FT: ევროპა შეშფოთებულია ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებით რუსეთთან უკრაინის საკითხის გამო

ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯეი დი ვენსი
ფოტო: Getty Images
ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მათ მოუწევთ ხარჯის გაწევა ომის შემდგომი უსაფრთხოების დამყარებასა და აღდგენაში, რადგან აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებიდან უკრაინის შესახებ ისინი მოჰკვეთეს. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ მათი დელეგაციები „დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს“ ომის დასრულების შესახებ, რაც ევროპის დედაქალაქები, რომლებმაც ვერ დაასაბუთეს პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობა, შოკში ჩააგდო.
ათეულობით ევროპელი ჩინოვნიკი, რომელსაც გამოცემა ესაუბრა, ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მათ ეტყვის, რომ მათ უკრაინის აღდგენაში ფული უნდა გადაიხადონ და განათავსონ იქ ჯარები, რათა სამშვიდობო შეთანხმებას მხარი დაუჭირონ, რაშიც თავად მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ამერიკელებს არ სურთ ევროპის როლის ხილვა დიდი გეოპოლიტიკური საკითხის გადაწყვეტაში, რომლებიც ომს ეხება. ეს იქნება ჩვენი ერთობის გამოცდა“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა. „ტრამპი ჩვენ ფულივით გვიყურებს. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ გამოიყურება ჩვენი ადგილი მაგიდასთან ფულის სანაცვლოდ“.
ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მზად არიან „გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა“ და დაზუსტებულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე.
ევროპელი ლიდერები და მინისტრები იმედოვნებენ, რომ მეტ სიცხადეს ტრამპის გეგმების შესახებ ისინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან უკრაინის საკითხებში კიტ კელოგთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაიგებენ, რომელიც პარასკევს აიღებს სტარტს.
ნატოში, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ არ ელიან, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კელოგი აშშ-ის მიზნებს გააჟღერებს. ის მომდევნო დღეებში ევროპის დედაქალაქების პოზიციებს გაეცნობა.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზში ევროკავშირის მთავარ დიპლომატს კაია კალასს შეხვდნენ, რათა საკუთარი მიდგომის სტრატეგია შეიმუშაონ.
„გაურკვევლობისა და ცვლილებების ჟამს მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რომ ევროპელებს საერთო გაგება ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ რა ხდება“, - ციტირებს გამოცემა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხოსე მანუელ ალბარესს.
„სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ ევროპის გარეშე ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკება შეუძლებელია“, - დასძინა მან. „და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ რამის გადაწყვეტა შეიძლება“.
კიევში ოფიციალური პირები იმედგაცრუებას გამოხატავენ ევროპელი ლიდერების მიმართ და მათ უმოქმედობაში სდებენ ბრალს. „ნათელია, რომ ყველა ელის, თუ რას ეტყვის მათ ტრამპი“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს.
ყველა სიახლე

22 მარტი 2025, 01:00
ტაბლოიდი
46 წლის მამაკაცს ემინემის გამოუქვეყნებელი სიმღერების მოპარვასა და გაყიდვაში ედება ბრალი
46 წლის მამაკაცს ემინემის გამოუქვეყნებელი სიმღერების მოპარვასა და გაყიდვაში ედება ბრალი.

22 მარტი 2025, 00:29
ტაბლოიდი
ამერიკელი რეპერი Stormzy კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს მიიღებს
ამერიკელი რეპერი Stormzy კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს მიიღებს.

22 მარტი 2025, 00:27
მსოფლიო
Reuters: დანიის საგარეო უწყება ტრანსგენდერ მოქალაქეებს ურჩევს, აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდნენ ამერიკაში გამგზავრებამდე
დანიის საგარეო უწყება ტრანსგენდერ მოქალაქეებს ურჩევს, აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდნენ ამერიკაში გამგზავრებამდე, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ტრამპის გენდერულმა პოლიტიკამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას მათ სამგზავრო დოკუმენტებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 23:47
სპორტი
თბილისის „გრანდ სლემის" პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს და სამი მედალი: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

21 მარტი 2025, 23:29
მსოფლიო
ერდოღანი: არ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას - როგორც აქამდე არ დავნებდით ქუჩის ტერორს, არც ვანდალიზმს დავნებდებით მომავალში
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ერი ყოველგვარი უბედურებისგან, გასაჭირისგან და მეხუთე კოლონის საქმიანობისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

21 მარტი 2025, 23:19
საზოგადოება
ილია მეორე მერაბ კოკოჩაშვილს: თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი
„დიდ პიროვნებას, ცნობილ კინორეჟისორს, გამოჩენილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს, გულითადად ვულოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი... შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, კვლავაც ნათელი გონება და ძალა სადიდებლად ღვთისა და მსახურებად ქვეყნისა“, - წერია მილოცვის წერილში.

21 მარტი 2025, 23:11
კულტურა
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე კინორეჟისორის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალები, აფიშები კინოფილმებიდან, ესკიზები, საოჯახო ფოტოსურათები, წერილები და ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. „დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, ენახა კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე”, რომელშიც მერაბ კოკოჩაშვილი პაატას როლს ასრულებს, ასევე, რეჟისორის პორტრეტული ხასიათის ინტერვიუ.

21 მარტი 2025, 23:02
მსოფლიო
ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace-ს 660 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია Energy Transfer-ის სასარგებლოდ
ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუნების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, Greenpeace-ს, 660 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ.

21 მარტი 2025, 22:55
საზოგადოება
თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

21 მარტი 2025, 22:48
საზოგადოება
ბაია კვიციანი ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიურ პლენარულ სესიაში მონაწილეობდა
სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიური პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მონაწილეობდა.

21 მარტი 2025, 22:18
სპორტი
ნინო ლოლაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ (-57 კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ პაულინე სტარკეს სძლია.

21 მარტი 2025, 22:17
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს.

21 მარტი 2025, 22:09
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.

21 მარტი 2025, 22:00
სპორტი
თემურ ნოზაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე თბილისის „გრანდ სლემზე“ ქართველმა ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ (-66 კგ) ფინალი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე აბრეკ ნაგუჩევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

21 მარტი 2025, 21:49
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა
სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ. „9 ათასზე მაღალი პირველად ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე და მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზს, რომ 24 წელს 8 880 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

21 მარტი 2025, 21:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ის უშველებელი რესურსით შესაძლოა, მართლაც ახდეს არა მარტო საქართველოს, არამედ უამრავი ქვეყნის ოცნება და ომის დღის წესრიგი თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და პოზიტიური პროცესების დღის წესრიგით შეიცვალოს
საქართველოს არასდროს შეუცვლია არც თავისი საგარეო კურსი და არც თავისი პოზიცია, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას.

21 მარტი 2025, 21:39
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
„ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს მშვენიერი ადამიანები, ასეთი თბილები, ჭკვიანები, ნიჭიერები არსებობენ ჩვენს ირგვლივ და მათ სჭირდებათ ყურადღება და მეტი სითბო. აქ, დიდი მხიარულებაა, ბავშვები ხატავენ უფროსებთან ერთად. მადლობა უნდა ვუთხრათ პედაგოგებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით დედებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ ხალხისათვის მეტი ყურადღება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

21 მარტი 2025, 21:22
პოლიტიკა
პაატა სალია: ყოველდღიურად გვესმის ტრამპის გზავნილები, რომელიც თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა
საქართველოს მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, რომელიც უკან იქნებოდა დახეული იმ გზიდან, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერებოდა. ყველასთვის ცნობილია საქართველოს დახმარება აშშ-ს მიმართ სხვადასხვა სამხედრო მისიებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრისას.

21 მარტი 2025, 21:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან. „ენჯეოები“ აფინანსებენ, „ენჯეოები“ იღებენ „შავ ფულს“, „ენჯეოები“ ანაწილებენ ამ ფულს კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევა უნდა მოეტანა
„რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას, რომელიც „ენჯეოების“ მიერ თბილისში აქციის დაანონსების საბაბად იქცა.

21 მარტი 2025, 21:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას
„არასამთავრობო სექტორიც, რადიკალური ოპოზიციაც არის საქართველოში რეიტინგულად განულებული. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ცდილობენ გარე აქტორები, აგენტებისთვის დავალებების მიმცემები კონკრეტული განცხადებით თუ ნაბიჯებით სიცოცხლისუნარიანობა შემმატონ, ან გაუჩინონ იმ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ეს პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობა აქვს განულებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.