეფასებას გამოეხმაურა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე მიღებული კანონი ამ დრომდე მედიასაშუალებების მიერ სრულყოფილად არ სრულდება, რაც პრობლემაა. ​​​​​​​

21 აპრილი 2018, 22:29

მსოფლიო

მადაგასკარში აქციისას ცრემლსადენი გაზის გამოყენებას მსხვერპლი მოჰყვა

მადაგასკარში საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლი მოჰყვა. მაგადასკარში მსახლეობა ახალ კანონს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს წარსულში ნასამართლეობა არ უნდა ჰქონდეს.

21 აპრილი 2018, 22:14

მსოფლიო

ჩინეთში „დრაკონის ნავების“ შეჯახების შემდეგ 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში "დრაკონის ნავების" შეჯიბრი ეროვნული დღესასწაულის "დუანიუს" (ზაფხულის დღესასწაული) ფარგლებში უნდა გამართულიყო. შეჯიბრის მზადებისას ორმა ნავმა მართვა დაკარგა და ერთმანეთს შეეჯახა. ნავები გადაბრუნდნენ და წყალში ერთდროულად 57 ადამიანი აღმოჩნდა. მაშველებმა 40 მადგანის ამოყვანა მოახერხეს.

21 აპრილი 2018, 21:58

ძალოვნები

ბათუმში პარკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ბათუმში 6 მაისის პარკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ადგილზე ქალი გარდაცვლილი დახვდათ, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს თავზე ჭრილობა ჰქონდა.

21 აპრილი 2018, 21:57

მსოფლიო

სარგსიანი: რეგიონის გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ პოსტს დავტოვებ

სომხეთის პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ რეგიონში რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ხელისუფლებაში სხვა ძალები შეძლებენ მოსვლას. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

21 აპრილი 2018, 21:29

მსოფლიო

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ქალაქ დუმაში შეუშვეს

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ექსპერტებს, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, ღუტას რეგიონში მდებარე ქალაქ დუმაში იმ ადგილის დათვალიერებისა და კვლევის უფლება მისცეს, სადაც 7 აპრილს ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

21 აპრილი 2018, 21:21

ვიდეო

საქართველო ენიო მორიკონეს მოლოდინშია

21 აპრილი 2018, 21:13

ვიდეო

რამდენიმე დღე და სიგარეტის მოწევა მხოლოდ ღია სივრცეში იქნება ნებადართული

21 აპრილი 2018, 21:10

ვიდეო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეები და ექსპერტები დაკითხეს

21 აპრილი 2018, 21:08

საქართველო

ბატონის ციხის ტერიტორიაზე მუზეუმის მშენებლობისთვის 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა

კახეთი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება მას შემდეგ, რაც აქ „ბატონის ციხის" ტერიტორიაზე ახალი მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის მშენებლობისთვის 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

21 აპრილი 2018, 20:59

სპორტი

ბათუმის ღამის მარათონში კენიელმა გაიმარჯვა

ბათუმის ღამის მარათონის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. მათ ფულადი ჯილდოები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი კიმუტაი კიმლიმო გახდა კენიიდან, მან ოცდაერთკილომეტრიანი მონაკვეთი დაახლოებით ერთ საათში დაფარა.

21 აპრილი 2018, 20:59

ვიდეო

როგორ აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?

21 აპრილი 2018, 20:45

საქართველო

კვირიკაშვილი: ჩვენს პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველო“ ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამბროლაურში „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

21 აპრილი 2018, 20:44

საქართველო

ხორავას ქუჩის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის დეიდა ქრონიკასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სისტემატურად ხდება ჩვენებების გაჟონვა მედიაში დახურული სხდომიდან.

21 აპრილი 2018, 20:35

მსოფლიო

მოსკოვში ქარიშხალის დროს ბავშვი დაიღუპა

მოსკოვში ქარიშხალის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა Twitter-ზე დაწერა. დაშავებულია 12 ადამიანი. "გოგო, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს", - განაცხადა მოსკოვის მერმა.