მსოფლიო ლიდერები რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ფოტო: Getty Images
რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან. ერთ-ერთი პირველი იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი იყო.
„დავკარგეთ დიდებული კაცი და წინამძღოლი. მასთან მეგობრობის პრივილეგია მქონდა; მისი სწავლებანი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეუცვლელი იყო. იგი შეგვახსენებდა თუ რა ძალა აქვს სიკეთის გაცემას, რადგან სწორედ ეს გვაძლევს შერიგების ძალას ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი. რომის პაპმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმამაცისკენ, რომ ვიაროთ იმ გზით, რომელიც „არ ანგრევს, არამედ ზრუნავს, აღადგენს და იცავს“. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვივლით, ვეძიებით მშვიდობასა და საერთო კეთილდღეობას, ავაშენებთ უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას“, - დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში.
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.„წმინდა მამა გარდაიცვალა. მსურს გამოვხატო ის დიდი ტკივილი, რომელსაც საფრანგეთში განვიცდით. ეს საყოველთაო, გლობალური წუხილია. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ კათოლიკეებს. რომის პაპს ფრანცისკეს ჩვენს გულებში დიდი ადგილი უკავია. ის სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კორსიკაზე. ის ჩვენს გვერდით იყო მარსელშიც. სწორედ ამ ვიზიტებით მან დიდი კვალი დატოვა ფრანგულ საზოგადოებაში. რომის პაპი ფრანცისკე მუდამ და დიდი თავმდაბლობით იყო გაჭირვებულთა გვერდით“, - თქვა მაკრონმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
კათოლიკეებს მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
„დიდი მწუხარება დამეუფლა მისი უწმინდესობა, რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების თაობაზე ცნობების მიღებისას. მსოფლიოში სამართლიანობის სახელით მისი დაუფასებელი ღვაწლი არის ჩვენი მემკვიდრეობა. გაერთიანებული სამეფოს სახელით სამძიმარს ვუცხადებ კათოლიკურ ეკლესიას“, - დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელ X-ში.
ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რომელიც პონტიფიკოსს გუშინ შეხვდა. „სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების თაობაზე. გულით ვუსამძიმრებ მილიონობით კათოლიკეს. მე ძალიან გამიხარდა მასთან გუშინ შეხვედრა, ის ძალიან ავად იყო. მუდამ მემახსოვრება კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში მის მიერ ჩემთვის მოცემული დარიგება. ეს ულამაზესი სიტყვები გახლდათ. ღმერთმა აცხონოს მისი სული“, - დაწერა ვენსმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, რომის პაპი 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ის რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს.
ყველა სიახლე

16 მაისი 2025, 14:54
მსოფლიო
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 14:51
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს, იანგ ვანმინგს შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:50
რეგიონი
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა რთულია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება კოროხნალის მაღაროს, იქ პროცესი შედარებით მოკლე ვადებში დასრულდება.

16 მაისი 2025, 14:36
მსოფლიო
პესკოვი ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე: ასეთი შეხვედრა უსათუოდ აუცილებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უსათუოდ საჭიროა.

16 მაისი 2025, 14:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საინტერესოა, როგორ ჩაატარებს ბურჭულაძე არჩევნებს ტელეფონით. ალბათ ცალკე ტელეფონების განყოფილების უფროსს დანიშნავენ, რომ გადაამოწმონ, ვინ - ვის დაუჭირა მხარი
მომხრე ვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით პარალელური არჩევნები ჩაატაროს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ბურჭულაძის განცხადებას, რომ ის ტელეფონებით ალტერნატიული არჩევნების ჩატარებას სექტემბრისთვის ვარაუდობს.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ინიციატივაზე, არჩევნები ტელეფონით ჩატარდეს: თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება
თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს
ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

16 მაისი 2025, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივაზე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, სასაცილო მდგომარეობაში არიან, სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ
ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ არჩევნები ტელეფონების გამოყენებით ჩატარდეს.

16 მაისი 2025, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ
გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ზიზღის ენის გამოყენებას.

16 მაისი 2025, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად აგენტურისათვის
ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად სხვადასხვა აგენტურისათვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრასთან დაკავშირებით.

16 მაისი 2025, 14:23
პოლიტიკა
ოპოზიცია პაატა ბურჭულაძესთან ერთად, სერიოზულად განიხილავს არჩევნების ტელეფონით ჩატარებას
„ნაციონალურ მოძრაობას იდეა მოსწონს, „ლელოს“ კი სხვა იდეები აქვს.

16 მაისი 2025, 14:16
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ პროცესებზე არის ორიენტირებული
ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:15
პოლიტიკა
პიტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებთან გამართული შეხვედრის გასაჯაროებამ გააღიზიანა. გერმანიის ელჩმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხი მოსთხოვა
მე მაქვს კითხვა თქვენთან, რატომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ მე ინსტრუქციებს ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ეს ინფორმაცია ყალბია. მე თქვენ გიწვევთ, ვიწვევ ტელეკომპანია იმედს დაამტკიცოს, რომ მე ოპოზიციას ინსტრუქციებს ნამდვილად ვაძლევ, - ასე, მიმართა გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს.

16 მაისი 2025, 14:05
რეგიონი
კახეთში 1200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

16 მაისი 2025, 13:59
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:50
მსოფლიო
The New York Times: FBI-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ ტრამპის მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოძიება დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს იმის გამო, რომ მან სოციალურ ქსელში ტრამპის მკვლელობისკენ მოწოდების შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
ალენ ბერსე: ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, EPC-ის სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, პირისპირ განვიხილოთ აღნიშნული საკითხები ირაკლი კობახიძესთან
ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ქართველ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

16 მაისი 2025, 13:38
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე:ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები, მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის
„დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს. ობიექტებთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, რაზეც მშენებელს მიეცა მითითება და კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მაქსიმალური კონტროლი, როგორც სამინისტროს, ისე ფონდის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

16 მაისი 2025, 13:18
მსოფლიო
თურქული მედია: აშშ-თურქეთ-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში დასრულდა
აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა ქალაქ სტამბოლში დასრულდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:00
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.