ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ზაფხულამდე გამოცხადდება

კირ სტარმერი
ფოტო: დიდი ბრიტანეთის მთავრობა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მიმდინარე წლის ზაფხულამდე გამოცხადდება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მხარეები ახლა „მოლაპარაკებების ინტენსიურ სტადიაში“ იმყოფებიან. სტარმერი მოუწოდებს რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს და ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ მსჯელობა დაიწყოს.
სტარმერის თქმით, მას უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის ხილვა არ სურს, რადგან ასეთი გარემოება რუსეთს შესაძლებლობას დაუტოვებს, რათა საბრძოლო მოქმედებები კვლავ განაახლოს. როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რუსეთს ასეთი რამ მანამდეც გაუკეთებია.
სტარმერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობები.
ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის მზადება დაიწყო
უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც ტყვეთა გაცვლას სქემით „ათასი ათასზე“ გულისხმობს, მზადება დაიწყო, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.

17 მაისი 2025, 08:35
რეგიონი
გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

17 მაისი 2025, 08:03
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის „ქარდებს“ აქვეყნებენ.

17 მაისი 2025, 08:00
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

17 მაისი 2025, 03:51
მსოფლიო
ტრამპი: ყოველთვის ვამბობდი, რომ ზელენსკის არ აქვს კოზირები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად კოზირები არ აქვს და უკრაინასთან გარიგების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა.

17 მაისი 2025, 03:23
მსოფლიო
ტრამპი პუტინზე: ჩვენ უნდა შევხვდეთ და ვფიქრობ, ალბათ, ამას დავგეგმავთ
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა აუცილებელია.

17 მაისი 2025, 02:44
მსოფლიო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა.

17 მაისი 2025, 02:25
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 01:52
მსოფლიო
The Guardian: მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს
მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

17 მაისი 2025, 01:25
სპორტი
რონალდინიო: მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს
მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს, - დაწერა რონალდიმნიომ სოციალურ მედიაში.

17 მაისი 2025, 00:36
პოლიტიკა
Euronews: ირაკლი კობახიძე სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება - ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მიანიშნებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე, - წერს Euronews-ი. საქართველოს პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან

17 მაისი 2025, 00:01
საზოგადოება
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

16 მაისი 2025, 22:20
მსოფლიო
ბრიჯიტ ბრინკმა თავისი მოულოდნელი გადადგომა უკრაინისა და რუსეთის მიმართ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ახსნა
ამერიკელმა დიპლომატმა ბრიჯიტ ბრინკმა, რომელიც 2022 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე უკრაინაში აშშ-ის ელჩი იყო, თავისი მოულოდნელი გადადგომა უკრაინისა და რუსეთის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ახსნა.

16 მაისი 2025, 22:15
რეგიონი
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც უნიკალური პროექტია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე. ასევე, კეთდება გუდაურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადაადგილებას. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობის დათვალიერების შემდეგ.

16 მაისი 2025, 22:05
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია
ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლონდონში გამართული საქართველოს საინვესტიციო ფორუმის შეფასებისას.

16 მაისი 2025, 21:42
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება იქნება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის პირად შეხვედრაზე მსჯელობდნენ.

16 მაისი 2025, 21:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

16 მაისი 2025, 21:18
რეგიონი
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მოიცავს რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, იცვლება სანიაღვრე, გარეგანათების სისტემები და ტროტუარების ფილები.

16 მაისი 2025, 21:12
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის, სამინისტროს, სპორტული ფედერაციების, ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მიმდინარე გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

16 მაისი 2025, 21:07
კულტურა
სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა და ლექტორთა ჯგუფი პარიზში, „გრან პალეს“ გამოფენისთვის ემზადება
სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა და ლექტორთა ჯგუფი პარიზში, „გრან პალეს“ გამოფენისთვის ემზადება. მასშტაბურ ექსპოზიციაზე, სადაც საკუთარ შემოქმედებას 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები წარმოადგენენ, ქართველი ხელოვანები ღვინის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს გამოფენენ.