09 მაისი 2025, 09:18 / სანდო წყარო

შვედეთის მთავრობა ტრამპის წინააღმდეგ - შვედეთი ტრამპის გადაწყვეტილებით დახურული „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად 2 მილიონ დოლარს გამოყოფს

შვედეთი „რადიო თავისუფლების“ მხარდასაჭერად ორ მილიონ დოლარს გამოყოფს. შვედეთის მთავრობაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რადიო „თავისუფალი ევროპის“/რადიო თავისუფლებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ნაწილია.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებდა შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორის იყო შტატების გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

ყველა სიახლე

20 მაისი 2025, 19:33

რეგიონი

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ მოქალაქეებთან პირველი მიღება გამართა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ მოქალაქეებთან პირველი მიღება გამართა. გიორგი მურვანიძე მოსახლეობისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს პირადად გაეცნო და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მათი გადაჭრის გზები დასახა.

20 მაისი 2025, 18:53

მსოფლიო

ბრიტანეთმა შეაჩერა მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების თაობაზე

დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების თაობაზე, ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ახალი ოპერაციის გამო. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა.

ანდრეი სიბიგა

20 მაისი 2025, 18:38

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი 30 დოლარამდე უნდა შეამციროს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი ბარელზე 30 დოლარამდე უნდა შეამციროს.

20 მაისი 2025, 18:07

მსოფლიო

კოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება - მსოფლიოს წამყვანი ძალების იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია

ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ ომში ბევრი ინტერესი ეკვეთება ერთმანეთს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

ალუდა ღუდუშაური

20 მაისი 2025, 18:07

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ დააკნინონ კომისია. სინამდვილეში ამით შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს. მოვიდნენ და გასცენ კითხვებზე პასუხი უმოწყალოდ, რომ ხოცავდნენ ადამიანებს, ართმევდნენ ბიზნესს

კომისია აქ არაფერ შუაში არ არის. ეს ადამიანების საკუთარ თავს თვითონ უქმნიან ამ მდგომარეობას. ფაქტი ერთი არის. ეს არის ღია, საჯარო სხდომები. თუ ვინმეს რაიმე არ აქვს დასამალი, მოვიდეს ღია, საჯარო სხდომაზე და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც არის საზოგადოებაში და ეს კითხვები არის ძალიან სამართლიანი, ძალიან ლოგიკური, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, დროებითი საგამოძოებო კომისიის სხდომაზე პოლიტიკოსების გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

ალუდა ღუდუშაური

20 მაისი 2025, 18:06

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე: ძალიან რთულ დღეში არიან, მათ ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ, რადგან მათ აქვთ ორი გზა და ეს ორივე გზა ერთი გადაჩეხისკენ მიდის

ძალიან რთულ დღეში არიან, მათ ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ, რადგან მათ აქვთ ორი გზა და ეს ორივე გზა ერთი გადაჩეხისკენ მიდის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

კოტე ჟღენტი

20 მაისი 2025, 18:05

პოლიტიკა

დიპლომატი კოტე ჟღენტი: ელჩების ასეთი ქცევა დიპლომატიური ეტიკეტიდანაც და დიპლომატიური წესებიდანაც კი ამოვარდნილია. ჩემი აზრით, ეს არის უფრო ძველის ინერცია

არა მგონია, რომ ევროპას ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ამერიკა ჩაანაცვლოს უკრაინისთვის ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარების კუთხით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ დიპლომატმა, ელჩმა, კოტე ჟღენტმა.

20 მაისი 2025, 17:57

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა

„განათლების მხარდაჭერა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გვაქვს მიზანი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული რესურსი და ახალგაზრდებს მივცეთ განათლების მიღების მრავალფეროვანი შესაძლებლობა“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

ალუდა ღუდუშაური

20 მაისი 2025, 17:57

პოლიტიკა

ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა

„მინდა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმისთვის, ეს ბოროტება არ დაბრუნდეს. კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ ყველას შევახსენოთ, რომ ეს ბოროტება ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ბორის პისტორიუსი

20 მაისი 2025, 17:54

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისას ის სამშვიდობო პროცესს აჭიანურებს.

20 მაისი 2025, 17:50

სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება. ასევე ელექტრო სასწორები, შესაფუთი მასალა, ფულადი თანხა და კრიპტოვალუტა, რომელსაც ანგარიშსწორებისას იყენებდნენ.

20 მაისი 2025, 17:46

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

„მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბარს ხვალ გავაგრძელებთ ბატონ ირაკლი რუხაძესთან ერთად, რომელიც ასევე ისაუბრებს ბიზნესის რეკეტზეც წინა ხელისუფლების პერიოდში. ამ თემას გავაგრძელებთ ასევე პარასკევის სხდომაზე, როდესაც ჩვენ „ტელეიმედის“ არხზე სპეცრაზმის შევარდნაზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

20 მაისი 2025, 17:35

მსოფლიო

The Telegraph: ესპანეთში მობილური სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი გაითიშა

ესპანეთში მობილური სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა ფიქსირდება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

20 მაისი 2025, 17:34

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენივე პროგნოზით მისი მოცულობა 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ სებ-ის 2024 წლის ანგარიშის წარდგენას ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი

20 მაისი 2025, 17:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს სკოლაში დამამთავრებელი კლასისთვის ბოლო ზარი დაირეკა - ყველას გილოცავთ ამ დღეს. გისურვებთ, რომ დღევანდელი დღის სიხარული და სილაღე თქვენი მთელი ცხოვრების თანმდევი ყოფილიყოს

„ყველას გილოცავთ ამ დღეს, მნიშვნელოვან მომენტს. გისურვებთ, რომ დღევანდელი დღის სიხარული და სილაღე თქვენი მთელი ცხოვრების თანმდევი ყოფილიყოს. გისურვებთ, არ დაგეკლოთ მონდომება და ძალისხმევა თქვენს მიერ არჩეულ ასპარეზზე, პირად თუ საზოგადო სარბიელზე, გამოადგეთ ოჯახს, სამშობლოს და ქვეყანას“, - წერს პაპუაშვილი.

20 მაისი 2025, 17:27

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილეს.

დავით მათიკაშვილი

20 მაისი 2025, 17:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ალბათ ვენის კონვენცია კიდევ აქვთ გადასაკითხი ძალიან ბევრ დიპლომატს, რომელსაც მივიწყებული აქვს ეს საკითხი. ჩაეტიონ იმ ფარგლებში, რასაც დიპლომატიური ეტიკეტი და კონვენცია უკარნახებს

პირდაპირ სასამართლო პროცესზე დასწრება მაშინ, როდესაც არც ენა გესმის იმ სამართალწარმოების და სასამართლო დარბაზის პირველ რიგში ვიზუალიზაციას ახდენ შენი მონაწილეობის, აკვირდები მოსამართლეს და პირდაპირ ეუბნები, რომ ის გადაწყვეტილება კი არ მიიღო, რომელიც მტკიცებულებიდან გამომდინარეობს, არამედ ის, რაც გვჭირდება ჩვენ. ის, რაც არის ანტურაჟში გახვეული, რომელიც თითქოს ხელს რომ ურტყამ პოლიციელს ეს დანაშაული არ არის, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

20 მაისი 2025, 17:24

საზოგადოება

ნარკოტიკი კლავს! - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

სამინისტროს სოციალურ ქსელში საინფორმაციო „ქარდებს“ აქვეყნებს საკითხის ირგვლივ გავრცელებული მითებისა და რეალური ინფორმაციის შესახებ.

20 მაისი 2025, 17:23

მსოფლიო

The Washington Post: ტრამპი 200 ათასამდე უკრაინელისა და 500 ათასამდე ჰაიტელის დეპორტაციას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ქვეყნიდან 200 ათასი უკრაინელისა და 500 ათასი ჰაიტელის დეპორტაციას გეგმავს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

20 მაისი 2025, 17:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ფაქტია, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში

„უპრინციპო და უღირსი პოლიტიკოსებისგან ვერანაირ ღირსებაზე და პრინციპულობაზე ვერ გვექნება რაიმე არგუმენტი მიღებული. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და, ამავდროულად მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან, რაც იქნება მათი მარცხი. შესაბამისად, ამ მარცხის გამომზეურება შეიძლება არ სურდეთ, თუმცა როდესაც შენ არ წარმოადგენ საკუთარ თავს და ხარ პატრონის ნება-სურვილის განმხორციელებელი, მოქმედებ მისი დავალებითა და განკარგულებით. ამიტომ, შედეგი იქნება ისეთი, როგორ დავალებასაც მიიღებენ“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.