imedi /  13 მარტი 2018, 22:30 / სანდო წყარო

ევროპელების 80% ყალბ ამბებში დემოკრატიისთვის საფრთხეს ხედავს

კომპანია TNS-მა თებერვალში, ევროკომისიისთვის, სატელეფონო გამოკითხვების გზით, ევროპის 26 500 მოქალაქე გამოკითხა.

28 ქვეყანაში ჩარატებული კვლევით დადგინდა, რომ მოსახლეობის 80% ინტერნეტში გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებს, ე.წ. fake news-ებს დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

აღმოჩნდა, რომ ათიდან შვიდი ადამიანი ინტერნეტსივრცეში ყალბ ამბებს ყოველდღიურად აწყდება.

37% ამბობს, რომ უჭირს ყალბი და რეალური ამბების გარჩევა. 

გამოკითხულებისთვის ნდობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა ინფორმაციის მიღების ტრადიციული საშუალებები; რადიო, ტელევიზია და ბეჭდური მედია.

ევროკომისიამ ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლისათვის სამუშაო ჯგუფიც ჩამოაყალიბა.

ექსპერტები ონლაინ და სოციალური მედიისგან მეტ გამჭირვალობას ითხოვენ და "ქცევის კოდექსის" შემოღების ინიციატივით გამოდიან.

სამუშაო ჯგუფის სურვილია გაიზარდოს მედია განათლების დონე. პარალელურად დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ჟურნალისტებისთვის, ისივე როგორც მკითხველებისთვის სპეციალური ხელსაწყოები შეიქმნას.

ჯგუფში 39 ექსპერტი, სამოქალაქო საზოგადოების, სოციალური ქსელებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არის გაერთიანებულები. 

არქივი

22 ივნისი 2018, 00:58

ძალოვნები

მარნეულში, მდინარესთან კაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს. 50 წლამდე კაცი მდინარესთან ადგილობრივმა ნახა.როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

22 ივნისი 2018, 00:49

ტაბლოიდი

მსოფლიოს ყველაზე ფოტოგენურ კატას Instagram-ზე მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს

ნიდერლანდებში მცხოვრები კატა, სახელად Smoothie მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და ფოტოგენური კატაა. კატას საკუთარი Instagram-ის გვერდი და ამ გვერდზე 1.4 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

22 ივნისი 2018, 00:09

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკაში ქალი ყოფილი შეყვარებულის ქორწილში საქორწილო კაბით მივიდა და სკანდალი მოაწყო

სამხრეთ აფრიკაში ქალი ყოფილი შეყვარებულის ქორწილში საქორწილო კაბით მივიდა და სკანდალი მოაწყო. შემთხვევა ქალაქ ბენონიში მოხდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ეჩხუბება კაცი ყოფილ შეყვარებულს და მიც გაგდებას ცდილობს, მისი საცოლე კი ცერემონიის დაწყებას მშვიდად ელოდება.

22 ივნისი 2018, 00:05

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი: ქმარმა მითხრა, რომ ყველაზე ცუდი სტილი მაქვს

ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი, კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ ქმარს, კანიე უესტს მისი ჩაცმის სტილი არ მოსწონს. „ყოველთვის მეგონა, რომ კარგი სტილი მქონდა არჩეული, მაგრამ შემდეგ ჩემს ქმარს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ყველაზე ცუდი სტილი მაქვს“ - თქვა კარდაშიანმა.

21 ივნისი 2018, 23:55

ტექნოლოგიები

პირველი კომპიუტერის შექმნიდან 70 წელი გავიდა

70 წლის წინ დაიწყო ის, რასაც დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების ერას უწოდებენ. ელექტრო-გამომთვლელმა მანქანამ, რომელიც მანჩესტერის უნივერსიტეტში მთელ ოთახს იკავებდა, 1948 წლის 21 ივნისს თავის პირველი პროგრამა ჩაუშვა.

21 ივნისი 2018, 23:53

სპორტი

არგენტინა ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა

ხორვატიის ნაკრებმა არგენტინის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეზე დაამარცხა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დასრულდა.

21 ივნისი 2018, 23:46

ძალოვნები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ბავშვი და ორსული ქალი დაშავდნენ

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული ქალი. ავარია ბაგრატიონის ქუჩასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოებში გადაიყვანა.

21 ივნისი 2018, 23:31

საქართველო

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმი ქვეყნდება, სადაც დაწვრილებით არის წარმოდგენილი, რა თემები განიხილეს დღევანდელ კრებაზე და ვინ რა მოხსენებით გამოვიდა.

21 ივნისი 2018, 23:25

ტაბლოიდი

მელანია ტრამპს აკრიტიკებენ ტანსაცმლის გამო, რომლითაც ის მიგრანტებთან შესახვედრად გაემგზავრა

აშშ-ის პირველ ლედის აცვია მოსასხამი, რომელსაც აწერია: „მე ნამდვილად არ მადარდებს. შენ?“. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ეს ტრამპების პოლიტიკის ნაწილია და პირველი ლედი ამით მიგრანტების მიმართ ქმრის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას უსვამს ხაზს.

21 ივნისი 2018, 23:16

ძალოვნები

სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო

სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო. აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიზან ლომიას თქმით, ბიჭების ცხედრები მყვინთავებმა იპოვეს.

21 ივნისი 2018, 22:48

ტაბლოიდი

არგენტინელი ფანები მესის ცოლს გამარჯვების მომტანი ფეხსაცმლის ჩაცმას სთხოვენ

არგენტინელმა ფანებმა ჯგუფური შეხვედრის მეორე მატჩზე ხორვატიასთან იღბალის მომტან საშუალებას მიაგნეს. ნაკრების გულშემატკივარმა ქალმა, კატა ტროსეირომ Twitter-ზე გამოაქვეყნა წარმატებული მატჩების - 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის და 2018 წლის ლა ლიგის ბოლო შეხვედრის შემდეგ გადაღებული ფოტოები.

21 ივნისი 2018, 22:35

მსოფლიო

ტრამპისა და პუტინის შეხვედრის თარიღი დასახელდა

შეხვედრის 2 ვარიანტია: დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ერთმანეთს ნატოს სამიტამდე შეხვდნენ, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება ან 13 ივლისს, როცა ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს დაასრულებს.

21 ივნისი 2018, 22:29

ტაბლოიდი

დასახელდა საუკეთესო ეროტიკული სცენები ცნობილი ფილმებიდან

ვებგვერდმა Ranker-მა გამოაქვეყნა საუკეთესო ეროტიკული სცენები მსოფლიოს ყველა დროის ცნობილი ფილმებიდან. რეიტინგის შედგენაში მაყურებელი მონაწილეობს და ხმის მიცემის გზით საუკეთესო სექსუალურ სცენებს ავლინს. ბოლო მონაცემებით, რეიტინგში პირველ ადგილზეა 1963 წელს გადაღებული ფილმის, Contempt-ის ერთ-ერთი სცენა.

21 ივნისი 2018, 22:19

კულტურა

ბრიტანული ტელეშოუს ვარსკვლავი და 2009 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გარდაიცვალა

32 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, მას სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. სილამაზის კონკურსის გარდა სოფი გრეიდონს პოპულარობა რეალითი-შოუმ „სიყვარულის კუნძულმა“ მოუტანა.

21 ივნისი 2018, 22:12

საქართველო

ვოლსკი: ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებებს არ დაუკავშირდება

სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრთან უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

21 ივნისი 2018, 21:59

მსოფლიო

მელანია ტრამპი, არალეგალი მიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად, მექსიკის საზღვარზე ჩავიდა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, არალეგალი მიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად, შტატში მექსიკის საზღვარზე ჩავიდა. „მას საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რა ხდება და მათი მხარდაჭერა გამოხატოს“, - განაცხადა პირველი ლედის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა.

21 ივნისი 2018, 21:59

ტაბლოიდი

მღვდელმა ბავშვს ნათლობისას სახეში გაარტყა. ვიდეო

მღვდელმა ბავშვს ნათლობისას სახეში გაარტყა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მოქმედების ადგილი უცნობია. ჯერჯერობით გაურკვეველია ფაქტი რომელ ქვეყანაში მოხდა, თუმცა ვიდეოში ასახული პირები, მათ შორის სასულიერო პირი ფრანგულად ლაპარაკობენ.

21 ივნისი 2018, 21:58

მსოფლიო

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი კორუფციისთვის დააპატიმრეს

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს, ლივიუ დრაგნეას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც გაირკვა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სოციალურ სააგენტოში დაასაქმა ორი ქალი, რომლებიც 2006-2012 წლებში ხელფასს იღებდნენ, თუმცა სამსახურში არასდროს უვლიათ.

21 ივნისი 2018, 21:47

ვიდეო

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: უკრაინელი ხალხის საეკლესიო მდგომარეობაზე დღეს მსჯელობა ძალიან რთულია

21 ივნისი 2018, 21:42

ვიდეო

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა