imedi /  21 ნოემბერი 2017, 11:03 / სანდო წყარო

რამზან კადიროვი სტალინის საქართველოში დაკრძალვის მომხრეა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ლენინის დამარხვის, სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემისა და საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კადიროვმა INTERFAX- თან ინტერვიუში განაცხადა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ლენინი უნდა დაიმარხოს. თუმცა, მისი მავზოლეუმში ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არაა. მეკითხებიან და ჩემს აზრს გამოვთქვამ,“- განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, ლენინი მავზოლეუმში როგორც სახელმწიფო მოღვაწე მოათავსეს და არა როგორც პარტიული ბელადი. ამიტომ, როგორც სსრკ–ის ყოფილი ლიდერი, მიწას უნდა მიაბარონ და საფლავზე მისი ძეგლი აღვმართონ.

„რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და ის საქართველოს გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო მას დამარხავს და რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა“, – თქვა კადიროვმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 12:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, დესტრუქციულ ძალებს არავითარ შანსს არ დავუტოვებთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი, რევოლუციების და ომების დრო ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამთავრებულია

ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის დრო დასრულდა და დესტრუქციულ ძალებს არ მიეცემათ საშუალება, ქვეყანა არიონ.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ცაგერში ჩვენს კანდიდატ გიორგი ნემსაძეს სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში, რაც არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს

დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის საარჩევნო შტაბის წევრებთან, ჩვენს პარტიასთან, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, ბატონი გიორგი ნემსაძე, რომელიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

გია აბაშიძე

23 ოქტომბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მტაცებელი ინვესტორი მამუკა ხაზარაძე ახლაც ამდენს არ გადაიხდიდა, თუ სააკაშვილის მხრიდან კომპრომატების ტყვეობაში არ იქნებოდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საინფორმაციო სააგენტო „Netgazeti-ს“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც პარტიების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციების მიხედვით დათვლილია, რომელმა პარტიამ დახარჯა მეტი ან ნაკლები თანხა არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად.

ვლადიმერ ბოჟაძე

23 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: თბილისში პარტია „ლელოს“ 1 ხმა ყველაზე ძვირი 47.5 ლარი დაუჯდა

ნიკანორ მელიას ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ვიცე-მერის და დიდი ,,ქველმოქმედის“ პარტიას - „ლელოს“ 1 ხმა თბილისში ყველაზე ძვირი 47.5 ლარი დაუჯდა, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, სადაც დათვლილია პარტიების მიერ შევსებული ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოდან 2 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს, რომელმა პარტიამ დახარჯა მეტი ან ნაკლები თანხა არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინ ღამით, სრული ისტერია, პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ და ყველა ქაოსის შემომტანმა ადამიანმა - არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს, ჩემი დავალებით, ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში

„გუშინ ღამით, სრული ისტერია, პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ და ყველა ქაოსის შემომტანმა ადამიანმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებაზე“, - ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია რეგიონებში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ

მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 12:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რატომ შიმშილობს სააკაშვილი? ვინ უშლის ჭამას? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული

რატომ შიმშილობს სააკაშვილი? ვინ უშლის ჭამას? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

23 ოქტომბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

პრემიერი: მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის და არც ანზორ მელიასთვის

„ამ ადამიანებმა ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ, ამის უფლებას არავის არ მივცემ. მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის და არც ანზორ მელიასთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

23 ოქტომბერი 2021, 12:19

სამართალი

სუსი: სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების სპეცდანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმაურება.

ალეკ ბოლდუინი

23 ოქტომბერი 2021, 12:13

მსოფლიო

როგორ აღმოჩნდა დატენილი იარაღი ალეკ ბოლდუინის ხელში. პრესა დამატებით ცნობებს ავრცელებს

მსოფლიო პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა დატენილი იარაღი ალეკ ბოლდუინის ხელში, რასაც გადასაღებ მოედანზე ტრაგედია მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, 24 წლის ჰანა გუტიერესმა, რომელიც იარაღზე იყო პასუხისმგებელი, გადასაღები სივრცის გარეთ, ეტლზე, სამი იარაღი დადო. მოგვიანებით, რეჟისორის პირველმა ასისტენტმა, დეივ ჰოლსმა სამიდან ერთ-ერთი იარაღი აიღო და მსახიობ ბოლდუინს გადასცა ისე, რომ არ იცოდა, მასში ნამდვილი ტყვიების არსებობის შესახებ.

23 ოქტომბერი 2021, 12:09

სამართალი

შსს: თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და მიმდინარეობს პოლიციელთა გეგმური როტაცია

გავრცელებულ ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომ გორსა და სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებზე თანამშრომლები ე.წ. ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასული, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით.

23 ოქტომბერი 2021, 11:41

რეგიონი

დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდება. ამ ეტაპზე, კომისიამ კიდევ 59 ოჯახი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია.

23 ოქტომბერი 2021, 11:35

სამართალი

პოლიციამ ბათუმში, ნარკოლოგიურ ცენტრთან მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

23 ოქტომბერი 2021, 11:34

სამართალი

კაცს, რომელიც 14 წელს მიუღწეველ გერზე 3 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

23 ოქტომბერი 2021, 11:24

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: მიმდინარეობს 67 სკოლის მშენებლობა, საიდანაც 52 სკოლა უკვე დასრულებულია

ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 67 სკოლის მშენებლობა, საიდანაც 52 სკოლა უკვე დასრულებულია და წლის ბოლოს, სულ, 60 სკოლა იქნება დასრულებული. მომდევნო სექტემბრისთვის კი, უკვე დარჩენილი 7 სკოლაც იქნება აშენებული. ასევე, მაღალი ჩართულობაა სარეაბილიტაციო სკოლებთან მიმართებაში. მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, საიდანაც წლის ბოლოსთვის 50 სკოლა დასრულდება, დარჩენილი სკოლების რეაბილიტაციას კი, შემდეგ წელს დავასრულებთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 11:13

საზოგადოება

ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

ქალაქ ციურიხში, ქართული ღვინისგალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო.

23 ოქტომბერი 2021, 11:06

მსოფლიო

ერთ წელიწადში, აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რეკორდული რაოდენობა დააკავეს

ბოლო 12 თვის განმავლობაში, ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე 1,7 მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რაც ყველაზე მაღალი ერთწლიანი მაჩვენებელია. დაკავებულთა შორის მხოლოდ მექსიკელები არ არიან, მათ შორის 160-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე იყო.

23 ოქტომბერი 2021, 11:05

სამართალი

შს მინისტრის პირველი მოადგილე და აშშ-ის ელჩი ნარკოდანაშაულის გამოძიების სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, ნარკოდანაშაულის გამოძიების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. ტრენინგის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს მინისტრის პირველმა მოადგილემ და აშშ-ის ელჩმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

23 ოქტომბერი 2021, 10:59

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორციელებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცათ.

23 ოქტომბერი 2021, 10:56

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 469-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 943 743 აცრა გაკეთდა.