აშშ-ის სენატორი მარშალი ქალისა და მამაკაცის სქესის განსაზღვრის დაკანონების ინიციატივით გამოდის - კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ადამიანი არის ან მამაკაცი ან ქალი და სქესი არ განისაზღვრება თვითიდენტიფიკაციით
როჯერ მარშალი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის კონგრესის სენატორმა კანზასიდან როჯერ მარშალმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერული იდეოლოგიის მომხრეთა წინააღმდეგ არის მიმართული და ქალისა და მამაკაცის მცნებას „ბიოლოგიური“ ჭეშმარიტების თვალსაზრისით ადგენს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა „ 2024 წელს მამაკაცისა და ქალი სქესის განსაზღვრის შესახებ“, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს მამრობითი და მდედრობითი სქესის განსხვავებებს.
წარმოდგენილ კანონპროექტში, რომელსაც მხარს რამდენიმე კონსერვატიული ორგანიზაცია უჭერს, ნათქვამია, რომ ამგვარი განსხვავება საჭიროა სქესის, როგორც ბიოლოგიური ჭეშმარიტების განსაზღვრებაში მზარდი გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად.
„როგორც ექიმმა, რომელიც 5 ათასზე მეტ მშობიარობას დავესწარი, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ბავშვებში სქესის თემის პოლიტიზება ანგარებით და საკუთარი რადიკალური მიზნებისთვის ამის პაიკივით გამოყენება არამხოლოდ არასწორია, არამედ ძალიან სახიფათოა. მე არ მეგონა, რომ დაგვჭირდებოდა კანონმდებლობა, რომელიც გვეტყოდა, რომ არსებობს ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა“, - თქვა მარშალმა.
მარშალი არის მეორე „რესპუბლიკელი“, რომელმაც ამ საკითხზე კანონპროექტი შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ მანამდე „რესპუბლიკელმა“ ნენსი მეისმა ამ თვეში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში კაცებს ქალების საპირფარეშოში შესვლას უკრძალავს. ამ კანონპროექტის მიხედვით, „დემოკრატი“ სარა მაკბრაიდი დელავერის შტატიდან, რომელიც საკუთარ თავს ქალად მიიჩნევს, ვერ ისარგებლებს ქალების საპირფარეშოთი.
მარშალის კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „ყოველი ადამიანი არის ან მამაკაცი, ან ქალი“, და რომ „არავითარ შემთხვევაში ადამიანის სქესი არ განისაზღვრება რაღაცა პირობებით ან თვითიდენტიფიცირებით“.
მარშალის კანონპროექტს „რესპუბლიკელი“ სენატორები აიდაჰოდან ჯეიმს რიში და მაიკ კრაპო, აგრეთვე მისისიპიდან სინდი ჰაიდ-სმიტი უჭერენ მხარს. კანონპროექტს აგრეთვე დადებითად აფასებენ ისეთი კონსერვატიული ჯგუფები, როგორიცაა Heritage Action, Family Research Council, Concerned Women of America და Alliance Defending Freedom.
„ჩვენ სქესის იურიდიული განმარტების კოდიფიცირება უნდა მოვახერხოთ, რათა ის დაეყრდნოს მეცნიერებას და არა გრძნობებს. ჩვენი კანონმდებლობით ჩვენ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის თავდასხმას ბავშვებზე გავანეიტრალებთ“, - დასძინა სენატორმა.
ყველა სიახლე
25 იანვარი 2025, 17:33
მსოფლიო
“ჰამასმა” კიდევ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
“ჰამასმა” კიდევ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
25 იანვარი 2025, 17:33
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ოპოზიციის გეგმაა, რომ ექნება გეგმა - ამბობენ, დადგება X დღე და გეგმას გაგაცნობთო, შემდეგ დადგება ის X დღე და ისევ X დღეზე საუბრობენ
არ ვიცი როგორი კომუნიკაცია აქვთ თავიანთ პატრონებთან, მაგრამ ალბათ დავალებები აგვიანებს. აქამდე იმას მაინც ახერხებდნენ, ცდილობდნენ საზოგადოებას ტყუილს როცა შესთავაზებდნენ, რაღაც ცოტა დამაჯერებლობა მაინც ჰქონოდა ამ ტყუილს, ახლა ამასაც ვერ ახერხებენ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
25 იანვარი 2025, 17:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც
დღის წესრიგშია, პირველ რიგში, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას თვითონ ევროკავშირთანაც, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
25 იანვარი 2025, 17:28
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ლგბტ უფლებებზე პოლიტიკური შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს: მოღალატე და უზნეო ოპოზიციავ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც მოაწერდით ხელს ამ სამარცხვინო დოკუმენტს?
„მოღალატე და უზნეო ოპოზიციავ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც იგივეს იზამდით? მოაწერდით ხელს ამ სამარცხვინო დოკუმენტს? ეს დოკუმენტი სახეზეა და სხვა ყველაფერთან ერთად, სადაც საჭიროა იქ არის. ისე, მაინტერესებს, რატომ ხართ გატრუნულები? ვერ იძახით ვეღარაფერს? ბერპაპა ჯოს მიაწექით ისე ჯობია.” - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
25 იანვარი 2025, 17:24
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია. ოპოზიციის ერთადერთი გეგმა იყო „მაკკეინის ინსტიტუტის“ გაიდლაინის ინსტრუქციის შესრულება, რომ პროცესები რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაეყვანა
ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია. ოპოზიციის ერთადერთი გეგმა იყო „მაკკეინის ინსტიტუტის“ გაიდლაინის ინსტრუქციის შესრულება, რომ პროცესები რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაეყვანა.
25 იანვარი 2025, 16:57
მსოფლიო
თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი
თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი.
25 იანვარი 2025, 16:50
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: გაეროს გენერალური მდივნის მილოცვა ხელისუფლებისადმი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და არა მანამდე, გასაგები მესიჯია ყველასთვის. ოპოზიციის ბოლო ნავსაყუდელი ევროპაა, თუმცა, ისიც დროებით
„ოპოზიციის ერთადერთ ნავსაყუდლად რჩება მხოლოდ ევროპა და ისიც დროებით. ევროპარლამენტის არჩევნები ტრამპის არჩევნების შემდეგ რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, სხვა სურათი გვექნებოდა. დღევანდელი ევროპული ლიდერშიპი ბაიდენის პოლიტიკის გამგრძელებლები არიან და ცდილობენ, სადამდეც შეეძლებათ, იქამდე შეინარჩუნონ “გამძლეობა”. არადა, ტრამპი-მასკის ტანდემი გასაქანს არ აძლევს, არც ევროპას და არც ბრიტანეთს. მათთან ცვლილებები გარდაუვალია.
25 იანვარი 2025, 16:37
რეგიონი
სოფელ თეძმისხევში, მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევში, მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
25 იანვარი 2025, 16:34
პოლიტიკა
ირმა ჭკადუა ოპოზიციას: ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ
ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა, და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ,- წერს ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.
25 იანვარი 2025, 16:30
მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლება კანონში ცვლილებებს აანონსებს, რომელიც 18-25 წლის მამაკაცების ნებაყოფლობით მობილიზაციას ეხება
უკრაინის ხელისუფლება კანონში ცვლილებებს აანონსებს, რომელიც 18-25 წლის მამაკაცების ნებაყოფლობით მობილიზაციას ეხება.
25 იანვარი 2025, 15:07
მსოფლიო
კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია
კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში მიიწვია.
25 იანვარი 2025, 15:03
სპორტი
სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პარასპორტსმენებს შეხვდა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრი პარაათლეტების საჭიროებებს გაეცნო და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
25 იანვარი 2025, 14:54
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გიორგი ბაჩიაშვილზე: სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ინდულგენცია
სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ინდულგენცია.
25 იანვარი 2025, 14:42
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ფაქტია, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება
ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ში ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
25 იანვარი 2025, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე: ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა
ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
25 იანვარი 2025, 14:03
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: "ევროსაბჭო" არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები
ზურაბ ქადაგიძე: "ევროსაბჭო" არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები.
25 იანვარი 2025, 13:16
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა დანიგანს: „სექსუალური მოძალადე და კრიმინალი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს NDI-ს ექსშეფმა. სტიპენდიატმა ზურაბიშვილმა რუსული პროექტი. დუმილი თანხმობის ნიშანია. თქვენც ასე ფიქრობთ?
„სექსუალური მოძალადე და კრიმინალი“ - უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს NDI-ს ექსშეფმა საქართველოში და მაკკეინის ინსტიტუტის სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ავტორმა ლ. ტორტონმა!
25 იანვარი 2025, 13:14
მსოფლიო
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც სავარაუდოდ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ.
25 იანვარი 2025, 13:13
სამართალი
პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კაციას შესახებ: სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და ჰიგიენური ნორმებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამსახურის დისკრედიტაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნიკოლოზ კაციას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მას საკვების მიწოდება შეზღუდული აქვს. სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.
25 იანვარი 2025, 13:07
მსოფლიო
თეთრი სახლის მრჩეველი: ხალხი ხუმრობს Deep State-ზე, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ეს რეალობაა. მათ აქვთ მეთოდები, რომლითაც შეუძლიათ ისე დაგბლოკონ, რომ ვერც გააცნობიერო
ხალხი ხუმრობს Deep State-ზე, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ეს რეალობაა. მათ აქვთ მეთოდები, რომლითაც შეუძლიათ ისე დაგბლოკონ, რომ ვერც გააცნობიერო.