imedi /  16 აპრილი 2025, 18:34 / სანდო წყარო

ირანის პრეზიდენტი: თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს

მასუდ პეზეშკიანი

მასუდ პეზეშკიანი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საქმეები ამ მოლაპარაკებების გამო არ ჭიანურდება და არ ჩერდება.

მანამდე აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანის არცერთი სამრეწველო, ეკონომიკური, სამშენებლო ან კულტურული საქმე არანაირად არ არის დამოკიდებული აშშ-თან მოლაპარაკებებზე.

„მოლაპარაკებებმა შესაძლოა შედეგი გამოიღოს ან არ გამოიღოს. ჩვენ არც ზედმეტად ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და არც ზედმეტად პესიმისტურად. რა თქმა უნდა, მეორე მხარის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილნი, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ“, - აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

29 აპრილი 2025, 19:05

მსოფლიო

გამოკითხვა: უკრაინელების თითქმის 90% არ ენდობა დონალდ ტრამპს

უკრაინული ცენტრი „ახალი ევროპის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელების თითქმის 90% არ ენდობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

29 აპრილი 2025, 18:56

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი ბათუმში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით.

ზურაბ ქადაგიძე

29 აპრილი 2025, 18:42

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ამ ეტაპზე კი „მედია განვითარების ფონდისა“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილისთვის, გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ, სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატობის გადაცემას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

სოსო მანჯავიძე

29 აპრილი 2025, 18:39

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ ამ სიტუაციაში რამენაირად არა მარტო გადარჩენა უნდა შევძლოთ, არამედ განვითარება

ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ ამ სიტუაციაში რამენაირად არა მარტო გადარჩენა უნდა შევძლოთ, არამედ განვითარება.

თამარ ჩიბურდანიძე

29 აპრილი 2025, 18:34

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ნაციზმისა და სააკაშვილის დიქტატურის მთავარ პროპაგანდისტს დღეს ევროპული ორგანიზაცია პრემიას გადასცემს სიტყვის თავისუფლების დარგში - ამაზე დიდი ანეკდოტი გსმენიათ ვინმეს?

„ევროპული ორგანიზაციები აგრძელებენ მსოფლიოს გაოცებას თავისი „დემოკრატიული“ გადაწყვეტილებებითა და „ფასდაუდებელი“ პრემიებით. დღეს კიდევ ერთი სიახლე გავიგეთ - „დოიჩე ველეს“ თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიით დაუჯილდოებია“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

გიორგი ზერეკიძე

29 აპრილი 2025, 18:28

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, „ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა 14 წლის ასაკში დააკავა, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას მის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში აფასებს.

დონალდ ტრამპი

29 აპრილი 2025, 18:28

მსოფლიო

ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას შველის და ქვეყანას დიდ სამსახურს უწევს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის უკრაინას შველის და ქვეყანას დიდ სამსახურს უწევს.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2025, 18:19

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული

ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელების სახლებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2025, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი

საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასა და უცხოელ მაღალჩინოსნებზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2025, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული

მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

სოსო მანჯავიძე

29 აპრილი 2025, 18:05

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში

„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2025, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ - ჩამოუყალიბებელია თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართაც

მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

ალექსანდრ სტუბი

29 აპრილი 2025, 17:43

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდება, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუს დროს.

მიხეილ ყაველაშვილი

29 აპრილი 2025, 17:42

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება

არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.

29 აპრილი 2025, 17:40

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

კანონს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები

29 აპრილი 2025, 17:34

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

29 აპრილი 2025, 17:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 აპრილი 2025, 17:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს

ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია, მაშინ როცა ეუთო/ოდირ-მა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

29 აპრილი 2025, 17:24

ეკონომიკა

საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.

29 აპრილი 2025, 17:20

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით

,, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით. ამ სრულიად ახალ შენობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებაზე და წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებული გზა. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ რუსთავის განვითარება შეუქცევადი იყოს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.