imedi /  14 თებერვალი 2025, 01:22 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინს მშვიდობა სურს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინს მშვიდობა სურს.

კითხვაზე - როდესაც პუტინი ამბობს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა, გჯერათ მისი? - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

მე მჯერა, რომ მას მშვიდობა სურს. მე დავუჯერე პრეზიდენტ პუტინს, როცა მას გუშინ ვესაუბრე. მე მას კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, მეტყოდა, რომ არ ნდომებოდა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ენდობა პუტინს უკრაინის თემასთან დაკავშირებით.

„მე მას ვენდობი ამ საკითხში. ვფიქრობ, მას სურს, რომ რაღაც მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით

გადავდოთ გვერდზე, რაც იყო დახურულ კარს მიღმა, გახსოვთ საჯარო მოწოდებები, საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი NGO-ების ლიდერები და პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით პირდაპირ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 23:39

პოლიტიკა

პრემიერი: ქართველი ხალხი სწორად რომ მსჯელობს ყველაფერზე, ამის შედეგია ის, რომ ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა არჩევნებზე, ევროპულ ბიუროკრატიას ქართველი ხალხი აღარ ენდობა

ნახეთ, რამხელა ფარსია - გამოდის ევროკავშირის ელჩი და აცხადებს, რომ, თითქოს, 28 ნოემბერს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, თუმცა ამ დროს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თვითონ გამოვიდა, თქვა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და თუ „ქართულ ოცნებას“ არ შეცვლიდა ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში დავრჩებოდით შეჩერებულ მდგომარეობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

მაია ბითაძე

19 მარტი 2025, 23:39

პოლიტიკა

მაია ბითაძე: წარუმატებლები და ლუზერები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველაზე მთავარი, რაც მათ ასეთად აქცევს, ეს არის ის ტყუილების კასკადი რომლითაც ცდილობენ საქართველოს მოსახლეობა მოატყუონ, რაც ბუნებრივია აღარ მუშაობს

აბსოლუტურად წარუმატებელი იქნება პოლიტიკური ლუზერების ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველა მათი ქმედება. მათ შორის ასეთი ასტრონომიული თანხების ხარჯვა ლობისტური საქმიანობისთვის იქნება წარუმატებელი ერთი მიზეზის გამო, დღეს თეთრზე შავად ჩანს თუ რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რითაც ნიკა გილაური მიერ ობისტური კომპანიის დაქირავებას გამოეხმაურა.

მაია ბითაძე

19 მარტი 2025, 23:34

პოლიტიკა

მაია ბითაძე: არავინ იფიქროს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება შეაჩერა - ყველაზე მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეკონომიკურად გამართული და ძლიერი თავის სუვერენიტეტში

აბსოლუტურად სამარცხვინო იყო ის ბოლო რეზოლუცია, რაც ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო. ეს რეალურად არის ძალიან დიდი უცნაურობა, რომელიც აღძრავს კითხვას, რამდენად სუვერენული სახელმწიფოა თვითონ ჩეხეთი და რამდენად ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს პოზიციას საგარეო მიმართულებით, იმიტომ რომ ასეთი ასეთი გაუგებრობა საერთაშორისო ურთიერთობებში არის სამარცხვინო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:33

პოლიტიკა

პრემიერი: ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის ხელმძღვანელი მე პირადად მესაუბრებოდა და მიიღო უარი მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, მე ვუთხარი, რომ ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის „გლობალური ომის პარტია“, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან განცალკევებით და რეალურად, ვსაუბრობდით არსებითად იმაზე, რასაც დღეს Deep State-ს უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

მაია ბითაძე

19 მარტი 2025, 23:24

პოლიტიკა

მაია ბითაძე ფონდებზე: ეს ფონდები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიურად იყო გამოყენებული სწორედ ქვეყანაში როგორც დესტაბილიზაციის წახალისების, ასევე ე.წ. რევოლუციური სცენარების განვითარებისკენ

საინტერესო თემაა ფონდები, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ფონდები, რომელიც დღეს შერაცხილია, თითქოს ეს არის რაღაც საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნების მქონე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან

რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:08

პოლიტიკა

პრემიერი: 9 პუნქტი იყო ტყუილი, რეალურად, ევროკავშირის ჩინოვნიკებისგან იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ცესკოს და სასამართლოს. ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა

რაც შეეხება 9 პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა - ცესკოს და სასამართლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციისკენ

ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ყველა მიმართულებით და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება

ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:46

პოლიტიკა

პრემიერი: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულ ადამიანებს დღესაც სურთ მეორე ფრონტი საქართველოში

დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე მივა ბოლომდე

აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:39

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ნებისმიერ ურთიერთობებში, გვაქვს გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს

საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ჩვენ ნებისმიერ ურთიერთობებში, ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 22:35

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

19 მარტი 2025, 22:24

პოლიტიკა

პრემიერი: თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება

ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის, საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:20

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს აშშ-თან ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

19 მარტი 2025, 21:45

სპორტი

ოთარ კიტეიშვილი: კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია

კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, - განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე.

19 მარტი 2025, 21:37

სპორტი

ვილი სანიოლი: ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ

ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე.

ნიკოლ ფაშინიანი

19 მარტი 2025, 21:22

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ჩემი მითითება სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთვის მკაფიოა - არ დაუშვათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, სომხეთი მშვიდობისკენ მიემართება და არა ომისკენ

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება, -განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

19 მარტი 2025, 20:49

მსოფლიო

მედია: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინასთან გზები ინციდენტის გამო გადაკეტეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შტაბ-ბინასთან გზები ინციდენტის გამო გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.