წინასწარი შედეგებით, ლიბანის პარლამენტში „ჰეზბოლა“ 67 მანდატით შევა
ფოტო: shutterstock.com
ლიბანში ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, პარტია „ლიბანური ძალები“, რომელიც მოსახლეობის ქრისტიანული ნაწილის ინტერესებს იცავს, პარლამენტში 15 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
დაჯგუფება „ჰეზბოლა“ კი, რომელიც 1995 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, პარლამენტში 67 კაცით შევა. პრემიერმინისტრ ალ-ჰარირის ბლოკმა წინა არჩევნებთან შედარებით ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას მაინც მოახერხებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გამოქვეყნდება.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 10:08
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება⚽
„შეკრებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას, სურვილს, დისციპლინას და ატმოსფეროს ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთი არ არის ზუსტი მეცნიერება. ვიცით, რომ მომავალში იქნება გამარჯვებებიც და მარცხიც და ეს ნორმალურია“, - აღნიშნა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
11 ოქტომბერი 2024, 10:05
საზოგადოება
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიაში ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს.
11 ოქტომბერი 2024, 09:57
მსოფლიო
ABC News: ქარიშხალ „მილტონს“ 15 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში ქარიშხალ „მილტონს“ სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ექვსი ადამიანი ფლორიდის შტატის სენტ-ლუსის ოლქში დაიღუპა, სადაც ათამდე ტორნადო დაფიქსირდა, ოთხი ადამიანი ვოლუსიას ოლქში ემსხვერპლა ქარიშხალს, ორი - სენტ-პიტერსბერგში, ხოლო ერთი - სიტრუსის ოლქში. ფლორიდის შტატის გუბერნატორის რონ დესანტისის თქმით, მაშველებმა ქარიშხლის დროს ათასამდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დღემდე ელექტროენერგიის გარეშე 2,6 მილიონზე მეტი აბონენტი რჩება.
11 ოქტომბერი 2024, 09:46
საზოგადოება
ComCom-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, თბილისში რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა თუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, დარგის წამყვან მეცნიერებს, პროფესორებს, მკვლევრებსა და ექსპერტებს შორის ახალ იდეებსა თუ ინიციატივებზე მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ემსახურება.
11 ოქტომბერი 2024, 09:34
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: არსებობს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება ოთხი პარტიისგან. ერთმანეთისგან განსხვავდებიან ლოგოებით, ფერებით, საარჩევნო ნომრებით და მეტი არაფრით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.
11 ოქტომბერი 2024, 09:29
პოლიტიკა
გერმანელი დეპუტატი რაინერ როთფუსი: ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი „მზრუნველობა“ სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა
ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი მზრუნველობა სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა, დოქტორმა რაინერ როთფუსმა ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
11 ოქტომბერი 2024, 09:22
მსოფლიო
სირსკი: რუსეთმა კურსკის ოლქში 50 ათასი სამხედრო გადაისროლა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში დაახლოებით 50 ათასი სამხედრო გადაისროლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დამატებითი ძალების მობილიზება ფრონტის სხვადასხვა პოზიციებიდან მოახდინა. „ჩვენ ვიცით, რომ კურსკის მიმართულებაზე სხვადასხვა მიმართულებებიდან დაახლოებით 50 ათასი სამხედროა გადასროლილი“, - თქვა სირსკიმ. უკრაინელმა გენერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარის კურსკში გადასროლის გამო რუსების პოზიციები შესუსტდა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კრამატორსკის მონაკვეთებზე. „რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების წარმოება შეამსუბუქა“, - თქვა სირსკიმ.
11 ოქტომბერი 2024, 09:07
პოლიტიკა
გერმანელი დეპუტატი გამჭვირვალობის კანონზე: ამ კანონში არ არის არც ერთი მუხლი, რომელსაც ვერ ვნახავთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში ან ისრაელში
ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უკეთებენ გამჭვირვალობის კანონს, იმის მიუხედავად, რომ ეს კანონი სრულად ლეგიტიმური და ლეგალურია, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა შტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
11 ოქტომბერი 2024, 09:00
პოლიტიკა
შტეფენ კოტრე: ბატონი როთი და სხვა უცხოელი აგენტები გამოვიდნენ დემონსტრაციაზე თბილისში და პროპაგანდას ავრცელებდნენ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ამით მათ ხელი შეუწყვეს ქვეყნის შიდა დაყოფას და კონფლიქტს
ბატონი როთი და სხვა უცხოელი ევროკავშირის აგენტები გამოვიდნენ დემონსტრაციაზე თბილისში და პროპაგანდას ავრცელებდნენ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ამით მათ ხელი შეუწყვეს ქვეყნის შიდა დაყოფას და კონფლიქტს, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა შტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
11 ოქტომბერი 2024, 09:00
მსოფლიო
Forbes: უკრაინული ჯარი კურსკში რუსების ჩასაფრებაში მოყვა
უკრაინული ჯარი რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ვესიოლოეს სამხრეთით ჩასაფრებაში მოყვა და ძვირადღირებული ტექნიკა დაკარგა. ანალიტიკურ სტატიას Forbes-ი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, უკრაინული ჯარი 20 სექტემბერს Marder-ის ტიპის გერმანული და CV90-ის ტიპის შვედური საბრძოლო მანქანებითა და Strv 122 ტანკებით ვესიოლოესა და გლუშკოვოს დამაკავშირებელ გზას დაადგა, სადაც რუსეთის არმიის 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას გადაეყარა. ნაღმების, არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსებმა 20 სექტემბერს უკრაინელების შეტევა უკუაგდეს.
11 ოქტომბერი 2024, 08:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუციები არის კიდევ ერთი მაგალითი გარე ჩარევების. მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ
ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აფასებენ.
11 ოქტომბერი 2024, 08:51
პოლიტიკა
გერმანელი დეპუტატი მერლე შპელერბერგი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა „მწვანეთა პარტიიდან“ მერლე შპელერბერგმა ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი თქმით, არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
11 ოქტომბერი 2024, 08:18
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
11 ოქტომბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
11 ოქტომბერი 2024, 08:00
პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, სადაც გაკრიტიკებულია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები
გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განხილვა გაიმართა. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - ასე ჰქვია გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში 10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას.
11 ოქტომბერი 2024, 08:00
პოლიტიკა
პრემიერი გახარიაზე: მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები
გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში”.
11 ოქტომბერი 2024, 03:38
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
11 ოქტომბერი 2024, 03:27
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერს გამარჯვების გეგმა წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჯორჯია მელონის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 03:19
მსოფლიო
ერდოღანი: გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია.
11 ოქტომბერი 2024, 03:06
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: ლიბანში მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო საფრთხის ქვეშ დგება
სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-პიერ ლაკრუამ განაცხადა, რომ ლიბანში მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო საფრთხის ქვეშ დგება.
11 ოქტომბერი 2024, 00:49
პოლიტიკა
ლაშა კასრაძე: ჩვენი ამოცანაა, ზუსტი და დახვეწილი დიპლომატია ვაწარმოოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და პრაგმატული პოლიტიკა მოსკოვთან არ გადაიქცეს რადიკალიზაციად, რომელმაც 2008 წლამდე მიგვიყვანა
„გეოპოლიტიკას, საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო ურთიერთობებს არ აინტერესებთ ემოცია, არ აინტერესებთ სიმპათია, აქ არის მწარე გათვლები და ეს მწარე გათვლები გამომდინარეობს კრიტიკული სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე. ამას აკეთებს რუსეთი, ამას აკეთებს აშშ. ვხედავთ, რომ აშშ მსოფლიოში უშიშროების პოლიტიკას ავრცელებს. აქ ჩვენ უნდა შევხედოთ ძალიან ფარისევლურ პოლიტიკას. ეს უნდა მივიღოთ, რადგან დიდ სახელმწიფოებებს შორის ფარისევლობა ეს არის საერთაშორისო სისტემაში დღის წესრიგი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამაში არ გავეხვიოთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.