16 ივნისი 2025, 16:50 / სანდო წყარო

Responsible Statecraft: ომის დღესვე დასრულების შემთხვევაში, უკრაინას შესაძლოა სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით $130 მილიარდზე მეტი დაეკისროს

Responsible Statecraft-ი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების საფასურის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის „უკრაინელი მიცვალებულების დაბრუნების საშინელი ფასი“ ავტორი იან პრაუდი დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის აუცილებლობის შესახებ და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ პრობლემებს განიხილავს.

კერძოდ, ავტორი აღნიშნავს, რომ სტამბოლში მხარეები უკრაინისთვის 6 ათასზე მეტი ცხედრის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

„უკრაინის წინაშე მდგომი ამოცანა მრავალჯერადად უფრო რთულია - ყველა დაღუპული უკრაინელი სამხედრო კაცისა და ქალის იდენტიფიცირებას წლები და არა თვეები დასჭირდება. 2004 წელს ტაილანდში დაღუპული 3 000 დასავლელი ტურისტის იდენტიფიკაციას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ამაში პოლიციელებისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების უზარმაზარი საერთაშორისო ჯგუფი იყო ჩართული, რომლებიც მიცვალებულებისგან ნიმუშებს იღებდნენ.

მაშინაც კი, როდესაც ცხედრები კარგად არის შენახული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სანდო ვიზუალური იდენტიფიკაცია შეუძლებელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ემოციურად სასოწარკვეთილი ნათესავები ცდებიან და ცხედარს თავის ოჯახის წევრად მიიჩნევენ.

არაფერი მინახავს, რაც დაადასტურებდა, რომ უკრაინას აქვს საკმარისი ინსტიტუციური რესურსი ან შესაძლებლობა, მასშტაბური ცხედრების იდენტიფიკაციის ოპერაციის განსახორციელებლად იმ ცხედრებთან მიმართებით, რომლებიც უკვე მის ხელშია. და რაც შეეხება დასავლელი პოლიციელებისა და სასამართლო ექსპერტების დახმარებას - ეს ომის პირობებში შეუძლებელი იქნება“, - წერს პრაუდი და ყურადღებას ამახვილებს იმ კომპენსაციაზე, რომელსაც ოფიციალური კიევი ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და დაჭრილ სამხედროებს უხდის.

ის სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ომის დღესვე დასრულების შემთხვევაში, უკრაინას, კონსერვატიული შეფასებითაც კი, შესაძლოა 130 მილიარდ დოლარზე მეტი კომპენსაციის ვალდებულება დაეკისროს. შედარებისთვის, უკრაინას 2025 წელს 48.2 მილიარდი დოლარის საგადასახადო შემოსავალი აქვს დაგეგმილი. „ვინც ფიქრობს, რომ უკრაინა ამ ვალდებულებების დასაფარად დასავლელ დონორ ქვეყნებს დახმარებას არ სთხოვს, თავს იტყუებს“, - წერს ავტორი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კაცების ომში ჩართვის სტიმულირების მცდელობის ფარგლებში, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ყველაზე დაბალი რანგის ჯარისკაცებს უკრაინის საშუალო ხელფასზე ათჯერ მეტს უხდიან.

„კერძოდ, ფრონტის ხაზზე მყოფთა საბაზისო ხელფასი თითქმის 4 593 დოლარია თვეში, ხოლო ყველა ჯარისკაცი იღებს დამატებით დაახლოებით 1 700 დოლარს ყოველი ჯამური 30 საბრძოლო დღის სანაცვლოდ. ეს ბოლო თანხა, შემზარავად, ასევე მიანიშნებს ფრონტის ხაზზე მყოფთა მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. 2023 წლის დასაწყისში აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი ამტკიცებდა, რომ ახალწვეულის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ფრონტზე მხოლოდ ოთხი საათი იყო. და, რა თქმა უნდა, ომის მიმდინარეობისას გადახდილი განსაკუთრებით მაღალი ხელფასები სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევად იქცევა მაშინ, როცა ბრძოლა დასრულდება და ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების ანაზღაურება დაახლოებით 89%-ით შემცირდება“, - წერს პრაუდი.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:34

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი

ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი

10 ივლისი 2025, 20:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება

„ეს არის მათი გამჭვირვალობა?! სადღაც, წყაროზე, ვიღაცა რომ იტყვის, „საიას“ ჩაერიცხა ერთი მილიონი, ამის იმედად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ამას ჰქვია გამჭვირვალობა?! ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:20

პოლიტიკა

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - რასა იუკნევიჩიენეს ნათქვამი მზია ამაღლობელის ადვოკატმა უარყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მზია ამაღლობელის ადვოკატმა დაადასტურა, რომ რასა იუკნევიჩიენემ იცრუა. ეს ოპოზიციის მეგობარი დეპუტატის პირველი მხილება არ არის. სწორედ იუკნევიჩიანეა ავტორი რეზოლუციის, რომელიც ფაქტების ნაცვლად ოპოზიციის სურვილებს ეფუძნება.

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება

მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

ეკა სეფაშვილი

10 ივლისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

10 ივლისი 2025, 20:08

მსოფლიო

სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41

მსოფლიო

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 19:03

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 18:53

მსოფლიო

მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39

რეგიონი

ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

დავით ქართველიშვილი

10 ივლისი 2025, 18:35

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

10 ივლისი 2025, 18:30

მსოფლიო

სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.

ზურაბ მანჯავიძე

10 ივლისი 2025, 18:26

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე: ამ ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება

სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. ამ კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურა მანჯავიძემ სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 ივლისი 2025, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან

თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან,- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

10 ივლისი 2025, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

კობა ობოლაშვილი

10 ივლისი 2025, 18:17

სპორტი

კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა - საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა. საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მადრიდი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.

დენის შმიგალი

10 ივლისი 2025, 18:16

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება.

ზურაბ მანჯავიძე

10 ივლისი 2025, 18:12

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე: რასაც გვიბრძანებენ იმას არ ვაკეთებთ, მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ამიტომ არ მოსწონთ ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი - ეს პროცესი ჩვენმა გაუტეხლობამ უნდა დაასრულოს

„წინააღმდეგობა გავუწიეთ ლგბტ ყბადაღებულ თემებზე, აგენტების კანონებზე, ასევე „ფარასთან“ დაკავშირებით. ერთადერთი, მთავარი ახსნა არის ის, რომ გამოვდივართ მათი დიდი ბიძების გავლენის სფეროდან და მათ დაქნეულ თითზე ცალ ფეხზე არ ვხტუნაობთ და კუდს არ ვუქიცინებთ, აი ამაზე არიან გაცოფებულები. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, ეროვნული ღირსებით შემოსილ ადამიანებს, აქეთ გვეძახიან მონებს, რაც ძალიან სასაცილოა“, - აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.

10 ივლისი 2025, 18:11

კულტურა

ქართველი რეჟისორი მარიამ ბიწაძე ლოკარნოს კინოფესტივალის Film Foundry-სა და BaseCamp-ის მონაწილეა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით Sous la table

ის არის ევროპის კინოაკადემიის, ევროპის დოკუმენტალისტების ასოციაციის (DAE), EWA Network-ის წევრი და ასევე დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA-ს მმართველი საბჭოს წევრი. 2024 წელს მარიამი მოხვდა Forbes Georgia-ის "30 წარმატებული 30 წლამდე" სიაში კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.