imedi /  13 თებერვალი 2018, 17:32 / სანდო წყარო

ბირთვული ომის შემთხვევაში, ტრამპის განკარგულებაში 4 ბუნკერია

ამერიკის პრეზიდენტებს - ტრუმენიდან ტრაპმამდე - ბირთვული ომის შემთხვევაში, რამდენიმე ბუნკერით შეეძლოთ სარგებლობა. ასეთ შემთხვევაში, დღესაც, აშშ-ს პრეზიდენტს შეუფერხებლად გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას, - წერს BBC.

მის განკარგულებაში ერთდროულად რამდენიმე თავშესაფარია. ერთ-ერთი თეთრი სახლის ქვეშაა. ის 1950 წელს ააშენეს.

კიდევ ერთი ასეთი თავშესაფარი ვირჯინიის შტატში, ლურჯი ქედის ტერიტორიაზეა.

პრეზიდენტის ფლორიდის რეზიდენციაშიც არის ბუნკერი და კიდევ ერთი - უესტ-პალმ-ბიჩზე.

ქვეყნის ლიდერის თავშესაფრების მიხედვით, შეიძლება შეიქმნას საერთო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ ამერიკელები ათწლეულების მანძილზე, ბირთვული ომის შემთხვევაში რისკების მინიმალიზებას. მაგრამ, მიუხედავად მისი კონსტრუქციისა, ვერცერთი ბუნკერი ვერ უძლებს პირდაპირ დარტყმას.

საპრეზიდენტო ბუნკერში, თავდასხმის დროს, პირველი პირის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანს შეუძლია შესვლა. ამის შესახებ საზღვაო ქვეითი რობერტ დარლინგი წერს, რომელიც თეთრი სახლის ბუნლერში 2011 წლის 11 სექტემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით იქ მხოლოდ რჩეულები ხვდებიან, რაც სოციალურ იერარქიას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აქცევს.

ნებისმიერი თავშესაფრის და ბუნკერის მშენებლობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, თუ ხელისუფლებისთვის, ხაზს უსვამს ბირთვული საფრთხის არსებობას.

ფაქტია, რომ ქვეყანაში ათასობით კერძო თავშესაფარი არსებობს და ამას მოსახლეობა საკუთარი სახლების ქვეშ აგებდა. თვითონ ტრამპმაც 1985 წელს იყიდა სახლი, რომელსაც საკუთარი თავშესაფარი ჰქონდა და ტრამპი მოგვიანებით მის შესახებ აცხადებდა, რომ ის საიმედო იყო.

პროექტის მენეჯერი, უეს ბლექმენი, რომელიც ტრამპთან ერთად იმყოფებოდა ბუნკერში, აცხადებს, რომ იქ ნესტი იყო და ბნელოდა. საპირფარეშო შენობის შუაგულში იყო. “შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ არქეოლოგიურ დაზვერვაში ვიყავით“, - წერს ბლექმენი.

ცალკე თავშესაფარი ააგეს კონგრესმენებისთვის კურორტ გრინბრირის ტერიტორიაზე, დასავლეთ ვირჯინიაში. მას კოდური სახელწოდება აქვს - Project Greek Island. ის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებობდა, სანამ 1992 წელს მედია შიტყობდა მის შესახებ. ახლა ის ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

მაუნთ-უეზერის ტერიტორიაზე დღეს განსაკუთრებული სიტუაციების ცენტრი არსებობს. ადგილობრივები მას “განკითხვის დღის ქალაქს უწოდებენ“.

1961 წელს პრეზიდენტ კენედისთვის თავშესაფარი ააშენეს ფლორიდაში, პინატის კუნძულზე. ის სასტუმრო Detachment Hotel-ად არის ცნობილი. მისი აშენება 97 ათასი დოლარი დაჯდა. ის მიწის სიღრმესი სამ მეტრზე მდებარეობს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბუნკერი ცივი ომის დროს აშენდა.

პინატის კუნძულზე აშენებული ბუნკერი 30 კაცზეა გათვლილი და იქ შესვლა მხოლოდ პრეზიდენტის მისი მრჩევლებისა და მდივნებისთვის არის შესაძლებელი.

თეთრი სახლის თავშესაფარში 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ვიცეპრეზიდენტი დიკ ჩეინი მუშაობდა. მასთან ერთად იყო მისი მეუღლეც. იქ უმუშავია კონდოლიზა რაისს, თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს და სხვებს.

მაუნთ უეზერში კი არის პრეზიდენტის, მისი თანაშემწეების და კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანის ადგილი, მათ შორის ჟურნალისტების. კომპლექსს პრესის ოთახიც აქვს.

ყველა სიახლე

ვაშინგტონი, აშშ

19 თებერვალი 2019, 00:59

მსოფლიო

ამერიკელებმა ქვეყნის მთავარი პრობლემა დაასახელეს

Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აშშ-ში მცხოვრები ადამიანების 35% ქვეყნის მთავარ პრობლემად მთავრობას და მის სუსტ მმართველობას ასახელებს. შედეგები 2013 წელს ჩატარებულ კვლევაზე 2%-ით მაღალია. ამერიკელების დიდი ნაწილი სუსტ მმართველობაში ემიგრაციასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გულისხმობს.

ცხოველები

19 თებერვალი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ზოოპარკის 18 000 ბინადრის სამედიცინო შემოწმებისას გადაიღეს. როგორც ვეტერინარები ამბობენ, რენტგენი დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება და ცხოველების მდგომარეობის შესამოწმებლად აუცილებელია.

სექსი

19 თებერვალი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

რომელ ქვეყნებში ჰყავთ ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი (საშუალოდ 15-20) შვეიცარიაში, გერმანიასა და ბრაზილიაში ჰყავთ. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლოება სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ ერთხელ ან სამჯერ იცვლის. ანალოგიური პასუხი გასცეს ესპანელებმა და იტალიელებმაც.

ზინედინ ზიდანი

18 თებერვალი 2019, 23:56

სპორტი

ზინედინ ზიდანი „ჩელსის“ პირობებს უყენებს

ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბისგან £200 მილიონს ითხოვს, რომლის დახარჯვასაც „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად გეგმავს. პარალელურად ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ედენ აზარის დარჩენას ითხოვს. ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.

ელარჯი

18 თებერვალი 2019, 23:37

ტაბლოიდი

ესპანელმა მორაგბეებმა ელარჯი დააგემოვნეს. ფოტოები

17 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეებს ანგარიშით 24:10 სძლიეს. თამაშის შემდეგ ესპანელმა მორაგბეებმა მეგრული ელარჯი დააგემოვნეს.

ბრიჟიტ მაკრონი
სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:16

საქართველო

ბრიჟიტ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. ფოტოები

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ბრიჟიტ მაკრონს შეხვდა. საფრანგეთის პირველმა ლედიმ სალომე ზურაბიშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. რაც შეეხება ემენუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხვალ შეხვდება.

Facebook

18 თებერვალი 2019, 23:15

ტექნოლოგიები

Facebook-ი მეტოქეებზე ინფორმაციას აგროვებდა

ირკვევა, რომ Facebook-ი Onavo-ს, ვირტუალური საიდუმლო ქსელის (VPN) აპლიკაციას კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. ბრიტანელი პარლამენტარები ირწმუნებიან, რომ Facebook-მა „განზრახ და შეგნებულად დაარღვია, როგორც მონაცემთა კონფიდენციალურობა, ისე ანტიკონკურენციის კანონები“.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე: შეწყალების შესახებ მე ჩემი კონცეფცია მაქვს

„მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯორჯ მენდონსა

18 თებერვალი 2019, 22:50

კულტურა

ლეგენდარულ ფოტოზე გადაღებული მეზღვაური გარდაიცვალა

ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა. ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

Apple-ის კომპიუტერი

18 თებერვალი 2019, 22:28

ტექნოლოგიები

ამერიკელმა აღმოაჩინა, რომ 30 წლის წინანდელი Apple-ის კომპიუტერი კვლავ მუშაობს

მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელი John Pfaff-ი წერს, რომ მისი მშობლების კომპიუტერი ათწლეულების შემდეგაც გამართულად ფუნქციონირებდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მან სოცქსელში გამოაქვეყნა. Apple IIe სერია Apple II-ში მესამე მოდელი იყო, რომელიც კონცერნმა 1983 წელს გამოუშვა.

სუპერმთვარე

18 თებერვალი 2019, 22:09

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის გაანათებს ცას 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე

სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. სავსე მთვარე იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომელთაც სუპერმთვარის ფოტოზე აღბეჭდვა ხიბლავთ. ამ დროს მთვარე ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს იქნება.

ობობა

18 თებერვალი 2019, 22:04

ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეაში უძველესი ობობა აღმოაჩინეს

სამხრეთ კორეელმა მკვლევრება უძველესი ობობების ნამარხი იპოვეს, რომლებიც 110 მილიონზე მეტი ხნის წინ ბინადრობდნენ. მეცნიერების თქმით, მათი თვალები ფოსფორის საშუალებით დღესაც ანათებს.

ოსკარი

18 თებერვალი 2019, 21:37

კულტურა

ჰოლივუდში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი კვირა რჩება. ჰოლივუდში უკვე ემზადებიან წითელი ხალიჩის გასაშლელად და კინო ვარსკვალავების დასახვედრად. 91-ე დაჯილდოება წელს განსხვავებული იქნება და სამ საათს გაგრძელდება.

18 თებერვალი 2019, 21:05

ინტერვიუ

„სასამართლოში ადამიანებთან ბრძოლის მატარებელი ჩავლილია“

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 20:59

საქართველო

პრეზიდენტმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან შევიწროებით გამოწვეული პრობლემები"--განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 20:52

მსოფლიო

ტრამპი „მოღალატე“ მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს

17 თებერვლის სატელევიზიო ინტერვიუში, FBI-ის დირექტორის ყოფილმა მოადგილე ენდრიუ მაკკეიბმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი იგეგმებოდა. ირკვევა, რომ მაღალჩინოსნებმა თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტზე 2017 წელს ითათბირეს.

18 თებერვალი 2019, 20:38

საქართველო

რა პრობლემებია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში

რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც 29 წლის ბიძამ, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 13 წლის ძმისშვილი მოკლა, მწვავედ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მხრივ არსებულ პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ რეფორმა დაწყებულია.

პაკისტანის დროშა

18 თებერვალი 2019, 20:21

ტექნოლოგიები

პაკისტანის დროშა Google-ში ტუალეტის ქაღალდის საძიებო ველში ლიდერობს

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბოხებულების მხრიდან ქაშმირში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ერთგვარი პროტესტის ფორმაა. მომხდარმა 46 გასამხედროებული პოლიციის წევრი იმსხვერპლა. 14 თებერვალს ქაშმირში განხორციელებული თავდასხმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

18 თებერვალი 2019, 20:14

საქართველო

რას ამბობს მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე

კითხვა დაისვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული დაჩქარებული გამოძიება, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას, თუმცა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აქვე ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფო მხარში უდგას ამ პროექტს.

მარშალ გელოვანის გამზირი

18 თებერვალი 2019, 19:49

საქართველო

მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იკრძალება

19 და 20 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირზე („ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.