imedi /  11 მაისი 2018, 22:13 / სანდო წყარო

კალიფორნიის სკოლაზე თავდამსხმელი 14 წლის მოზარდი დააკავეს

პოლიციამ კალიფორნიის ქალაქ პალმდეილის სკოლაზე თავდასხმის გამო 14 წლის მოზარდი დააკავა. ინფორმაციას ლოს-ანჟელესის ოლქის შერიფის ოფისი Twitter-ზე ავრცელებს.

ამ ინფორმაციის თანახმად, აღმოჩენილია დანაშაულის იარაღიც. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

04 აგვისტო 2020, 17:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის შანსები ნულს ქვემოთაა

„ვისურვებდი ჯანსაღ ოპოზიციას, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან კონკრეტულ საკითხებზე, საზოგადოებისთვის კონკრეტული საკითხების შეთავაზებაზე და მათი გადაჭრის გზებზე, რასაც ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვერ ვხედავთ, ამიტომ მათი შანსი არის ნული ქვემოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპატრიარქო

04 აგვისტო 2020, 17:18

საზოგადოება

საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებები კომპენსაციას მალე მიიღებენ

„შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

04 აგვისტო 2020, 17:16

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და სკოლის ეზოც, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 17:15

სამართალი

გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება

გაუგონარი რამ ხდება, რომ ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. შეიძლება დავუშვათ და ესეც საკმაოდ სერიოზული დანაშაული მგონია, რომ იგი ხელს უშლის გამოძიებას და უარეს შემთხვევაში მგონია, რომ ზუსტადაც ეგრეა. დესტრუქციული ძალები კვლავ იყენებენ თავის ტელევიზიას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეონა თამაზაშვილი

04 აგვისტო 2020, 17:15

სამართალი

თეონა თამაზაშვილი: ინფორმაციის მოპოვება შეუკვეთეს ჩემს შვილს, მოაპოვებინეს და შემდეგ მოკლეს

ჩემი აზრით, ინფორმაციის მოპოვება შეუკვეთეს ჩემს შვილს. მოაპოვებინეს და შემდეგ მოკლეს, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მათ გამოძიებას უამრავი კითხვით მიმართეს, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.

04 აგვისტო 2020, 17:11

პოლიტიკა

საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს მისია დააკვირდება

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს მისია დააკვირდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

კორონავირუსი ვაქცინა

04 აგვისტო 2020, 17:04

COVID19

ჯანმო რუსეთს ვაქცინის შექმნის პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდებს

„ლიცენზიის მიღებამდე ნებისმიერმა ვაქცინამ ან წამალმა სხვადასხვა ტესტირება უნდა გაიაროს. ზოგჯერ ცალკეული მკვლევარები აცხადებენ, რომ რაღაცას მიაღწიეს, რაც თავისთავად კარგი ამბავია. მაგრამ აღმოჩენისა და წამლის პოვნასა და მისი გამოცდის ყველა სტადიის გავლას შორის დიდი განსხვავებაა“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 17:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერ ვერ მივედავებით

„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერ ვერ მივედავებით, რადგან კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია. მხოლოდ ოჯახის ინტერესში არ არის, რომ თემებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, პასუხი გაეცეს“.

04 აგვისტო 2020, 16:52

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო

N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო მოეწყო. სამლოცველო მეუფე გრიგოლ კაციამ დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ.

04 აგვისტო 2020, 16:44

მსოფლიო

ავსტრალიაში დაკარგულ სამ მეზღვაურს ქვიშაზე დატოვებული წარწერით მიაგნეს

ავსტრალიაში, უკაცრიელ კუნძულზე დაკარგული სამი მეზღვაური იპოვეს. მათ ქვიშაზე წარწერა SOS დატოვეს. ინფორმაციას ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამი მეზღვაური მას შემდეგ დაიკარგა, რაც 30 ივლისს ნავით ზღვაში გავიდნენ და დანიშნულების კურსს ასცდნენ, თანაც საწვავი დაუმთავრდათ.

ხუან კარლოსი

04 აგვისტო 2020, 16:40

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, კორუფციაში ბრალდებული ესპანეთის ყოფილი მეფე დომინიკელთა რესპუბლიკაში გაემგზავრა

8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილი მონარქის საქმეს ქვეყნის გენერალური პროკურატურა გამოიძიებს. ხუან კარლოსს ბრალი ფინანსურ თაღლითობასა და კორუფციაში ედება. საქმე ეხება AVE del Desierto-ს სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც ყოფილი მეფის სახელიც ფიგურირებს.

04 აგვისტო 2020, 16:24

საზოგადოება

თურქეთში დროებით დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს სეზონურ სამუშაოებზე წასვლა დღეიდან შეუძლიათ

„საქართველოს მთავრობის 164-ე განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები, დროებითი დასაქმების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრონ, უნდა გააჩნდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიანი მოწვევა“.

04 აგვისტო 2020, 16:11

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 050 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 803 ადამიანი კი გარდაიცვალა.

04 აგვისტო 2020, 16:08

რეგიონი

ონში სტიქიის დროს დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა.

04 აგვისტო 2020, 16:05

COVID19

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 212 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 212 ადამიანი ემსხვერპლა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

04 აგვისტო 2020, 15:54

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ახლო მოკავშირეები არ დარჩა

რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

პაატა დავითაია

04 აგვისტო 2020, 15:53

პოლიტიკა

პაატა დავითაია: „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკად როდესაც ჩამოყალიბდება, შესაძლოა, თბილისის ღიად დარჩენილ ოლქებშიც წარადგინოს კანდიდატები

„ძალა ერთობაშია“ როდესაც საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდება, შესაძლოა განვიხილოთ, რომ თბილისის ღიად დარჩენილ ოლქებშიც წარადგინოს კანდიდატები, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როდესაც კონკურენტულ გარემოში ხარ, ბლოკის მიერ აუცილებლად იქნება ცარიელი ადგილები გამოყენებული.

თამარ ბაჩალიაშვილი

04 აგვისტო 2020, 15:45

სამართალი

ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ინახებოდა

„ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი: მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. ანუ „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამები“ საერთოდ არ იყო ლეპტოპში. ამავდროულად, 193 ათასი ფოტოა და 448 ვიდეო. რაც საინტერესოა, სხვა არანაირი ფაილი არ არსებობს. იცით, როგორი ასოციაცია დამრჩა?! ეს კომპიუტერი არათუ პროგრამისტის, არამედ, უბრალო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისაა. „გუგლში“ და მსგავს საიტებზე შესულია, მაგრამ კომპიუტერში არ არის დაფიქსირებული. თუ ასეთი, არაფრის მქონე სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ანტონიო გუტერეში

04 აგვისტო 2020, 15:37

COVID19

გაეროს გენმდივანი: კორონავირუსის გამო სკოლების დახურვამ თაობა კატასტროფის წინაშე დააყენა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დგას.

04 აგვისტო 2020, 15:34

სამართალი

ბრალდებულ ბუსა ჟვანიას აღმკვეთზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბუსა ჟვანიამ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრალდებულის სტატუსით დატოვა. საავადმყოფოდან იგი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოვიდა. ჟვანიამ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, აღიარებს თუ არა ბრალს.