imedi /  06 აგვისტო 2018, 11:14 / სანდო წყარო

აშშ-ის პოლიციამ მიტოვებულ სადგომზე მოშიმშილე ბავშვები იპოვა

აშშ-ის პოლიციამ ნიუ-მექსიკოში მიტოვებულ შენობაში მშიერი და ძონძებში შემოსილი 11 ბავშვი აღმოაჩინა. ადგილობრივმა შერიფმა ბავშვები „მესამე მსოფლიო ომიდან გამოქცეულებს“ შეადარა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ბავშვებთან ერთად მოზარდებიც იყვნენ, ორი მათგანი კი შეიარაღებული იყო, პოლიციამ ისინი უკვე დააპატიმრა.

როგორ აღმოჩნდნენ მიტოვებულ სადგომზე ბავშვები და მოზარდები, ჯერ უცნობია.

„პოლიციელად ჩემი 30-წლიანი მუშაობის პერიოდში არასდროს მინახავს მსგავსი რამ. ბავშვები იყვნენ მშივრები და ითხოვდნენ წყალს. ისინი ძალიან ჭუჭყიანები, შეშინებულები და უკიდურესაც გამხდრები იყვნენ“, - აცხადებს ადგილობრივი შერიფი.

თერთმეტივე ბავშვი ადგილობრივ სოციალურ სამსახურში გაივლის რეაბილიტაციას.

ყველა სიახლე

ზურაბ პოლოლიკაშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩატარდება

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.

როჯერ ფედერერი

18 სექტემბერი 2019, 18:37

სპორტი

როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. შვეიცარელის თთქმით, ის 2020 წელს ოლიმპიადაზე და უიმბლდონზე იასპარეზებს, რის შემდეგაც კარიერას დაასრულებს. 38 წლის ჩოგბურთელს 8-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ ამერიკის ღია პირველობა.

ლედი გაგა

18 სექტემბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ლედი გაგამ კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაცია გამართა

33 წლის ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ სანტა-მონიკაში საკუთარი კოსმეტიკური ხაზის კოლექცია წარადგინა. Haus Laboratories-თან კოლაბორაციით ერთად თვალის პროდუქტებზე იმუშავებენ და გაგა მათ მიერ გადაღებულ რეკლამებში გამოჩნდება.ლედი გაგას, თაყვანისმცემლები ასევე Allure-ის 2019 წლის ოქტომბრის ყდაზე იხილავენ.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:21

კულტურა

ზურაბიშვილმა ,,მოსიარულე მკვდრების“ და „ტერმინატორის“ პროდიუსერს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენ ჰერდი საერთაშორისო ორგანიზაციის საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

კაცი თავზე რქოვანი წარმონაქმნით

18 სექტემბერი 2019, 18:13

ტაბლოიდი

ინდოეთში ექიმებმა კაცს თავიდან ათსანტიმეტრიანი რქოვანი წარმონაქმნი მოაშორეს

ინდოეთში, ქალაქ საგარში ქირურგებმა 74 წლის კაცს თავზე ამოსული ათსანტიმეტრიანი რქოვანი წარმონაქმნი მოაშორეს. რქოვანი წარმონაქმნი კაცს თავზე დარტყმის შედეგად 5 წლის წინ გაუჩნდა. ამ დროის განმავლობაში, მას ტკივილები სტანჯავდა. ნეიროქირურგებმა რქოვან წარმონაქმნში კერატინი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის თმები და ფრჩხილები შეიცავს.

რობერტ ობრაიენი

18 სექტემბერი 2019, 17:48

მსოფლიო

ტრამპმა რობერტ ობრაიენი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ, რომ რობერტ ობრაიენს, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ვნიშნავ“, - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.

სელინ დიონი

18 სექტემბერი 2019, 17:47

კულტურა

სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა

ცნობილმა კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამივე კომპოზიცია მომღერლის ახალ ალბომში „Courage!“ შედის, რომელიც 15 ნოემბერს გამოვა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს დიონის პირველი ინგლისურენოვანი ალბომი იქნება.

18 სექტემბერი 2019, 17:45

მსოფლიო

მონროვიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ ცოტა 27 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 27 ბავშვი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2019, 17:39

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება დაავალა. ამის შესახებ უცხოური მედა ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ირანს შორის მორიგ დაპირისპირებას, რომელიც საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმის საკითხმა გამოიწვია.

მალაიზია დაკვამლიანება

18 სექტემბერი 2019, 17:24

მსოფლიო

მალაიზიაში დაკვამლიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა

მალაიზიაში ხანძრების შედეგად დაკვმალიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე 1484 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 შტატში მილიონამდე მოსწავლე სკოლებიდან სახლებში გაუშვეს. ინდონეზიაში ხანძრები ფერმერებმა გააჩინეს. ისინი ამ მეთოდს მიწის გასასუფთავებლად იყენებენ.

შინდისი

18 სექტემბერი 2019, 17:21

კულტურა

„შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი. ქართველ მაყურებელი, ოსკარზე წარდგენილ ფილმის პრემიერას დიდი ინტერესით ელოდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

18 სექტემბერი 2019, 17:14

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესცენტრი ავრცელებს. ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელი

18 სექტემბერი 2019, 17:10

მსოფლიო

ნეთანიაჰუს პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ისრაელის ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი Haaretz-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დათვლილია ხმათა 91%. ამ მონაცემებით, „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, მის მთავარ ოპონენტს, პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი 32.

თურქეთი, აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

18 სექტემბერი 2019, 17:03

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ქიმიური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობს.

ბიძინა ივანიშვილი

18 სექტემბერი 2019, 17:00

საქართველო

ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“.

ლექსიკონი

18 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ამერიკულმა ლექსიკონმა სიტყვა they-ს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა

ყველაზე ძველმა ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა გრამატიკულ ნორმად აღიარა სიტყვა they-ს ("ისინი") გამოყენება გენდერქვიარის მიმართ. "They" ერთ-ერთია იმ 533 სიტყვიდან, რომელიც დღეს Merriam-Webster-მა ლექსიკოს ოფიციალურად დაამატა.

პატიმრების შეწყალება

18 სექტემბერი 2019, 16:42

საქართველო

ევსაქებმა შეწყალებულების სკანდალში პროკურატურას დიმიტრი გაბუნიას როლის შესწავლა მოსთხოვეს

"ევროპული საქართველო" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაინტერესებული ადამიანები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და კონსულტაციებს გადიან საკითხზე, თუ რა ფასად შეიძლება პირის შეწყალება.

ელექტროსიგარეტი

18 სექტემბერი 2019, 16:36

მსოფლიო

ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთის მთავრობამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროსიგარეტების მოხმარება დაწარმოება აკრძალა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ინდოეთში ელექტროსიგარეტის აკრძალვის შესახებ ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა.

მაია ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:36

საქართველო

ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სექტორის გამოყოფაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაძლოა, ენერგეტიკის სექტორი გამოეყოს. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ მხოლოდ ათი დღეა გასული და ახლა მთავრობა არსებული გეგმების, ინიციატივების უფრო სწრაფ განხორციელებაზე მუშაობს.

ჯენიფერ ლოურენსი

18 სექტემბერი 2019, 16:33

ტაბლოიდი

მედია: ჯენიფერ ლოურენსი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, საქმროსთან კუკ მერუნისთან ერთად ნიუ-იორკში, ქორწინების ბიუროსთან დააფიქსირეს. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, წყვილი დაქორწინდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, მსახიობს თან ერთი მეგობარი, ფოტოგრაფი და დაცვის ორი წევრი ახლდა.