imedi /  12 დეკემბერი 2017, 00:55 / სანდო წყარო

იაცენუკი: ყირიმის ანექსიაში დამნაშავე ვიქტორ იანუკოვიჩია

არსენი იაცენუკი

არსენი იაცენუკი

უკრაინის ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეთქმულების შედეგია. 

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ არსენი იაცენუკმა კიევის სასამართლოში განაცხადა, სადაც იანუკოვიჩის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლომ ექს პრემიერი და ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ჩვენების მისაცემად მოწმის სტატუსით დაიბარა. 

ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში ასევე არიან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რადას სპიკერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები.

სასამართლოზე იაცენუკმა ისაუბრა იანუკოვიჩის პუტინისადმი წერილობით მიმართვაზე, რომელმაც ექსპრემიერის ვარაუდით, ყირიმის ანექსიაში დიდი როლი შეასრულა.

იანუკოვიჩს ბრალად ედება სამშობლოს ღალატი, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და რუსეთის აგრესიის ხელშეწყობა. მას კიევში დაუსწრებლად ასამართლებენ.

იანუკოვიჩი პოსტიდან 2014 წლის თებერვალში გადადგა და რუსეთში წავიდა, მასობრივი საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ უარი ეთქვა საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირთან და სანაცვლოდ მოსკოვთან გაეღრმავებინა ურთიერთობა.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 წლებში იკავებდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

17 დეკემბერი 2018, 15:00

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან მეშვიდე წლისთავს აღნიშნავს

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ. კიმ ჩენ ირი - ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი და კიმ ჩენ ინის მამა. ის 2011 წელს გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

17 დეკემბერი 2018, 14:49

საქართველო

მთავრობა გახარიასთვის კიდევ ერთ თანამდებობას განიხილავს

“ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია სწორედ საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა უნდა შეითავსოს.

სერგეი ლავროვი

17 დეკემბერი 2018, 14:47

საქართველო

ლავროვი კავკასიაში ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას აპროტესტებს

"დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ აგრესორებს იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კრიშტიანუ რონალდუ

17 დეკემბერი 2018, 14:38

ტაბლოიდი

რონალდუ თავის პირველ ავტომობილს ჰყიდის

ლაპარაკია Audi A3 Coupe. ავტომობილი 20,000 ევროდ იყიდება, თუმცა მისი საბაზრო ფასი 7-8 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე რონალდუმ იტალიის ჩემპიონატში „იუვეს“ მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სალომე ზურაბიშვილი

17 დეკემბერი 2018, 14:35

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში წინანდალში დელეგაციებს ხვდება

დღეს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღეა. როგორც მისი ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტი შეხვედრებს წინანდალში მართავს. ის საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს ხვდება.

17 დეკემბერი 2018, 14:31

სპორტი

შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

ფორმულა 1 -ის ლეგენდარული მრბოლელი მიხაელ შუმახერი თავს უკეთ გრძნობს. ის საწოლს მიჯაჭვული აღარაა, თუმცა სპეციალურ მოვლას მაინც საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა sportbible ავრცელებს.

დიაგრამა

17 დეკემბერი 2018, 14:29

ეკონომიკა

აჭარაში სამი კვარტალის ბიუჯეტი 15,1%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიში, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.

ნაციონალების აქცია

17 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

მოქალაქე ნიკა მელიას: ქოცები თქვენზე უარესები არიან, რომ არ გიჭერენ. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქემ ნიკა მელიას მიმართა და ის გუშინ, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო გააკრიტიკა. მოქალაქის თქმით, ნაციონალების გუშინდელი საქციელი "ამაზრზენი იყო".

საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 დეკემბერი 2018, 14:23

საქართველო

თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ 18-21 დეკემბერს გაიმართება.

17 დეკემბერი 2018, 14:19

მსოფლიო

ინდოეთში 3 წლის გოგო მეზობელმა გააუპატიურა

3 წლის ინდოელი გოგო საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მას შემდეგ რაც ის ნიუ-დელიში მეზობელმა კაცმა გააუპატიურა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავარია

17 დეკემბერი 2018, 14:19

ძალოვნები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იმედის ჟურნალისტი

17 დეკემბერი 2018, 14:16

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობა“ იმედის ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ წყვეტს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გრძელდება. დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეურაცხყოფის ობიექტი კიდევ ერთი ჟურნალისტი გახდა.

თბილისი

17 დეკემბერი 2018, 14:12

კულტურა

Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა და თბილისში გამართულ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

ეშტონ კაჩერი და მილა კუნის

17 დეკემბერი 2018, 14:02

ტაბლოიდი

კაჩერი-კუნისის წყვილმა დექს შეპარდსა და კრისტენ ბელს საშობაოდ აბაზანის ფარდა აჩუქა

საჩუქრის შესახებ ინფორმაცია შეპარდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.,,საშობაო საჩუქარი კუნისი-კაჩერის ოჯახისგან. ლამაზი საშხაპე ფარდა აბაზანისთვის”, - იხუმრა დექსმა.

17 დეკემბერი 2018, 13:56

კულტურა

ლიონის გასტრონომიულ ფესტივალზე საქართველო პირველად წარდგება

ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ოლიმპიადა, Bocuse d’Or-ი, გასტრონომიის სფეროში იგივეა, რაც სპორტსმენებისთვის მსოფლიო ოლიმპადა. საქართველო ფესტივალზე გამართულ გამოფენა Sirha-ზე, ნაციონალურ სამზარეულოს წარადგენს.

საქართველოს ავიახაზები

17 დეკემბერი 2018, 13:50

ტაბლოიდი

რუსული ავიაკომპანია მზად არის ფრენებიდან მოხსნილი ქართველი პილოტი დაასაქმოს

ქართველი მფრინავი, რომელმაც მოსკოვის დისპეჩერს "გულთბილად მიესალმა", საქართველოს ავიახაზებმა ფრენებიდან მოხსნა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ რუსული ავიაკომპანია "პაბედა" ამ მფრინავს სამსახურს სთავაზობს და მზად არის ის დაასაქმოს.

ჯენიფერ ლოპესი

17 დეკემბერი 2018, 13:46

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესი კოსმეტიკის ხაზს გამოუშვებს

"კოსმეტიკური ხაზი, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობ, ყველა იმ შეკითხვას გასცემს პასუხს, რომელთაც ჩემს მარადიულ ახალგაზრობასთან დაკავშირებით სვამენ”, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეი ლომ. მანამდე ლოპესმა ათობით არომატი, მათ შორის კი სუნამო Glow by JLo წარუდგინა.

უჯარმა

17 დეკემბერი 2018, 13:27

კულტურა

უჯარმის ციხე-ქალაქში სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

უჯარმის ციხე-ქალაქში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. უჯარმის კომპლექსი ტურისტული ინფრასტრუქტურით აღჭურვეს. უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყო.

რომის პაპი ილია მეორე

17 დეკემბერი 2018, 13:24

საქართველო

ილია მეორე რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ილი ამეორე პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტს იხსენებს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

ჰარვი ვაინშტეინი
ჯენიფერ ლოურენსი

17 დეკემბერი 2018, 13:23

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოურენსი ჰარვი ვაინშტეინთან სექსუალურ კავშირს უარყოფს

ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ სასამართლოში სექსუალური შევიწროების ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. მსახიობი, რომელიც საკუთარ სახელს არ ასაჯაროებს, აცხადებს, რომ პროდიუსერი მის თვალწინ მასტურბირებდა და სანაცვლოდ წარმატებულ კარიერას ჰპირდებოდა, „ისეთივე, როგორც ჯენიფერ ლოურენსს“, - ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.