imedi /  05 მაისი 2018, 16:23 / სანდო წყარო

დღეს კარლ მარქსის დაბადების დღეა. 10 საინტერესო ფაქტი მისი ბიოგრაფიიდან

კარლ მარქსი

კარლ მარქსი

5 მაისს გერმანელი ფილოსოფოსის და ეკონომისტის, კარლ მარქსის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. მარქსის იდეებმა რეალურად შეცვალა კაცობრიობა და მნიშვნელოვნად აისახა თანამედროვე ისტორიაზე. ის ერთ-ერთი დეკლარირებული იდეოლოგიური ორიენტირი იყო საბჭოთა კავშირისათვის (რუსეთის ბოლო იმპერია), რომლის ნაწილიც 70 წლის განმავლობაში საქართველოც გახლდათ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ცნობას მარქსის ფილოსოფიისა და ცხოვრების შესახებ.

- პირველ ორგანიზაციას, რომლის ლიდერადაც 20 წლის კარლ მარქსი აირჩიეს ტრირელ (ქალაქი, სადაც მარქსი დაიბადა) ლუდის მოყვარულთა კლუბი ერქვა.

- 1843 წელს პრუსიის ხელისუფლებამ დახურა „რეინის გაზეთი”, რომლის რედაქტორიც მარქსი იყო. გაზეთის დახურვის მიზეზი მისი რუსოფობია გახლდათ. ზოგადად, მარქსი ძალიან კრიტიკულად აფასებდა რუსეთის როლს და მას “ევროპის ჟანდარმს“ უწოდებდა, მაგრამ ეს არ ეხებოდა იმპერიაში მცხოვრებ ხალხებს. მას მიაჩნდა, რომ რუსეთში შესაძლებელი იყო რევოლუცია იმ ეტაპების გამოტოვებით, რომელიც ევროპამ განვლო, თუმცა მიაჩნდა, რომ რევოლუცია წარმატებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის სხვა ქვეყნებსაც გადაედებოდა და საყოველთაო გახდებოდა.  
 
- 1851 წელს მარქსი ცხოვრობდა ლონდონში თავის ცოლთან ჟენისთან, შვილებთან და დამხმარე ქალთან, ლენხენთან ერთად, რომელიც არა უბრალოდ მოსამსახურედ, არამედ ოჯახის მეგობრად მიიჩნეოდა. მოულოდნელად ლენხენი დაფეხმძიმდა და გააჩინა შვილი ფრედერიკი. ფრედერიკის მამა მარქსი იყო. ლენხენს არ სურდა მარქსის ცოლის განაწყენება და ამ ფაქტის შესახებ არავისთვის უთქვამს, თუმცა თუმცა ენგელსმა მამობა მაინც აღიარა.

- მარქსს ჩარლზ დარვინი თავისი დროის უდიდეს მეცნიერად მიაჩნდა, თუმცა ზოგჯერ ხუმრობდა, რომ მის კონცეფციას „სახეობათა ბრძოლის“ შესახებ საბაზრო კონკურენციის პრინციპები ცხოველთა სამყაროზე გადაჰქონდა. „კაპიტალის“ პირველი ტომის გამოქვეყნების შემდეგ მარქსმა დარვინს წიგნის ერთი ეგზემპლარი გაუგზავნა წარწერით „გულმხურვალე თაყვანისმცემლისაგან“, რაზეც ევოლუციური თეორიის შექმნელმა უპასუხა, რომ წიგნში ზედმეტად ბევრია ათეიზმია. საქმე ის არის, რომ დარვინს პირდაპირ ათეიზმში დადანაშაულების შიში ჰქონდა, ამიტომ საკუთარ თეოარიაშიც ცდილობდა ღმერთის იდეები პირდაპირ არ უარეყო. სხვათა შორის მეცნიერმა „კაპიტალი“ ბოლომდე არ წაიკითხა, მხოლოდ 104-ე გვერდამდე.

- 1849 წელს მარქსი გაასამართლეს ბეჭდური მიმართვისათვის, რომელშიც ის მოქალაქეებს მოუწოდებდა არ გადაეხდათ გადასახადები რეაქციული რეჟიმისთვის, რომელმაც პრუსიაში რევოლუცია ჩაახშო. მარქსი საკუთარ თავს პროცესზე თავად იცავდა და ის სრულად გაამართლეს.

- კარლ მარქსი კაპიტალისტური სისტემის მთავარ პრობლემას და წინააღდეგობრიობას იმაში ხედავდა, რომ ამ სისტემის პირობებში ადამიანები ქმნიან რესურსებს ერთად, მაგრამ შექმნილ რესურსებზე ხელი მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებათ. მარქსის პოლიტეკონომიის თანახმად, დაქირავებული თანამშრომლები არიან მეწილეების წინააღმდეგ.

- თავის ადრეულ ნაშრომებში მარქსი მკაცრად აკრიტიკებს „იდელოგიას“. ის უარყოფდა და ამხელდა ნებისმიერ იდეოლოგიას როგორც სიცრუეს, რომელიც სჭირდებათ ადამიანებს იმისთვის, რომ თავი მოიტყუონ რატა მიიღონ მათთვის გაუსაძლისი და აბსურდულად მოწყობილი საზოგადოება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

19 მარტი 2019, 10:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თავის ხელფასს სხვადასხვა უწყებას გადაურიცხავს

„მართალია, პრესას არ უყვარს ამაზე წერა და მეც ეს არ მჭირდება, წლის განმავლობაში პრეზიდენტის ყოველწლიურ ხელფასს, 400 000 დოლარის ოდენობით, სხვადასხვა უწყებას შევწირავ. ეს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტისთვისაა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩეკის ფოტოც გამოაქვეყნა.

19 მარტი 2019, 09:52

კულტურა

რეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

ხუციევი 1925 წელს თბილისში დაიბადა. მისი ნამდვილი გვარი ხუციშვილია. რეჟისორმა ისეთი ფილმები გადაიღო, როგორებიცაა „გაზაფხული ზარეჩნაის ქუჩაზე", „2 თედორე“, „ივლისის წვიმა“, „ბოლოსიტყვაობა“ და „უსასრულობა“.

ფლორენს პარლი

19 მარტი 2019, 09:35

საქართველო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაგლიჯა

როგორც პარლიმ განმარტა, საქართველოს ან უკრაინის მსგავსი შემთხვევების განმეორება დანარჩენი მსოფლიოსთვის გზავნილი იქნება. „თუ ჩვენ კვლავ გვეყოლება კიდევ ერთი საქართველო ან უკრაინა ნატოს საზღვრებს შიგნით, ეს იქნება არა მხოლოდ კატასტროფა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის აშშ-ის ძალაუფლების მკვეთრი შემცირების სიგნალი“, – განაცხადა ფლორენს პარლიმ.

სალომე ზურაბიშვილი

19 მარტი 2019, 09:16

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი 19 მარტს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

ლინას ლინკევიჩუსი

19 მარტი 2019, 09:03

საქართველო

ლინკევიჩუსი: საქართველო გახდება ნატოს წევრი და მოსკოვი ირიბ ვეტოს ვერ გამოიყენებს

„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ სწავლება საქართველოს დაეხმარება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობისთვის მოსამზადებელ გზაზე, აამაღლებს ნატოსთან თავსებადობას და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

19 მარტი 2019, 08:50

მსოფლიო

თურქეთში დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. იქ ასობით ადამიანი იმ სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის “ წევრი ზუკლუფ გეზენი დაკრძალეს.

19 მარტი 2019, 08:38

ეკონომიკა

გერმანიაში ღვინის გამოფენაში 27-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია იყო წარმოდგენილი: ორ მათგანს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები გადაეცა.

19 მარტი 2019, 08:23

ტაბლოიდი

ინდოეთში ყინულის კაფე გაიხსნა

ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში, ჰიმალაის მთებთან ახლოს ტურისტებს ყინულის კაფეში ეპატიჟებიან. იქ მდებარე ძნელად მისასვლელ სოფელ გიაში ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეული კაფე მოაწყო, რომელიც ყინულისგანაა აგებული და სადაც სტუმრებს ცხელ სასმელებს სთავაზობს.

ალეხანდრო ტოლედო

19 მარტი 2019, 08:14

მსოფლიო

აშშ-ში პერუს ექსპრეზიდენტი დააკავეს

აშშ-ში პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო დააკავეს. ის კალიფორნიაში, ერთ-ერთ რესტორანში სიმთვრალის გამო აიყვანეს. ინციდენტი კვირას ღამით მოხდა, პოლიტიკოსი საპატიმროდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 01:00

მსოფლიო

დასახელდა ქალაქები სადაც ნარკოტიკს ყველაზე მეტად მოიხმარენ

კვლევა 20 ევროპული ქვეყნის 73 ქალაქის მონაცემებს ეყრდნობა. ამ სფეროში ის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროექტი გახდა. 2018 წლის მონაცემებით, კოკაინის მოხმარების დონით პირველ ადგილს ბრისტოლი იკავებს, ხუთეულში მოხვდნენ ამსტერდამი, შვეიცარიის 2 ქალაქი: ციურიხი და ბერნი და ასევე ესპანეთის ქალაქი ბარსელონა.

გაზიანი სასმელები

19 მარტი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

კვლევა: გაზიანი სასმელები სიკვდილის რისკს ზრდის

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ გაზიანი და სპორტისთვის განკუთვნილი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის. თავისმხრივ აშშ-ის სასმელების ასოციაცია განმარტავს, რომ გაზიანი სასმელები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.

მოზამბიკი

19 მარტი 2019, 00:07

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის მსხვერპლთა რიცხვმა შეიძლება ათასს მიაღწიოს

ტროპიკული ციკლონის „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 1000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში დაღუპულად ოფიციალურად 84 ადამიანი მიიჩნევა. სამხრეთ აფრიკაში კი სტიქიას სულ მცირე 180 ადამიანი ემსხვერპლა.

კატა

18 მარტი 2019, 23:56

ტაბლოიდი

ფრანგმა მინისტრმა თავის კატას Brexit-ი დაარქვა

ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-სთან ლაპარაკისას ევროპელმა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა. „კატა ხმამაღლა მთხოვს გარეთ გავუშვა ხოლმე, კარს ვუღებ, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვრის“, - აცხადებს ევროპულ ურთიერთობებში საფრანგეთის მინისტრი.

18 მარტი 2019, 23:31

ტაბლოიდი

ავსტრიაში მსოფლიოში უდიდესი კოცონი დაანთეს

ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონი დაანთეს. 61-მეტრიანი ხის კოშკის ასაშენებლად დაახლოებით 3 თვე დაიხარჯა და ის ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაიწვა. ავსტრიაში კოცონს ზამთრის გაცილების ნიშნად ანთებენ.

ბერნი ტორმი

18 მარტი 2019, 23:24

კულტურა

ოზი ოსბორნის გიტარისტი ბერნი ტორმი გარდაიცვალა

ბერნი ტორმი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მას პნევმონია ჰქონდა. ინგლისელმა როკ მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ბერნის ტორმის პატივი უკვე მიაგო. მუსიკოსის გარდაცვალებას ოზი ოსბორნი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რა სევდიანი დღეა. ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი დავკარგეთ“, - წერს ოზი ოსბორნი.

კევინ ცუჯიჰარა

18 მარტი 2019, 23:02

მსოფლიო

სექსუალური სკანდალის გამო Warner Bros.-ის დირექტორი გადადგა

მარტის დასაწყისში Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ 2013 წელს ცუჯიჰარას 21 წლის მსახიობ შარლოტა კირკთან სექსი ჰქონდა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებით გაირკვა, რომ სანაცვლოდ Warner Bros.-ის გენერალურმა დირექტორმა მას კარიერის მოწყობაში დახმარება შესთავაზა.

სემ სმიტი

18 მარტი 2019, 23:00

ტაბლოიდი

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი სქესის შეცვლაზე ფიქრობს

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი თავის ორიენტაციაზე საჯაროდ ალაპარაკდა და განმარტავს, რომ თავს ხანდახან ქალად გრძნობს და სქესის შეცვლაზეც ფიქრობს. „ჩემი ტვინი ყოველთვის ებრძოდა ჩემს ტანს. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და ვუსვამ კითხვას საკუთარ თავს: სქესი შევიცვალო?“, - განაცხადა სემ სმიტმა ინტერვიუში.

რიჩარდ ერდმანი

18 მარტი 2019, 22:36

კულტურა

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა

ერდმანი ლოს-ანჯელესში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბოლო დროს დემენციით იტანჯებოდა. კარიერის განმავლობაში მსახიობმა მონაწილეობა 160-ზე მეტ ფილმში მიიღო. ერდმანს პოპულარობა სერიალმა „საზოგადოებამ" მოუტანა.

ფილიპე ბარბარინი
რომის პაპი

18 მარტი 2019, 22:16

მსოფლიო

რომის პაპი პედოფილიის დაფარვაში ბრალდებულ კარდინალს შეხვდა

რომის პაპმა ვატიკანში პედოფილიის დაფარვაში ბრალდებული ფრანგი კარდინალი ფილიპე ბარბარინი მიიღო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 7 მარტს სასამართლომ, საფრანგეთში რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი დამნაშავედ ცნო. მას 6-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

მეხანძრე-მაშველებმა შინაური ცხოველები გადაარჩინეს

18 მარტი 2019, 21:49

საქართველო

2018-19 წლებში ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 189 ცხოველი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 189 ცხოველი გადაარჩინეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინაც. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრისას ცეცხლმოდებული საწყობიდან ორი ლეკვი გამოიყვანა.